კვალიფიციური ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო რეფორმაზე სამსჯელოდ მზად არიან
კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭო მზადყოფნას გამოთქვამს, ხელისუფლებასთან გამართოს მოლაპარაკება საკონსტიტუციო რეფორმაზე. განცხადება პოლიტიკურმა პარტიებმა 18 ივლისს გაავრცელეს:
"ჩვენ, საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლები, თავს ვალდებულად ვთვლით, კიდევ ერთხელ, ჩვენი მკაფიო დამოკიდებულება გამოვხატოთ საქართველოში მიმდინარე კონსტიტუციური რეფორმის პროცესისა და შინაარსის მიმართ.
მსოფლიოს დემოკრატიული სახელმწიფოებისათვის, კონსტიტუციური რეფორმის განხორციელების დროს, აღიარებულ აუცილებლობას წარმოადგენს მაღალი ხარისხის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობის უზრუნველყოფა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში, ანალოგიური პროცესი დიამეტრალურად განსხვავებულად წარიმართა, რაც ნულოვანი პოლიტიკური კონსესუსით დასრულდა - საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციის პროექტი ორი მოსმენით, შემჭიდროებულ ვადებში მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენელ დეპუტატთა მხარდაჭერით მიიღო.
პოლიტიკური პროცესი ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის აქტიურობითა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით კვლავაც გრძელდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბოლო დროს გაკეთდა ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენელთა განცხადებები, რომლებშიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსულტაციების საჭიროებაზეა საუბარი.
ჩვენ კვლავაც ვაცხადებთ , რომ დიალოგი და შეთანხმება შექმნილი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის ერთადერთ სწორ გზას წარმოადგენს. ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლები ვადასტურებთ ჩვენს მზაობას, რომ ხელისუფლებასთან ერთად განვიხილოთ კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებული ყველა საკითხი.
უპირველეს ყოვლისა უმნიშვნელოვანეს და მთავარ პრობლემად მიგვაჩნია საარჩევნო თემებთან დაკავშირებული საკითხები.
გამოვთქვამთ იმედს, რომ დიალოგის, კონსულტაციებისა და კომპრომისების საფუძველზე, სათანადო სამართლებრივი გზების მეშვეობით, მიღწეული იქნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური კონსესუსი, რაც ასე სჭირდება საქართველოში მიმდინარე კონსტიტუციურ რეფორმას და სახელმწიფოს რეპუტაციას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ასპარეზზე".
განცხადებას ხელს აწერენ:
- ახალი მემარჯვენეები;
- ახალი ქრისტიან-დემოკრატები;
- გაერთიანებული დემოკრატიული-მოძრაობა;
- დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო;
- ევროპელი დემოკრატები;
- ეროვნული ფორუმი;
- თავისუფალი საქართველო;
- თავისუფლება;
- ლეიბორისტული პარტია;
- პატრიოტთა ალიანსი;
- ტრადიციონალისტთა კავშირი;
- ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები