ქისა თიბისისთან პარტნიორობით ნატურალური ტყავით ჩანთების და აქსესუარების წარმოებას ავითარებს
ფოტო: თიბისი
ქართული ტრადიციული ქისის ინსპირაციით შექმნილი პირველი ტყავის ჩანთა ბაზარზე 6 წლის წინ გამოჩნდა. ქისა ტყავის ხელჩანთების და აქსესუარების ბრენდია, რომელიც წარმატებით იყიდება უცხოურ ბაზარზე.
"ჩვენ თავიდანვე ორიენტირებული ვიყავით ექსპორტზე და ამის შედეგია ის, რომ თითქმის მთლიანად უცხოეთის ბაზარზე გავდივართ. ჩვენს მიერ წარმოებული ტყავის ჩანთების და აქსესუარების უმეტესი ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იყიდება. წარმოდგენილი ვართ ისეთ ონლაინ გაყიდვების პლატფორმაზე, როგორიცაა etsy.com და პროდუქციის გარკვეული ხაზი იყიდება amazon.com-ზე", — ეკატერინე რამიშვილი, ქისას დამფუძნებელი.
ექსპორტზე წარმატების პარალელურად, კომპანიამ თბილისში საწარმო და შოუ-რუმი გახსნა, სადაც შესაძლებელია, როგორც წარმოების პროცესის დათვალიერება ისე მზა პროდუქციის ყიდვაც.
ქისა 40 სხვადასხვა ტიპის და დიზაინის პროდუქციას ამზადებს, მათ შორის, საფულეებს, ხელჩანთებს, ზურგჩანთებს, წელის ჩანთებს, სათვალის ბუდეებს, ტყავის სამაჯურებს და სხვა. როგორც ქისას დამფუძნებელი ამბობს, წელიწადში სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებით 1200-დან 1500-მდე ერთეულ პროდუქციას ყიდიან.
მომხმარებლის გამოცდილება კი ასეთია, ის ნახულობს და არჩევს სასურველი ჩანთის დიზაინს ბრენდის ვებგვერდზე www.qisabags.com, შემდეგ აფორმებს შეკვეთას და ქისას გუნდის წევრები გულდასმით იწყებენ შეკვეთილ ნივთზე მუშაობას. ყველაფერი აქ, საქართველოში, უმაღლესი ხარისხის ტყავისგან ხელით იკერება, შეკვეთის დამზადებას დაახლოებით 2 დღე სჭირდება. შემდეგ ეტაპზე კი პროცესში ის ადამიანები ერთვებიან, რომლებიც უზრუნველყოფენ ნივთების საზღვარგარეთ გაგზავნას. ასე ხვდება უმაღლესი ხარისხის ქართული წარმოების პროდუქცია აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში.
შეკვეთების მიღების და გაყიდვების პროცესი მთლიანად გავაციფრულეთ, რამაც საშუალება მოგვცა, რომ პროცესები სწრაფად და ეფექტურად გვემართა. პროდუქციის 95 %-ს უცხოეთში ვყიდით. რა თქმა უნდა, გვინდა და ვმუშაობთ ამაზე, რომ უფრო მეტი პროდუქცია გვქონდეს თბილისში, ჩვენს შოუ-რუმში", — ეკატერინე რამიშვილი.
ქისას საწარმოში ტყავზე მუშაობის სასწავლო კურსებიც დანერგეს, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ამ საქმეს დაეუფლოს და ტყავის წარმოება წამოიწყოს. კურსზე მისულებს ყველა სამუშაო იარაღი და მასალა ადგილზე დახვდებათ.
სულ ახლახან ქისამ USAID-ის საგრანტო პროექტში გაიმარჯვა, რაც კომპანიას საექსპორტო პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდაში და სამუშაო ადგილების შექმნაში დაეხმარება.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები