DRI საკონსტიტუციო სასამართლოში აპროტესტებს მუხლს, რომელიც სხვისი ნივთის დაზიანებაზე 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
ფოტო: ვახუშტი მენაბდე / Facebook
მოკლედ: დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI), მიიჩნევს, რომ სხვისი ნივთის დაზიანებაზე ან ჯგუფურად განადგურებაზე 3-დან 6 წლამდე პატიმრობა, შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან, კერძოდ კი — ღირსებისა და თანასწორობის უფლებასთან.
- ამ ნორმას სისხლის სამართლის კოდექსში 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტი არეგულირებს.
- მუხლს DRI საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.
დეტალები: არასამთავრობო ორგანიზაცია იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაძლებელი გახდება, "კონსტიტუციასთან შეუსაბამო სისხლის სამართლის ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა".
- DRI აღნიშნავს, რომ 187-ე მუხლში "ჯგუფური", როგორც დამამძიმებელი გარემოება, გასული წლის მარტის აქციების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით ჩაემატა.
- ამ ცვლილების შედეგად, აქციაზე ნებისმიერი რამის დაზიანება, მათ შორის — ნაკლებად ღირებული ნივთისაც, თუნდაც მხოლოდ 2 პირის მონაწილეობით, დაისჯება პატიმრობით 3-დან 6 წლამდე.
არასამთავრობო ორგანიზაცია ფიქრობს, რომ ეს ახალი ნორმა, შესაძლოა, "შეფარულ მიზანს" ატარებდეს — მითუფრო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ცვლილება რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების შემდეგ მიიღეს.
- DRI აღნიშნავს, რომ ცვლილებების მიზანშეწონილობა კანონპროექტის განმარტებით ბარათში არ არის მოცემული და ამაზე, ახსნა-განმარტებები საჯაროდ არ გაკეთებულა.
- გარდა ამისა, მუხლი ალტერნატიულ სასჯელს არ ითვალისწინებს, "ეს ჩანაწერი შესაძლოა კარგად იყოს გამოყენებული საპროტესტო მუხტის ჩასახშობად".
კონტექსტი: DRI-ის მიხედვით, კონსტიტუციური სარჩელის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც 2024 წლის 23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის N1-ში, ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებისას, მხარდამჭერების, აქტივისტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ სამართალდამცავებმა "არაპროპორციული ძალა გამოიყენეს" და 20 ადამიანი დააკავეს.
- "მათგან ორს, რომლებიც კონსტიტუციური სარჩელის მოსარჩელეები არიან, პროკურატურა შსს აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას ედავება.
- დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინათ", — წერს DRI.
სტრიქონებს შორის: 2024 წლის 23 იანვარს, ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების დროს, გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა დააკავეს, მათ აღსრულების პოლიციის მანქანის დაზიანებაში ედებათ ბრალი. ხასია და ჩიქობავა პატიმრობიდან მხოლოდ 3 თებერვალს გათავისუფლდნენ და გირაოს სახით 3000-3000 ლარის გადახდა დაეკისრათ, თუმცა, მათ კვლავ ემუქრებათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა.
გაიგე მეტი: გამოსახლება კეკელიძის #1-დან — დეტალები ფოტოებში
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები