კვლევა: პროპაგანდა ჩინეთს დასავლეთის საპირწონედ წარმოადგენს
ფოტო: Zinc Network
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთმა სავიზო რეჟიმი გააუქმა. ეს ნაბიჯი საქართველო — ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელების ნაწილია, რომელსაც საფუძველი გასულ წელს, მაშინდელი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით ჩაეყარა.
კვლევა, რომელიც დამოუკიდებელი მკვლევრების ჯგუფმა 7 სექტემბრიდან 17 ნოემბრის პერიოდამდე ჩაატარეს, აჩვენებს, რომ ჩინეთის მიმართ პოზიტიური გავლენის მოპოვება ძირითადად, ანტიდასავლური გზავნილების გავრცელების ხარჯზე ხდება.
კვლევის თანახმად, ჩინეთთან დაკავშირებული პოზიტიური სენტიმენტებისა და გზავნილების გამზიარებელ აქტორებს შორის არიან ქართული ოცნების მხარდამჭერი ადამიანები, ყალბი ანგარიშები, ე.წ პრო-რუსული ჯგუფები. ტაქტიკურ დონეზე ანტიდასავლური და პრო-ჩინური გზავნილების გაზიარება ერთობლივად ხდება, რითაც ხაზი ესმება ჩინეთის, როგორც სანდო პარტნიორის უპირატესობას.
კვლევის ფარგლებში, სოციალურ მედიაში გამოკვლეული 61 პროჩინური წყაროდან 18 პერსონალური ანგარიში, 4 Facebook ჯგუფი და 39 გვერდი აღმოჩნდა. აქედანვე დადგინდა, რომ პრო-ჩინურ ნარატივებს, ყველაზე ხშირად Facebook გვერდები: პატრიოტები და Georgia First NEWS ანტიდასავლურ გზავნილებთან ერთად ავრცელებენ. ასევე გამოჩნდა, რომ The Georgian Times, SP News სააგენტო სივრცეები, ხალხის ძალა, ალტ-ნიუსი და ევროპელი სოციალისტები ჩინეთს საქართველოსთვის — სასურველ პარტნიორად და ერთადერთ გამოსავლად წარმოაჩენდნენ. ისეთი გვერდები კი როგორიცაა: Politicano პოლიტიკანო და Publicist.ge — ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის მხარდასაჭერ პოსტებს აქვეყნებდნენ გზავნილით, რომ ის მსოფლიო ლიდერია.
გარდა Facebook გვერდებისა, მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა ინდივიდების შექმნილი პროჩინური განწყობის პოსტებიც, ასე მაგალითად: ალტ-ინფოსთან აფილირებული, ულტრამემარჯვენე ბექა ვარდოსანიძე და ხელისუფლებასთან დაახლოებული ანტიდასავლური ძალის, საქართველო უპირველეს ყოვლისა, წარმომადგენელი ვატო შაქარაშვილი.
მათი გზავნილები ვრცელდებოდა ისეთ Facebook ჯგუფებშიც, როგორიცაა გლობალური პოლიტიკა, PUBLICIST.GE — გლობალური პოლიტიკა, ცნობის ფურცელი, კონსტანტინე ჩიკვილაძე — საინფორმაციო ჯგუფი. პრო-ჩინურ გზავნილებს ავრცელებენ პოლიტიკური პარტიის — ხალხის ძალის წარმომადგენელი: თამარ ჩიბურდანიძე და ზურაბ ქადაგიძე. ე.წ დამოუკიდებელი ექსპერტები და მკვლევრები: გოგა ხაინდრავა, ლუკა ეხვაია და მალხაზ გულიაშვილი.
აღნიშნული ჯგუფები და ინდივიდები, ოთხ ძირითად გზავნილს ავრცელებდნენ:
- ჩინეთი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში დაგვეხმარება — ამ გზავნილის მიხედვით, მაშინ როცა ევროპა მხოლოდ სიტყვიერად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩინეთის რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება შეუძლია.
- ამერიკის ომი VS ჩინეთის მშვიდობა — პროპაგანდისტების თქმით, აშშ მრავალი ომის ინიციატორი იყო, ხოლო ჩინეთს მსგავსი დანაშაულები არ ჩაუდენია. Პროპაგანდისტული გზავნილის მიხედვით, ჩინეთთან ურთიერთობა საქართველოზე აშშ-ს სერიოზულ ზეწოლას დააბალანსებს.
- პროჩინურ-პრორუსული — ამ ნარატივის თანახმად, ჩინეთი იქნება ერთ-ერთი გამაწონასწორებელი ძალის ცენტრი რუსეთთან ერთად ანგლოსაქსურ ევროპასთან. ხოლო, ჩინეთი და რუსეთი ერთად დაამარცხებენ დოლარს/დოლარის ჰეგემონიას მსოფლიოში.
- პოლიტიკური ნოუჰაუ და კრიტიკული აზრის დისკრედიტაცია: საქართველო — ჩინეთის ურთიერთობას როგორც ნოუ ჰაუს ისე წარმოაჩენენ პრო-სახელისუფლებო ექსპერტები. დისკრედიტაციის მსხვერპლია ყველა ვინც ეჭვ-ქვეშ აყენებს საქართველო ჩინეთის ურთიერთობას.
კვლევამ გამოკვეთა, რომ ხელისუფლება აქტიურად იყენებს პროპაგანდას საზოგადოების აზრის ფორმირებისთვის. ასე მაგალითად, თუ სამი წლის წინ, პანდემიისას, ჩინეთისა და ჩინელებისადმი ქსენოფობიური განწყობა ჭარბობდა, არსებული აქტიური პროპაგანდით ხელისუფლება ამ დამოკიდებულებას ცვლის. მოქალაქეების გონებაში ჩინეთი უკვე ფორმირდება, როგორც უძველესი ცივილიზაციის მქონე, შრომისმოყვარე და საქართველოს მეგობარი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ჩაანაცვლოს ევროპა და ევროკავშირი, როგორც საქართველოს სტრატეგიული მოკავშირედ.
სრულად მასალა იხილეთ აქ.
მასალა მომზადებულია ფორსეტის დეზინფორმაციასთან ინოვაციური ბრძოლის ბუთქემფის ფარგლებში. მასალაში გამოქვეყნებული მოსაზრებები, შეიძლება არ გამოხატავდეს ორგანიზაციის პოზიციას.
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
კომენტარები