სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
ფოტო: er.ru
რა ხდება: სომხეთის ხელისუფლებამ აკრძალა პროკრემლისტური საავტორო გადაცემების "საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან“ და "კვირა საღამო ვლადიმერ სოლოვიოვთან“ ტრანსლირება.
- ამის შესახებ რესპუბლიკის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრის მოადგილემ ავეტ პოღოსიანმა განაცხადა.
დეტალები: მისი თქმით, დაბლოკვის მიზეზი გახდა "მუდმივი დარღვევა" იმ შეთანხმებისა, რომელიც რუსეთისა და სომხეთის მთავრობებს შორის ტელეკომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ დაიდო.
- კერძოდ, დაირღვა ამ შეთანხმების მე-5 მუხლი, რომელიც გულისხმობს "ხალხების და ეროვნული ღირებულებების შეურაცხმყოფელი შინაარსის პროგრამების გამორიცხვას“, ასევე "საარჩევნო კამპანიასა და შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევის გამორიცხვას“.
მანამდე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსული ტელეარხები ერევიან ქვეყნის საშინაო საქმეებში და ახდენენ შიდაპოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციას.
რა საფრთხეს ხედავენ სომხეთში, რუსული ტელეარხებისგან: გასული წლის ბოლოს, სომხეთის მაღალი ტექნოლოგიების სამინისტრომ რუსული მხარე ამ საკითხზე კონსულტაციებისთვის მიიწვია, რათა გამოსავალი ეპოვათ.
- ამის შემდეგ, სომხეთის ტელევიზიისა და რადიოს კომისიამ ლიცენზია შეუჩერა კომპანია Tospa-ს, რომელიც გადასცემდა რუსული რადიოსადგურის, Sputnik Armenia-ს პროპაგანდისტულ პროგრამებს.
სომხეთის მარეგულირებელმა აუდიოვიზუალური მედიის შესახებ კანონის დარღვევა დაადგინა ორ გადაცემაში: "პარასკევი ტიგრან კეოსაიანთან“ და "აბოვიან Time“.
- პირველში ავტორმა გააკეთა სომხეთისა და მისი ხალხის მიმართ "დამცინავი და პატივისა და ღირსების დამამცირებელი“ განცხადებები.
- მეორე შემთხვევაში კი, კომისია ამბობს, რომ "გადასცემდნენ მოსაზრებებსა და განცხადებებს, რომლებიც პანიკას ავრცელებს, ასევე, არ შეესაბამებოდა რეალობას და ეყრდნობოდა არასანდო და გადაუმოწმებელ წყაროებს“.
ერევანი განიხილავს რუსული ტელეარხების გათიშვას მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ — ეს ომი რეგიონის აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოქცევით დასრულდა, ამ ფონზე კი სომხეთის ურთიერთობები რუსეთთან გაცივდა.
- ტრანსლირების შეჩერებაზე მსჯელობის ერთ-ერთი მიზეზი არის "ანტისომხური“ შინაარსი, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას, განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა ლუსინე ბადალიანმა.
- მისი თქმით, ეს თემა განიხილება სომხეთის ეროვნული ასამბლეის სხდომებზე "ყოველ ჯერზე, როცა ტელევიზიასთან დაკავშირებული საკითხებზე მსჯელობენ“.
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
"ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
გადახედვა
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
-
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
-
ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
კომენტარები