ყოფილი პარლამენტარის გზა "ნაციონალური მოძრაობიდან" "ქართული ოცნების" შემწირველობამდე და 306 მილიონი სახელმწიფო შესყიდვებიდან
მოკლედ: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) ინფორმაციით, პარლამენტის ყოფილი წევრის სერგო ხაბულიანის კომპანია შპს ცეკურმა, 2011 წლიდან დღემდე, სახელმწიფო შესყიდვებით 306,909,196 ლარი მიიღო. 2018 - 2020 წლებში კი ხაბულიანმა და მისმა ოჯახმა ქართულ ოცნებას ჯამში 398 000 ლარი შესწირა.
სტრიქონებს შორის: სერგო ხაბულიანი საქართველოს პარლამენტის წევრი 2012 წელს გახდა. იგი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, თუმცა ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა ენმ და პარლამენტში საქმიანობა დამოუკიდებელ დეპუტატად განაგრძო.
სერგო ხაბულიანის და მისი ოჯახის შემოწირულებები ქართულ ოცნებას: 2018 წელს სერგო ხაბულიანმა 60,000 ლარი შესწირა პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, 2020-2021 წლებში კი — 110,000 ლარი პარტია ქართულ ოცნებას.
- ბექა ხაბულიანმა, სერგო ხაბულიანის შვილმა, 2018 წელს 60 000 ლარი შესწირა პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, 2020-2021 წლებში კი — 120 000 ლარი ქართულ ოცნებას.
- ირაკლი ხაბულიანმა, სერგო ხაბულიანის შვილმა, 2018 წელს 3 000 ლარი შესწირა პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს.
- სერგო ხაბულიანის ცოლმა ლელა მეშველიანმა 5 000 ლარი შესწირა პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს.
- შპს ცეკურმა 2017 წელს 40 000 ლარი შესწირა ქართულ ოცნებას.
ცეკურის ჩართულობა სახელმწიფო შესყიდვებში: TI-ის მიხედვით, ცეკური სახელმწიფო შესყიდვებში 2011 წლიდან მონაწილეობს და ჯამში 306,909,196 ლარის ხელშეკრულებები მიიღო, საიდანაც
- 290,476,745.8 ლარის ხელშეკრულებები ტენდერებია, ხოლო 16,432,450 ლარის ხელშეკრულებები კი — 23 გამარტივებული შესყიდვა.
- ცეკურის მიერ მოგებული 68 ტენდერიდან, 33-ში კონკურენტი არ ჰყოლია, ხოლო 16 ტენდერი სხვა მონაწილეთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო.
TI-ის მიხედვით, ცეკურისგან მომსახურებას, ძირითადად, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყიდულობს — კომპანიამ დეპარტამენტის 27 ტენდერი მოიგო, ასევე მიიღო 7 გამარტივებული შესყიდვა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს შეფასებით, შპს ცეკურის ჩართულობა სახელმწიფო შესყიდვებში პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით ეჭვებს აჩენს.
- TI სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, შეისწავლოს თითოეული შესყიდვა და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის ნიშნებს.
მსგავსი: რა ვიცით იმ პირებსა და კომპანიებზე, რომლებმაც ოცნება, მხოლოდ 3 თვეში, 9.5 მლნ ლარით დააფინანსეს
ფართო სურათში: 2023 წლის 30 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად, რიგით მესამედ დაბრუნდა, რა დროსაც სამთავრობო გუნდში არსებული კორუფციის მაღალი რისკების შესახებ ღიად განაცხადა. "ოპოზიციური კონტროლის არარსებობის პირობებში, კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება", — თქვა ივანიშვილმა.
გაიგე მეტი: რა თქვა ივანიშვილმა — მიმართვის ტექსტი
- აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს. მისი თქმით, საქართველოში "კორუფციასთან ბრძოლის ძალიან კარგი შედეგი გვაქვს", რასაც "ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევა ადასტურებს".
კორუფციის მაღალი რისკების შესახებ სისტემატურად საუბრობს ორგანიზაცია საერთაშორისო-გამჭვირვალობა — საქართველო, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოს რეგიონებშიც სულ უფრო იმატებს კორუფციის სავარაუდო შემთხვევები და თანამდებობის პირებთან და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები მსხვილ კონტრაქტებს იღებენ სახელმწიფო შესყიდვებიდან.
- TI-ის მიერ 2024 წლის 9 თებერვლის ანგარიშში გვხვდება რამდენიმე კონკრეტული მაგალითი, როდესაც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა პირებმა, ან მათმა კომპანიებმა, ასობით ათასი ლარი მიიღო ბიუჯეტიდან შესყიდვების სახით.
გაიგე მეტი: კორუფცია ივანიშვილის ჩრდილქვეშ? — მინიშნებები ახალი ანგარიშიდან
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა


კომენტარები