Forbes-მა ტეილორ სვიფტი მილიარდერების სიაში შეიყვანა
ფოტო: Michael Buckner/Shutterstock
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ჩამონათვალში, რომელსაც გავლენიანი გამოცემა Forbes ყოველწლიურად აქვეყნებს, პოპვარსკვლავი ტეილორ სვიფტი პირველად გამოჩნდა. ფორბსის მილიარდერთა სიაში მითითებულია, რომ ამერიკელი მუსიკოსი $1,1 მილიარდს ფლობს.
სიაში ასევე პირველად გამოჩნდა ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა ChatGPT-ის შემქმნელი სემ ალტმანი, რომელიც $1 მილიარდის მფლობელია. რეიტინგის სათავეში კი კვლავაც ფრანგი ბიზნესმაგნატი ბერნარ არნო და მისი ოჯახია, რომელიც $233 მილიარდს ფლობს.
ხოლო ფორბსის მილიარდერთა წლევანდელი ათეული აი, ასე გამოიყურება:
- ბერნარ არნო და მისი ოჯახი — $233 მილიარდი
- ილონ მასკი — 195 მილიარდი
- ჯეფ ბეზოსი — 194 მილიარდი
- მარკ ზაკერბერგი — 177 მილიარდი
- ლარი ელისონი — 141 მილიარდი
- უორენ ბაფეტი — 133 მილიარდი
- ბილ გეიტსი — 128 მილიარდი
- სტივ ბალმერი — 121 მილიარდი
- მუკეშ ამბანი — 116 მილიარდი
- ლარი პეიჯი — 114 მილიარდი
ფორბსი ასევე წერს, რომ 2024 წელს მილიარდერების რაოდენობა რეკორდულია — 2 781. რიცხვი 141-ით აჭარბებს შარშანდელ მონაცემს. ამასთან, რეკორდულია სიის წევრების სიმდიდრე, რომელიც ჯამურად $14,2 ტრილიონს შეადგენს.
რაც შეეხება ტეილორ სვიფტს, მისი გამოჩენა ამ ჩამონათვალში არავის გაჰკვირვებია. პოპვარსკვლავის მილიარდერობაზე ჯერ კიდევ შარშან ოქტომბერში შევიტყვეთ Bloomberg-ისგან.
ფოტო: Ethan Miller / TAS23 / Getty Images
გასული 2023 წელი სვიფტისთვის ნამდვილად კარიერის პიკი აღმოჩნდა: გამოუშვა ორი განახლებული ალბომი, წამოიწყო უპრეცედენტო მასშტაბის საკონცერტო ტურნე და რეკორდი რეკორდზე მოხსნა. უფრო ზუსტად, სვიფტი Spotify-ზე პირველი ქალი მუსიკოსი გახდა ყოველთვიური 100 მილიონი მსმენელით. ამასთან, შემსრულებლის რიგით მეექვსე ტურნე, The Eras Tour, ისტორიაში პირველი საგასტროლო ტური გახდა, რომლის შემოსავალმა $1 მილიარდს გადააჭარბა. გაუგონარი კომერციული წარმატება ხვდა წილად ტურნეზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმსაც, რომლის შემოსავალმა $260 მილიონზე მეტი შეადგინა.
ტეილორ სვიფტის გავლენა ახლა იმდენად დიდია, რომ ევროკომისიამ პოპმუსიკოსს ახალგაზრდების საარჩევნოდ მობილიზებაში დახმარებაც სთხოვა. მედიები იმაზე ალაპარაკდნენ, რომ მუსიკოსს 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზეც შეუძლია გავლენის მოხდენა.
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
-
"თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან
გადახედვა
-
სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა
გადახედვა
-
ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
-
თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ
გადახედვა
-
"საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება "საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება
გადახედვა
-
საგანძურის მარათონში ახალი თვე დაიწყო — ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი საგანძურის მარათონში ახალი თვე დაიწყო — ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
-
სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
გადახედვა
-
ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება
გადახედვა
კომენტარები