არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
ფოტო: მაიკო გაგუა / On.ge
მოკლედ: ევროპარლამენტარებმა — დევიდ მაკალისტერმა, სვენ მიქსერმა და მარინა კალიურანდმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ისინი ეხმიანებიან საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, კანონპროექტის პირველი მოსმენით მხარდაჭერას. ევროპარლამენტარები გამოთქვამენ შეშფოთებას იმის გამო, რომ ხელისუფლებამ გამოიყენა სპეცრაზმი დემონსტრანტების დასაშლელად.
განცხადება: "ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში მმართველი პარტიის მიერ “უცხო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის ხელახლა შეტანის გამო.
- ეს კანონი, რომელიც გუშინ პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, თავდასხმაა დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე.
- კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
- მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, არ უღალატონ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად საერთაშორისო პარტნიორებთან ითანამშრომლონ.
ჩვენ შეშფოთებულნი ვართ სპეცრაზმის მიერ საკამათო კანონპროექტის წინააღმდეგ დემონსტრანტების დასაშლელად სპეცრაზმის მიერ ძალის გამოყენების გამო. მშვიდობიანი საპროტესტო აქციების უფლება ფუნდამენტური უფლებაა და მკაცრად უნდა იქნას დაცული, განსაკუთრებით, ევროკავშირის წევრობის მსურველ ქვეყანაში. მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალის გამოყენება არ შეიძლება იყოს გამართლებული.
- მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა და თავიდან აირიდოს ძალადობის ესკალაცია.
- ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების მიმართ და შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული შესაბამისი ნაბიჯები ჯერ კიდევ განსახორციელებელია."
კონტექსტი: 83 ხმით 0-ის წინააღმდეგ, ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო გუშინ, 17 აპრილს. ამას მოჰყვა მასშტაბური სახალხო პროტესტი თბილისში, ჯერ საქართველოს პარლამენტის წინ, შემდეგ — მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან. ხალხი რუსული კანონის მიღებას აპროტესტებს საქართველოს დიდ ქალაქებშიც.
პროცედურულად: ზოგადად, კანონპროექტის მისაღებად საჭიროა დეპუტატების სამი მოსმენით მხარდაჭერა პლენარულ სხდომაზე.
- რუსული კანონის საბოლოო, მესამე მოსმენით მხარდაჭერის თარიღად 17 მაისია განსაზღვრული.
- კანონი, მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტს გადაეგზავნება.
- პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი კანონს ვეტოს დაადებს.
- თუმცა, ამის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება, მას დასაძლევად საკმარისი მანდატი აქვს.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები