შოლცის კრიტიკის მიუხედავად, ირაკლი კობახიძემ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე, კვლავ რუსული კანონის საჭიროებაზე ისაუბრა
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
მოკლედ: იმის მიუხედავად, რომ ბერლინში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ ირაკლი კობახიძეს გერმანიის კანცლერმა უთხრა, რომ მის ქვეყანას და ევროკავშირს აქვთ კრიტიკული პოზიცია ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვლავ აცხადებს, რომ ეს კანონი ქვეყნისთვის ძალიან საჭიროა.
დეტალები: ირაკლი კობახიძის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გადაწყვიტა, საქართველოს მთავრობის ყველა გადაწყვეტილება იქნას გამოქვეყნებული.
- ამიტომ, ხელისუფლებას სრული უფლება აქვს, არასამთავრობო ორგანიზაციებს მოსთხოვონ "მინიმალური სტანდარტი" გამჭვირვალობის თვალსაზრისით.
- კობახიძემ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ 2020 წლის შემდეგ იყო 2 შემთხვევა, როცა "ხელისუფლების შეცვლა სცადეს არა საპარლამენტო არჩევნების, არამედ — ქუჩაში გამოსვლების გზით".
მანამდე, ჟურნალისტებს ოლაფ შოლცმა უთხრა, რომ შარშანდელის შემდეგ კანონის კიდევ ერთხელ შემობრუნებას არ ელოდნენ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ამ კანონის მიღებაზე უარს იტყვის.
ამ თემაზე ვრცლად — შოლცი კობახიძეს: დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებთ
ის, რომ კანონი ევროკავშირთან ურთიერთობაში უკან დაგვხევს, არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, თუ დასავლელმა პოლიტიკოსმა გვითხრა.
ამის შესახებ გაგვაფრთხილა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმაც. მან თქვა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკომისიას გაუჭირდება მოლაპარაკებების დაწყებისთვის დადებითი რეკომენდაციის გაცემა.
- ამ განცხადებას გამოეხმაურა ევროდეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი და X-ზე დაწერა, რომ "შეუძლებელი იქნება დადებითი შეფასების მიცემა. თუ ამ კანონს მიიღებენ, ევროპული პერპექტივა გაქრება. სრულად შეჩერდება."
შეშფოთება გამოთქვა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმაც.
რუსული კანონის ქრონოლოგია:
2024 წლის 3 აპრილი
- ოცნებამ განაცხადა, რომ ისევ აპირებს იმავე რუსული კანონის კანონის მიღებას, რამაც მასშტაბური სახალხო წინააღმდეგობა გამოიწვია გასული წლის მარტში.
8 აპრილი
- პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განხილვის შემდეგ, რუსული კანონი დარეგისტრირდა.
- პარლამენტში თქვეს, რომ კანონის განხილვას პარლამენტის იურიდიული კომიტეტი 15 აპრილს დაიწყებს.
- ამას წინ უძღოდა საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის უკან.
- შესაბამისი ნებართვის მიუხედავად, პარლამენტში არ შეუშვეს დამოუკიდებელი მედიის ნაწილი.
- პრეზიდენტის საპარლამენტო წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს კანონს.
- გავრცელდა 400-ზე მეტი ორგანიზაციის განცხადება, მიმართვით — კი ევროპას, არა რუსულ კანონს!
- დამოუკიდებელმა მედიასაშუალებებმა ერთობლივად განვაცხადეთ, რომ ქართულ ოცნებას არ მივცემთ რუსული კანონის მიღების საშუალებას.
9 აპრილი
- თბილისში თავისუფლების მარში გაიმართა.
11 აპრილი
- ცნობილი გახდა, რომ რუსული კანონი პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით, სავარაუდოდ, 17 მაისს გავა. საკომიტეტო მოსმენა ორშაბათს, 15 აპრილს არის დაგეგმილი, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენის სავარაუდო თარიღი კი 16 აპრილია.
15 აპრილს, საკომიტეტო მოსმენის პარალელურად, თბილისში საპროტესტო აქცია იგეგმება.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები