Plantastic kitchen — ფანტასტიკური ვეგანური კაფე თბილისში, რომელიც თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა
ფოტო: თიბისი
მთელ მსოფლიოში მზარდი პოპულარობის მიუხედავად, ქართულ ბაზარზე ვეგანური სამზარეულო ჯერაც სიახლეა. თავად იდეოლოგიას, აქტიურად თუ პასიურად, ბევრი იზიარებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის, და მსგავსი კაფეები და რესტორნები ნელ-ნელა საქართველოშიც ჩნდება.
ანა თოფურიასთვის, ვეგანურ ბისტრო Plantastic kitchen-ის თანადამფუძნებლისთვის, ვეგანური კულინარია თავდაპირველად მხოლოდ ჰობს წარმოადგენდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად იდეოლოგია, ცხოველთა უფლებები, ეკოლოგია და მდგრადი განვითარება მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და ამ მსოფლმხედველობას ბოლოდე იზიარებდა.
"პანდემიის დროს, ჩაკეტილობაში, ამ ჰობმა უფრო სერიოზული სახე მიიღო. ბუნებრივია, სახლში ბევრ დროს ვატარებდი და გადავწყვიტე, ბლოგი შემექმნა, სადაც გავაზიარებდი ვეგანურ რეცეპტებს და სასარგებლო რჩევებს. ამ ყველაფერმა ინტერესი გამოიწვია და, პანდემიის შემდეგ, ჰობი ნელ-ნელა კომერციულ საქმიანობად იქცა. მიმიწვიეს ფესტივალებზე, ღონისძიებებზე, სადაც ხალხს ვუზიარებდი რეცეპტებს. უკვე ცოცხლად ვაკეთებდი იმას, რასაც მანამდე ვიდეოების სახით ვდებდი."
ბისტროს გახსნა ანამ 2023 წლის აგვისტოში გადაწყვიტა და, პარტნიორთან ერთად, თიბისი ბანკს მიმართა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მსგავსი სტარტაპის დაფინასებას ამ ბანკის დახმარებით იოლად შეძლებდა. ასეც მოხდა, სესხი უპრობლემოდ მიიღო და ბიზნესიც წამოიწყო, რომლის გამოცდილება მანამდე არ ჰქონია. როგორც თავად ამბობს, საქმეს უფრო გულით მიუდგნენ, ვიდრე ცივი გონებით, რამაც, შედეგიდან გამომდინარე, გაამართლა.
ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ბისტრო, ერთი შეხედვით, საერთოდ არ ჰგავს ვეგანურ კაფეს. ადამიანი, რომელიც პირველად სტუმრობს მას, ვერაფრით (მენიუს ჩათვლით) მიხვდება, რომ ვეგანურ სამზარეულოსთან აქვს საქმე. მიუხედავად ფართის სიმცირისა (50 მ. კვ.), კონცეფცია, ბრენდინგი, ინტერიერი კარგად გააზრებული და ხანგრძლივი ფიქრის შედეგია. სტერეოტიპული მწვანე ფერის გამოყენებაზე უარი თავიდანვე თქვეს და ბისტრო უფრო ამერიკულ დაინერს წააგავს. კერძები, უმეტესად, ცნობილი სწრაფი კვების ქსელების მენიუს იმეორებს — აქ ყველაფრის რეპლიკაცია ხდება — ბურგერის, სტეიკის, ჰოთდოგის და სხვ. ქართული დღეებიც ხშირად იმართება, სადაც სტუმარს ვეგანური ხინკლისა და ქაბაბის დაგემოვნება შეუძლია.
ბისტროს სტუმრები, ძირითადად, 20-დან 35 წლამდე ახალგაზრდები არიან, რომელთა მოტივაცია ძალზე განსხვავებულია ხოლმე. ნაწილისთვის Plantastic kitchen-ში სადილობა იდეური თანამოაზრეობის გამოხატულებაა, ნაწილს სურს ცხოველური პროდუქტებისაგან თავისუფალი დღე ჰქონდეს, ნაწილისთვის კი ხორცის შემცვლელით დამზადებული ტრადიციული კერძები ცნობისმოყვარეობის საგანია და ახალი კულინარიული გამოცდილება. სამზარეულოს გარდა, Plantastic kitchen-ი სტუმრებს ბარის ფართო ასორტიმენტსაც სთავაზობს, რომელიც სრულიად ვეგანურია.
ყოველდღიური მენიუს გარდა (ვეგანური ერბოკვერცხი ვეგანური სოსისით, ბურგერი, ჰოთდოგი, თევზი და კარტოფილი, ვეგანური ხაჭაპური, ხინკალი და ა. შ.), ყოველ შაბათ-კვირას იმართება მექსიკური, კორეული, იაპონური თუ სხვა ნაციონალური სამზარეულოს დღეები, როდესაც ბარი და სამზარეულო სინთეზშია.
კერძების ინგრედიენტების შერჩევას, ანას თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა:
"უმეტესი ნედლეული ჩვენი ტიპის სამზარეულოსთვის ფრეშ-პროდუქტებია, ბოსტნეული, ხილი, მწვანილი, ბურღულეული, რომლებიც საქართველოში ხარისხიანია და მომარაგება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. განსაკუთრებულად გვიხარია, რომ, ძირითადად, სწორედ ადგილობრივი პროდუქტით ვამზადებთ კერძებს, მაგრამ არის ინგრედიენტები, რომლებიც უცხოეთიდან შემოდის. ასეთია ხორცის და ყველის სუროგატები. ეს პროდუქცია ყოველთვის პრემიუმ ბრენდების გვაქვს. ყველაზე მაღალი კლასის ვეგანური რესტორნებიც მათ იყენებენ. ამაზე განსაკუთრებულად ვზრუნავთ. სამწუხაროდ არის პროდუქტები, რომელიც ან ძალიან ძვირია ან საერთოდ არ მოიპოვება ადგილობრივ ვბაზარზე. ეს გამოწვევაა, მაგრამ ვცდილობთ ხელმისაწვდომი პროდუქტების გამოყენებით გავამრავალფეროვნოთ მენიუ."
კაფეში დასაქმებული 12 ადამიანიდან ყველა ვეგანია, შესაბამისად, ვეგანურ სამზარეულოში გარკვეულიც, ამიტომ მენიუს გამრავალფეროვნებისა და დეფიციტური პროდუქტის ჩანაცვლების პრობლემის გადაჭრის გზა ყოველთვის იოლად გამოინახება ხოლმე.
სამომავლოდ Plantastic kitchen-ი გაფართოებაზე და იმავე, ან სხვა კონცეფციის რესტორნის გახსნაზე ფიქრობს, მაგრამ იდეოლოგია, ცხადია, უცვლელი დარჩება.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები