სომხეთი მოითხოვს, ერევნის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეები გავიდნენ — რას ამბობენ მოსკოვში
ფოტო: Wikimedia Commons
სომხეთის განცხადებით, შეატყობინა რუსეთს, რომ რუსმა მესაზღვრეებმა უნდა დატოვონ ერევნის ზვარტნოცის აეროპორტი, სადაც ისინი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არიან განლაგებული.
ოთხშაბათს, 6 მარტს, უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ მათ ამის შესახებ ოფიციალური წერილით აცნობეს რუსეთს. თავის მხრივ, რუსეთი ამტკიცებს, რომ რომ მათთვის ცვლილებების შესახებ სომხეთიდან არაფერი უცნობებიათ.
"სომხეთს აქვს მკაფიო პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და რუსეთის ფედერაციას, ამ მკაფიო პოზიციის შესახებ, ოფიციალური წერილით ეცნობა“, — განაცხადა გრიგორიანმა.
ხუთშაბათს, 5 მარტს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ რუსული მხარე ინფორმირებული იყო.
მისი თქმით, დამოუკიდებლობის მოპოვებისას, აეროპორტში რუსი მესაზღვრეები განლაგდნენ იმიტომ, რომ სომხეთს, იმ დროისთვის, საზღვრის გაკონტროლება მარტოს არ შეეძლო.
"ახლა ჩვენ გვჯერა, რომ სომხეთს ინსტიტუციურად შეუძლია ზვარტნოცის აეროპორტში სასაზღვრო დაცვის მოვალეობები დამოუკიდებლად განახორციელოს", — თქვა მან.
მირზოიანმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს არ ჰქონდა ინფორმაცია, ზვარტნოციდან რუსი მესაზღვრეების გაყვანაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
ზვარტნოცის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების შესაძლო გაყვანის შესახებ ინფორმაცია პირველად თებერვლის ბოლოს გავრცელდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა მაშინ განაცხადა, რომ რუსმა მესაზღვრეებმა აეროპორტი უნდა დატოვონ.
"არაერთხელ დადასტურდა, რომ ისინი არ იცავდნენ [სომხეთის] საზღვრებს. რა გააკეთეს მთიან ყარაბაღში რომ მოვიდნენ? სომეხი ხალხი გამოიყვანეს იქიდან? ამას იცავდნენ? ერთ მშვენიერ დღეს, მე და თქვენ ხომ არ გაგაცილებენ ზვარტნოციდან?",— თქვა სიმონიანმა.
"თუ ვინმეს ბევრთან ცუდი ურთიერთობა აქვს, ეს ბევრის პრობლემა არ არის"
გადაწყვეტილება აეროპორტთან დაკავშირებით მიიღეს რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების ფონზე.
გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოუწოდა სომხეთს "თვითონ მიიღონ გადაწყვეტილებები“ სამომავლო ურთიერთობებზე, მათ შორის, იმ მრავალეროვნულ ორგანიზაციებში წევრობის შესახებ, რომელთა შემადგენლობაშიც არიან რუსეთთან ერთად.
თებერვალში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანამ "გაყინა" მონაწილეობა უსაფრთხოების ბლოკში, CSTO-ში, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს.
სომხეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა არმენ გრიგორიანმა ლავროვს უპასუხა და განაცხადა, რომ "უმჯობესია, რუსეთმა განმარტოს თავისი პოზიცია, როგორც CSTO-ს წევრმა“.
გრიგორიანის თქმით, სომხეთი ეკონომიკის, პოლიტიკისა და უსაფრთხოების დივერსიფიკაციის პოლიტიკას მისდევს.
მან, ასევე თქვა, რომ მაშინ, როცა სომხეთს ადანაშაულებენ რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭებაში, სწორედ რუსეთი იყო პასუხისმგებელი სომხეთთან და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების გაუარესებაზე.
"თუ ერთს [ქვეყანას] აქვს ცუდი ურთიერთობა ბევრთან, ეს არ არის ბევრის [ქვეყნის] პრობლემა, ეს, სავარაუდოდ, იმ ერთი ქვეყნის პრობლემაა", — თქვა გრიგორიანმა.
ოთხშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ თქვა, რომ სომხეთს იგივე ბედი ემუქრება, როგორც უკრაინას.
"უკრაინა შეიტყუეს დასავლურ ქსელებში; დაჰპირდნენ შესანიშნავ პერსპექტივას, დახატეს ყველაფერი ლამაზ ფერებში, შემდეგ კი გადააგდეს”, — თქვა მან და დასძინა, რომ არ ისურვებდა იმავეს სომხეთისთვის.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები