საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს 2 რუს აქტივისტს, რომლებიც პუტინის ოპონენტის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდნენ
ფოტო: კირილ ვორონცოვი / paperpaper.io
საქართველოში მცხოვრებ ორ რუს პოლიტიკურ აქტივისტს ქვეყანაში ხელახალი შემოსვლა აეკრძალა, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ოპონენტის, ბორის ნადეჟდინის კამპანიაში მიიღეს მონაწილეობა.
ორშაბათს, 26 თებერვალს, თბილისში დაფუძნებული რუსული სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციის, Frame-ის ხელმძღვანელმა მაქსიმ ივანცოვმა განაცხადა, რომ მას საქართველოში შესვლა აუკრძალეს. ივანცოვმა დამოუკიდებელ რუსულ ტელეარხ დოჟდს უთხრა, რომ საქართველოში ორშაბათს ვილნიუსიდან ჩაფრინდა.
მისი თქმით, საქართველოს სასაზღვრო პოლიცია მას "არასათანადოდ მოექცა" და რუსეთში დეპორტით დაემუქრა.
"მე ოთხ სხვადასხვა პოლიციელს რამდენჯერმე ვესაუბრე იმის შესახებ, რომ მსურდა თავშესაფარი. ერთმა პასტა და ფურცელიც ითხოვა, პეტიციის დასაწერად. იცინოდნენ და 20-ჯერ დამემუქრნენ მოსკოვში დეპორტაციით,"— წერს ის ფეისბუქზე, — "ამბობდნენ, რომ მე რუსეთის და საქართველოს მტერი ვარ".
ივანცოვმა, რომელიც სამი წელი ცხოვრობდა თბილისში, მისი საქართველოდან დეპორტაციას უკავშირებს მისი ორგანიზაციის კამპანიას, რომელიც აგროვებდა ხელმოწერებს ომის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსის, ბორის ნადეჟდინის რუსეთის მომავალ არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციისთვის.
ივანცოვი ამტკიცებს, რომ ქართველმა მესაზღვრეებმა უარი უთხრეს ადვოკატთან საუბარზე, ასევე, არ განუმარტეს, რატომ ეუბნებოდნენ უარს საქართველოში შემოსვლაზე.
"მათ მომცეს ფურცელი, სადაც ეწერა, რომ არ შემიშვებდნენ. ვფიქრობდი, რომ დაწერილი იქნებოდა ასეთი შემთხვევების ტრადიციული მიზეზი — "სხვა მიზეზები", თუმცა ეს იქ არ ეწერა", — თქვა მან.
ივანცოვი იმავე დღეს უნგრეთში გაფრინდა. მან თქვა, რომ აპირებს საჩივრის შეტანას აეროპორტში მის მიმართ მოპყრობასა და საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის შესახებ.
OC Media-მ მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ივანცოვის დეპორტაციის შესახებ კომენტარისთვის.
კვირას, ეგორ კუროპტევმა, ფონდ "თავისუფალი რუსეთის“ დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, განაცხადა, რომ ორ აქტივისტს, რომელთაგან ერთი, მოგვიანებით, ივანცოვი აღმოჩნდა, გასულ კვირას ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.
კუროპტევმა თქვა, რომ ორივე აქტივისტი აწარმოებდა კამპანიას რუსეთში საპრეზიდენტო კანდიდატისთვის ხელმოწერების შეგროვების მიზნით - სავარაუდოდ, ის ნადეჟდინს გულისხმობდა.
ნადეჟდინი, სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი წევრი, უკრაინასთან რუსეთის ომის ღია კრიტიკოსია. მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს მიზეზით, რომ ვერ შეაგროვა საკმარისი ხელმოწერები მისი კანდიდატურის მხარდასაჭერად.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლიდან, პოლიტიკურ რეპრესიებს, ეკონომიკურ პრობლემებსა და ომში გაწვევის შანსს ათასობით რუსი გაექცა.
მას შემდეგ, საქართველომ რამდენიმე რუს აქტივისტს, ჟურნალისტს და პოლიტიკოსს აუკრძალა ქვეყანაში შესვლა.
კუროპტევმა თქვა, რომ გასულ კვირას საქართველოს მიერ ორი აქტივისტის დეპორტაციამ "შეიძლება შეუქმნას უსაფრთხოების პირდაპირი რისკები იმ რუსებს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ რუსეთის ტერიტორია, პოლიტიკური დევნის გამო“.
"საქართველოს ხელისუფლების ასეთი ქმედებები, შეიძლება ჩაითვალოს არა მხოლოდ იმ ადამიანების უფლებების დარღვევად, რომლებსაც პოლიტიკური მიზეზების გამო ჩამოერთვათ შესაძლებლობა, დაბრუნებულიყვნენ ქვეყანაში, რომელიც რამდენიმე წელია, მათი ერთადერთი სახლი იყო, არამედ პოლიტიკურ ზეწოლადაც ნებისმიერ ჯგუფზე, რომლებიც არ იზიარებენ კრემლის აგრესიულ პოლიტიკას და რაიმე ქმედებებს ახორციელებენ ამ კუთხით“, — განაცხადა მან.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა

კომენტარები