5 მწერალი, რომელმაც პოპულარული ნაწარმოების დაწერა ინანა
ფოტო: Universal Pictures
ლიტერატურულ სამყაროში წარმატების მიღწევა ადვილი სულაც არაა. მწერლებს სახელის მოსახვეჭად ზოგჯერ ათწლეულებიც სჭირდებათ ხოლმე. თუმცა, ისტორიას ისეთი ავტორებიც ახსოვს, რომლებმაც, რაც უნდა უცნაური იყოს, თავიანთი ყველაზე პოპულარული წიგნების დაწერა ინანეს. აი, მაგალითად...
1. ლუის კეროლი
ფოტო: Hulton Archive / Getty Images
ელისი საოცრებათა ქვეყანაში და ელისი სარკისმიღმეთში დღემდე რჩება საბავშვო ლიტერატურის კლასიკად. თუმცა, მისი ავტორი, ლუის კეროლი, რომლის ნამდვილი სახელი ჩარლზ ლატვიჯ დოჯსონი გახლდათ, 1891 წელს, მეგობრისთვის მიწერილ წერილში ამბობდა, რომ წიგნების მოტანილი პოპულარობა მეტისმეტად შემაწუხებელი იყო.
"წიგნებს უკვე ჩემს ნამდვილ სახელს უკავშირებენ, უცხო ადამიანები კი ჩემზე ანიშნებენ ხოლმე და მაშტერდებიან, ისე მექცევიან, თითქოს 'ლომი' ვიყო", — წერდა კეროლი, — "ამ ყველაფერს იმდენად ვეღარ ვიტან, რომ ზოგჯერ ლამის ვნატრობ, სულ არაფერი დამეწერა".
2. ენი პრუ
ფოტო: Literary Hub
ენი პრუს შემოქმედებას ქართველი მკითხველი შეიძლება კარგად არ იცნობს, მაგრამ ინგლისურენოვან სამყაროში ის ძალიან ცნობილი მწერალია. მისი მოთხრობის, კუზიანი მთის, მიხედვით, ამავე სახელწოდების სამგზის ოსკაროსანი ფილმია გადაღებული. იმის მიუხედავად, რომ ქვიარ თემატიკის ფილმსაც და მოთხრობასაც მეტწილად დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, პრუ ფანების დაწერილი ვერსიებით ("ფანფიკებით") უკმაყოფილო დარჩა.
"ნეტავ, არასდროს დამეწერა ეს მოთხრობა. ფილმის გამოსვლის შემდეგ ის კამათისა და პრობლემების საფუძვლად იქცა. ფილმამდე ყველაფერი რიგზე იყო", — განაცხადა მწერალმა 2009 წელს, — "ხალხი დასასრულს ვერაფრით ეგუება, ასე რომ, ამბავს ხელახლა წერენ, ამატებენ ყველანაირ შეყვარებულს და ახალ საყვარელს. ეს აღმაშფოთებელია. არ ესმით, რომ ამბავი ჯეკზე და ენისზე არაა. ის ჰომოფობიაზე, სოციალურ მდგომარეობაზე, ადგილზე, კონკრეტულ მენტალობაზე და ზნეობის გაგებაზეა. ეს ყველაფერი არ ესმით".
3. პიტერ ბენჩლი
ფოტო: Peter Benchley Ocean Awards
სამგზის ოსკაროსანი ფილმია გადაღებული პიტერ ბენჩლის საშინელებათა ჟანრის რომანის, ყბების, მიხედვითაც. წიგნსაც და სპილბერგისეულ ეკრანიზაციასაც დიდი კომერციული წარმატება ხვდა წილად, მაგრამ ბენჩლიმ 2006 წელს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, აღიარა, რომ პოპულარობა სანანებელი გაუხდა.
"დღევანდელი ჩემი ცოდნით ამ წიგნს არასდროს დავწერდი", — განაცხადა ავტორმა, — "ზვიგენები ადამიანებს სამიზნეში არ იღებენ და მით უფრო, ჯავრს არ იტოვებენ ხოლმე გულში".
კვლევა მიუთითებს, რომ ყბების ეკრანიზაციის გამოსვლიდან ათწლეულების შემდეგ ზვიგენების პოპულაცია აშშ-ის გარშემო წყლებში მნიშვნელოვნად შემცირდა. ბენჩლის კი ალბათ სწორედ ამან უბიძგა, ზვიგენებისა და ოკეანის დაცვაზე ზრუნვა დაეწყო. ზვიგენებზე მითების გასაფანტავად მან არაერთი წიგნიც დაწერა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს წიგნები ყბებივით პოპულარული ვერ გახდა.
4. ა. ა. მილნი
ფოტო: PA Images / Getty Images
1920-იან წლებში, ბრიტანელმა მწერალმა და დრამატურგმა ალან ალექსანდრ მილნმა თავისი შვილისთვის, ქრისტოფერ რობინ მილნისთვის, დაწერა ვინი პუჰის თავგადასავალი. ნაწარმოების გმირებს რეალური პროტოტიპები ჰყავდათ: თავად ქრისტოფერ რობინი და მისი საყვარელი დათუჩა. მილნს ვინი პუჰმა მისცა საშუალება, მწერალი გამხდარიყო. მას დღესაც კი ამ წიგნით იცნობენ მსოფლიოში, თუმცა, თავად დიდად კმაყოფილი არ იყო ამ ფაქტით. მეტიც, პუჰის შექმნას ნანობდა კიდეც, რადგან ფიქრობდა, რომ პერსონაჟმა უნებურად დაჩრდილა მისი სხვა, უფროსებისთვის განკუთვნილი ნაწარმოებები.
ვინი პუჰთან და თავის სეხნია პერსონაჟთან მუდმივი გაიგივების გამო, მამის შემოქმედებას ქრისტოფერ რობინ მილნიც არ უმადლოდა დიდად.
ვინი პუჰი შემქმნელისა და მისი ვაჟის გარდა, გულზე არ ეხატებოდა წიგნის ილუსტრატორს, ე. ჰ. შეფარდსაც. მას პოლიტიკური კარიკატურისტის კარიერა სურდა, მაგრამ 100 აკრის ტყის ბინადრებზე შექმნილმა ნახატებმა ამ შემთხვევაშიც ყველაფერი გადაფარა.
5. ენტონი ბერჯესი
ფოტო: The Booker Prizes
1985 წელს ენტონი ბერჯესმა ვრცლად დაწერა, თუ რატომ სძულდა თავისი ყველაზე პოპულარული ნაწარმოები, მექანიკური ფორთოხალი. როგორც ჩანს, ამის მიზეზი დიდწილად მკითხველების არასწორი ინტერპრეტაციები იყო, რომლებიც კიდევ უფრო გაამრავლა სტენლი კუბრიკის გადაღებულმა ეკრანიზაციამ.
"წიგნი, რომლითაც ყველაზე მეტად მიცნობენ, ან რომლითაც მიცნობენ მარტო, ის რომანია, რომლის უარყოფისთვისაც მზად ვარ", — განაცხადა ბერჯესმა, — "მეოთხედი საუკუნის წინ შექმნილი მახვილგონივრული ტექსტი ხელის ერთი მოსმით დაიწერა სამ კვირაში და იმ ფილმის გაუშალაშინებელ საფუძვლად იქცა, რომელიც, ერთი შეხედვით, მხოლოდ სექსსა და ძალადობას განადიდებს. ფილმმა კიდევ უფრო შეუწყო ხელი, რომ მკითხველებს წიგნი არასწორად გაეგოთ. ეს არასწორი გაგება კი სიკვდილამდე თან გამყვება. სწორედ ამ უზუსტო ინტერპრეტაციის საფრთხის გამო, საერთოდ არ უნდა დამეწერა ეგ წიგნი".
თუ წიგნების კითხვა და მათი განხილვა არასდროს გბეზრდება, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი გვერდიც და...
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
"თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი
-
სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან
გადახედვა
-
სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა
გადახედვა
-
ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
-
თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ
გადახედვა
-
რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები
-
მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს
კომენტარები