კალაძის განცხადება თბილისში მომხდარი აფეთქებისას დაზარალებულ ოჯახებთან დაკავშირებით
ფოტო: კადრი ვიდეოდან / TV პირველი
მოკლედ: თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ სამტრედიის ქუჩაზე კორპუსის აფეთქების გამომწვევი სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა, "თუმცა, ჯერ საგამოძიებო მოქმედებები დასრულებული არაა", — თქვა მან.
- კალაძემ მედიასთან განაცხადა, რომ ყველა ოჯახს, რომელსაც აფეთქების შედეგად საცხოვრებელი ფართები დაუზიანდა, თბილისის მერია დაეხმარება.
- "აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებლები დროებით სასტუმროებში არიან გადაყვანილები, ზოგმა კი თავისი სურვილით ახლობლების სახლში დარჩენა ისურვა", — უთხრა ჟურნალისტებს.
- მისი თქმით, მერიიდან ყველა იმ ოჯახს დაეხმარებიან, ვისაც აფეთქების შედეგად საცხოვრებელი ფართები დაუზიანდა.
"გადავრჩით, რომ მსხვერპლი არ არის", — განაცხადა კახა კალაძემ და თქვა, რომ მომხდარი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
კახა კალაძე: "ჩვენ, რა თქმა უნდა, დღესვე ჩავატარებთ ექსპერტულ კვლევებს, რომ დავადგინოთ როგორია კორპუსის მდგომარეობა. როგორც კი შესაბამისი დასკვნა გვექნება, მაშინვე დავიწყებთ სამუშაოებს, რომ აღნიშნული კორპუსი გამაგრდეს და მოწესრიგდეს."
რა მოხდა: პირველადი ვერსიით, აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია თბილისში, დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩა #2-ში.
- აფეთქება 14 მარტს, გამთენიისას, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მოხდა, კომერციულ ფართში. იქ სუპერმარკეტის გახსნა იგეგმებოდა.
- საცხოვრებელ კორპუსში, მერიის თანახმად, 93 ოჯახი ცხოვრობს.
-
აფეთქებამ ნგრევა გამოიწვია და ავტომობილებიც დაზიანებულია.
-
შემთხვევის შედეგად, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არავის მიუღია.
რას იკვლევს გამოძიება: On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან განუცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია 240 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას.
დეტალები: გამოძიება უსაფრთხოების წესების დარღვევაზე მიმდინარეობს, თუმცა "უშუალოდ კომერციულ ფართს გაზი არ მიეწოდებოდა", — უთხრა ტელეკომანია იმედს ირაკლი დეკანოიძემ, ის არის სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსი.
- "აფეთქება გამოიწვია ბუნებრივი გაზის დაგროვებამ — ჩვენ, ამ ვერსიას, არც ვადასტურებთ და არც უარვყოფთ, იქიდან გამომდინარე, რომ ჯგუფებს, კორპუსის დაზიანების გამო, არ მიეცა საშუალება შესულიყვნენ და დაეთვალიერებინათ.
- თუმცა, ეს ვერსია მომდინარეობს იქიდან, რომ პირველ სართულზე მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები და შესაძლებელია, იქ ყოფილიყო რაიმე ინციდენტი გაზის დანადგარებთან, ან გაზის ქსელთან დაკავშირებული", — თქვა მან სატელევიზიო კომენტარში.
ბოლო ხაზი: მედიასთან კომენტარი გააკეთა თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა და აფეთქების გამომწვევ მიზეზად დაასახელა ბუნებრივი აირის გაჟონვა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები