კახა კალაძე

5 Apr. 2024, 10:48

კანონი, რომელიც უკავშირდება გამჭვირვალობას, პირდაპირ ექვემდებარება იმ მნიშვნელოვან პრინციპებს, რომელიც ღირებულია თითოეული ქართველისთვის.

ის, რომ ჩვენ გავიძახით — გვინდა ევროპული მომავალი, ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანება, ზუსტად ამ პრინციპებს ეფუძნება ის ევროპულობა და ევროპული მომავალი, რაც პირდაპირ კავშირშია სამართლიანობასთან, გამჭვირვალობასთან, ადამიანის უფლებებთან, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან, საკუთრების უფლების დაცვასთან.

ამ ღირებულებების ერთ-ერთი კომპონენტი, როგორც ვთქვი, არის გამჭვირვალობა. თუ ხელისუფლების, თანამდებობის პირების მხრიდან ვითხოვთ გამჭვირვალობას, ასევე მნიშვნელოვანია, საზოგადოებისთვის იყოს ნათელი, ცნობილი და ცხადი, თუ რომელი ორგანიზაცია რომელი ქვეყნიდან იქნა დაფინანსებული. ამის გასაჯაროებაზეა საუბარი, მეტი
არაფერი.

რაც შეეხება შარშან გაწვეულ კანონს, ეს იყო, შეიძლება ითქვას, ჩვენი შეცდომაც, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ საზოგადოებას ვერ ავუხსენით სწორად და ვერ მივაწოდეთ ინფორმაცია აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და რადიკალურმა ჯგუფებმა მოახერხეს, რომ ეს კანონი, რომელსაც საერთო არაფერი აქვს რუსეთთან, შეენიღბათ, როგორც რუსული.

აქ საუბარია გამჭვირვალობაზე. ეს დონორ ორგანიზაციებსაც დაეხმარება და გეტყვით რატომ — ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დაფინანსდა USAID-ის მიერ. საუბარი იყო მძიმე დაავადებების მქონე ბავშვების მშობლების დატრენინგებაზე, რეალურად კი რისი ტრენინგი მიმდინარეობდა, ხომ გვახსოვს ყველას?

ეს გაურკვევლობები რომ იყოს აცილებული თავიდან, დარწმუნებული ვარ, ჩვენი დონორი ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანი და დამზღვევი იქნება აღნიშნული კანონი.

განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. ის ასე ეხმიანება ხელისუფლების სურვილს, ისევ დააინიციიროს პარლამენტში რუსული კანონი, რომლითაც სურთ, დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო სექტორი "აგენტებად" გამოაცხადონ. ანალოგიური კანონის მიღება "ოცნებას" უნდოდა გასული წლის მარტში, რასაც მძლავრი საზოგადოებრივი პროტესტი, 7-8 მარტის ცნობილი აქციები და საბოლოოდ, კანონპროექტის უკან გაწვევა მოჰყვა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას" — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა
  2. ნინო კუხალეიშვილი: სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით ეცემა | ვიდეო
  3. დავით თარხან-მოურავი: საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, რუსეთი დამარცხდა ანუ ამერიკა ამარცხებს მას
  4. სომხეთის საბაჟომ ირანიდან შემოსულ ტვირთში დამალული 26კგ ბუნებრივი თმა ამოიღო
  5. რა ეღირება ლარი უქმეებზე?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

PHR: სასამართლომ ფსიქიატრიულ დაწესებულებას პაციენტის უფლებების დარღვევისთვის 10 000 ლარის გადახდა დააკისრა

სასამართლომ ფსიქიატრიულ დაწესებულებას პაციენტის უფლებების დარღვევისთვის 10 000 ლარის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ…