აზერბაიჯანმა სომხეთს ყარაბაღში მოკლული 173 სამხედროს ცხედარი გადასცა
ფოტო: panorama.am
მოკლედ: "აზერბაიჯანმა სომხეთს გადასცა 2023 წლის 19-20 სექტემბერს, ყარაბაღში, აზერბაიჯანის არმიის მიერ განხორციელებული ანტიტერორისტული ღონისძიებების დროს ლიკვიდირებული სამხედრო მოსამსახურის 173 ცხედარი", — იუწყება აზერბაიჯანული გამოცემა trend.az, სახელმწიფო კომისიის განცხადებაზე დაყრდნობით.
- "აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო კომისია პატიმართა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მძევლად აყვანილთა საკითხებზე, მიესალმება სომხეთის რესპუბლიკის იმავე სახელწოდების ორგანოს მიერ, პრესაში გავრცელებულ განცხადებას თანამშრომლობაზე მზადყოფნის თაობაზე", — ციტირებს გამოცემა კომისიის განცხადებას.
დეტალები: განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, რომელიც 44 დღე გრძელდებოდა, აზერბაიჯანმა 1 713 ადამიანის ცხედარი გადასცა სომხურ მხარეს.
- იმავე განცხადებაში ბაქო შეახსენებს ერევანს, რომ ყარაბაღის პირველი ომისას, უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა აზერბაიჯანის 3 890 მოქალაქე, "თუმცა, 2024 წლის 1-ელი იანვრის მონაცემებით, მათგან მხოლოდ 25-ის ნეშტია იდენტიფიცირებული".
კონტექსტი: 2023 წლის 19 სექტემბერს რეგიონში აფეთქებების ხმა გაისმა — აზერბაიჯანმა ყარაბაღი მძიმე არტილერიით დაბომბა. თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყეს.
- ბაქო ამტკიცებდა, რომ მათი სამიზნე არ იყო სამოქალაქო დასახლებები ან ინფრასტრუქტურა და მხოლოდ სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებს ესროდნენ.
- თუმცა ყარაბაღის ოფიციალური პირების განცხადებით, დაიბომბა საცხოვრებელი სახლები, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
- 2023 წლის 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღი დანებდა.
- ადგილობრივმა მთავრობამ კი განმარტა, რომ დათანხმდა რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას და შეიარაღებული ძალების დაშლასა და განიარაღებას: "აზერბაიჯანული მხარის მიერ წამოჭრილი საკითხები რეინტეგრაციის, მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, აგრეთვე აზერბაიჯანის კონსტიტუციის ფარგლებში მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის საარსებო წყაროს უზრუნველყოფის შესახებ, მიღწეული შეთანხმების მიხედვით, განიხილება ადგილობრივი სომეხი მოსახლეობისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება ქალაქ ევლახში 2023 წლის 21 სექტემბერს", — განაცხადეს ყარაბაღის ოფიციალურმა პირებმა.
- მას შემდეგ, რეგიონში მცხოვრები სომხების დიდი ნაწილი იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსით სომხეთში წასვლას ცდილობდნენ.
- 2023 წლის 28 სექტემბერს სომხეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 65 036 დევნილი შევიდა.
არქივიდან:
- მთიანი ყარაბაღიდან ბოლო ავტობუსი გავიდა [2023 წლის 9 ოქტომბერი]
- აზერბაიჯანმა საფეხბურთო მატჩი მთიან ყარაბაღში ჩაატარა [2023 წლის 23 დეკემბერი]
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები