ხელისუფლება, მოსამართლეების კეთილსინდისიერების თემის დახურვით, ევროინტეგრაციის პროცესს რისკის ქვეშ აყენებს — არასამთავრობოები
ფოტო: Court Watch
მოკლედ: 47 საზოგადოებრივი ორგანიზაცია ეხმიანება პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების შესახებ, სადაც ისინი ამ მექანიზმის შექმნის საკითხს დახურულად აცხადებენ.
- ეს ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სასამართლოს გაჯანსაღების თემა ვერ დაიხურება, რადგან ევროკომისიის ეს მოთხოვნა საქართველოსთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
გაიგე მეტი: "ეს თემა დახურულია ჩვენთვის" – კობახიძე ვეტინგის შესახებ
დეტალები: მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ:
- ევროკომისია მნიშვნელოვნად მიიჩნევს, გადამოწმდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, სასამართლოების თავმჯდომარეების და ამ პოზიციებზე დასანიშნი კანდიდატების კეთილსინდისიერების საკითხი.
- მათი აზრით, სასამართლო სისტემაში წამყვან თანამდებობებზე მყოფი პირების კეთილსინდისიერების და მათ მიერ თანამდებობრივ სარგოსთან შეუთავსებელი ქონების ფლობის შესახებ საფუძვლიანი კითხვები არსებობს.
- ასევე, ახსენებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოსამართლეების სანქცირების შემთხვევასაც.
- არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ პირველ რიგში, ხელისუფლების და თავად მოსამართლეების ინტერესი უნდა იყოს საზოგადოებაში არსებული ყველა კითხვის მოხსნა, რომლებიც მართლმსაჯულების პრობლემებსა და მოსამართლეთა კეთილსინდისიერებას ეხება.
- მათთვის გაურკვეველია, თუ არ არსებობს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების პრობლემა, რატომ ეწინააღმდეგება პოლიტიკური და სასამართლო ხელისუფლება ამ პროცესს.
"წამყვან პოზიციებზე დანიშნული მოსამართლეების და კანდიდატების კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნის მიზანი მიუკერძოებელი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა და ევროკავშირში გაწევრებაა. შესაბამისად, ხელისუფლება ამ საკითხის დახურვით, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ევროინტეგრაციის პროცესს რისკის ქვეშ აყენებს", — წერია განცხადებაში.
- ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ხელისუფლებას, აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და დაიწყოს ევროკომისიის მიერ დამტკიცებული 9 ნაბიჯით გათვალისწინებული პირობების რეალური შესრულება.
ვრცლად: რა წერია ევროკომისიის 9 დათქმაში მართლმსაჯულების შესახებ
განცხადებას ხელს აწერენ:
- სასამართლოს გუშაგი (Court Watch)
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
- დემოკრატიის მცველები
- სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
- საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)
- სამოქალაქო იდეა
- ეკო ცენტრი
- სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)
- პრევენცია პროგრესისთვის (PFP)
- ხანდაზმულ ქალთა ასოციაცია „ღირსეული სიბერე“
- შშმ ქალთა ალიანსი
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- მედიაომბუდსმენი
- ქალი და განვითარება
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
- ილიას სამართლის სახლი (ილიასი)
- საორსა
- ფენიქსი 2009
- ადამიანის უფლებათა ცენტრი
- ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
- კანონის უზენაესობის ცენტრი
- შავი ზღვის ეკო-აკადემია (BSEA)
- მშობელთა კავშირი „ჩვენი შვილები”
- რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი (RRG)
- არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი „მზიანი სახლი“
- საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა
- მრავალეროვანი საქართველო
- საფარი
- დემოკრატიის ინდექსი - საქართველო
- შშმ პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია „ჰანგი“
- ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაცია
- პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“
- კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN)
- დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
- საუნჯე
- სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი
- კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise
- ლანჩხუთის ახალგაზრდული მოძრაობა
- სოფელ კახათის სათემო განათლების და გაძლიერების ცენტრი
- ღია სივრცე კავკასია (COS)
- ნეოგენი
- სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრი
- ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG Mestia)
- უფლებები საქართველო
- მწვანე ალტერნატივა
ასევე, ნახეთ: დაასრულებს თუ არა კეთილსინდისიერების შემოწმება სასამართლო კლანს
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები