აუდიტორია 115: საქართველოში ფაშიზმის ჩანასახთან ბრძოლა კონტრაქციებით არაეფექტურია
ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge
სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია 115-ის წევრები "ქართველთა მარშის" ორგანიზატორების მხრიდან, თათია დოლიძის მიმართ, შესაძლო მუქარაზე აცხადებენ, რომ ფაშიზმის ჩანასახთან ბრძოლა საქართველოს კონტექსტში კონტრაქციებით არაეფექტურია.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ადამიანებს განვითარებულებად და განუვითარებლებად დაყოფა არ ემსახურება საზოგადოებრივ კეთილდღეობას, არამედ, მუდმივი კონფრონტაციის რეჟიმში ყოფნას.
სტუდენტების აზრით, საჭიროა ყოველდღიური რუტინული მუშაობა, რაც ადამიანებთან მუდმივ კომუნიკაციაში ყოფნასა და მათთან ერთად საერთო პრობლემების იდენტიფიცირებას გულისხმობს.
"ეს ერთადერთი გზაა, რომ პოპულისტებმა, მოძალადეებმა თუ სხვა ქვეყნის უშიშროებასთან დაახლოვებულმა ძალებმა, ვეღარ შეძლონ ადამიანების მობილიზება და მათით მანიპულირება".
აუდიტორია 115-ის განცხადების ნაწილს On.ge უცვლელად გთავაზობთ:
"რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ, თუ როგორ მოახერხეს ექსტრემისტულმა ჯგუფებმა ადამიანების გაჭირვებით, უიმედობით თუ უპერსპექტივობით მანიპულირება. მათ საკუთარი პოპულისტური პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს ჩვენი ყოველდღიური ყოფით გამოწვეული ბრაზი თუ უსამართლობასთან ბრძოლის სურვილი.
საზოგადოებამ მალევე დაინახა, რომ აქციის ორგანიზატორებს ეროვნული ღირებულებების დაცვასთან საერთო არაფერი აქვთ. ქალი, რომელმაც კრიტიკული მოსაზრება გამოთქვა მათ მიმართ, მაშინვე გახდა გაუგონარი ვერბალური აგრესიისა და მუქარის მსხვერპლი. სამწუხაროდ, ჩვენი რეალობისთვის, მსგავსი ფაქტი უცხო არ არის. ქალები მუდმივად ხდებიან სხვადასხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლნი, როგორც საჯარო, ისე პირად სივრცეში.
აღსანიშნავია, რომ აქციის ორგანიზატორებს, ამ ფაქტის შემდეგ გაემიჯნა იმ ადამიანების უმრავლესობა, ვინც მონაწილეობდა "ქართულ მარშში". თუმცა საფრთხე, რომ სხვა მსგავსმა ჯგუფმა კვლავ მოახერხოს იგივე იდეების ირგვლივ ხალხის გაერთიანება, რეალურია.
წინა და ახლანდელი ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის წყალობით, ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობა ეკონომიკური თუ კულტურული პროგრესის მიღმაა დარჩენილი. სახელმწიფო ამ ადამიანებს ევლინება როგორც რეპრესიული აპარატი და მათ ვერ სთავაზობს მინიმალურ კეთილდღეობასაც კი.
სახელმწიფოს უყურადღებობის და უპასუხისმგებლობის პარალელურად, პრაქტიკულად არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას თუ სამოქალაქო ჯგუფს დღემდე არ უცდია ამ ადამიანებთან საუბარი. ჩვენ მუდმივად გვესმის, რომ პროგრესის მიღმა დარჩენილი ადამიანები არიან ბნელები, ჩამორჩენილები, ჩასარეცხები და ა.შ.
ფაქტია, რომ აღნიშნული დამოკიდებულება, რომელიც ყოფს ადამიანებს განვითარებულებად და განუვითარებლებად, არ ემსახურება საზოგადოებრივ კეთილდღეობას და გვამყოფებს მუდმივი კონფრონტაციის რეჟიმში.
კონფრონტაციული რეჟიმის შექმნაში, უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართულ მედიას, რომელიც მუდმივად წარმოგვიდგენს ხოლმე სხვადასხვა თემაზე ორ უკიდურეს აზრს, ამ აზრების დამცველებად კი გვევლინებიან ადამიანები, რომელთაც არც შესაბამისი ცოდნა და კომპეტენცია აქვთ ხშირ შემთხვევაში და არც რომელიმე სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები არიან".
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები