ლელა წურწუმიას 10 საუკეთესო სიმღერა
ფოტო: Lela Tsurtsumia / Facebook | On.ge
ლელა წურწუმიას მუსიკალური კარიერა სამ ათწლეულზე მეტს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში, ათზე მეტი ალბომით, უამრავი ჰიტითა და ანშლაგით ჩავლილი კონცერტებით, იგი ქართული სცენის ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. ზოგმა ჩვენგანმა ლელა კასეტის ჩანაწერით გაიცნო, ზოგმაც — რადიოთი. თუმცა, საქმე ისაა, რომ მუსიკოსის პოპულარობა წლებთან ერთად არ განელებულა: მისი ჰიტები დიდი სიყვარულით სარგებლობს მელომანთა ახალ თაობაშიც.
ამდენად, როცა ლელას 10 საუკეთესო სიმღერის ჩამოწერა განვიზრახე, მალევე მივხვდი, რამდენად რთულ ამბავს შევეჭიდე; ამ ათეულს მიღმა დარჩენილ ბევრ კომპოზიციასთან გამოთხოვება გამიჭირდა, ძლივძლივობით ჩამოყალიბებულ ათეულში კი უამრავჯერ გადავანაცვლე ადგილები. თუმცა, ვეცადე, ერთი მხრივ, ჩემი გემოვნებისთვის არ მეღალატა, მეორე მხრივ კი, მუსიკოსის დისკოგრაფიის ეკლექტურობა მეჩვენებინა.
10. ერთი სიყვარულის ამბავი
2002 წელს ლელა წურწუმიამ თავის რჩეულ მუსიკალურ კოლაბორაციებს ცალკე ალბომში მოუყარა თავი. ამ ალბომში შევიდა დუეტები ისეთ ცნობილ შემსრულებლებთან, როგორებიც არიან კახაბერი, აჩიკო მეფარიძე, ზურაბ დოიჯაშვილი, მაია ბარათაშვილი და კიდევ ბევრი სხვა. მათგან გამორჩეულად აღსანიშნავია სტეფანესთან (სტეფანე მღებრიშვილი) ერთად ჩაწერილი სიმღერა ერთი სიყვარულის ამბავი, რომელიც დღემდე პოპულარობით სარგებლობს მსმენელში.
9. მხოლოდ მე გამანდე
პოპულარული დუეტების ალბომში შედის ასევე სიმღერა მხოლოდ მე გამანდე. კახაბერთან (კახაბერ ცისკარიძე) ერთად ჩაწერილი კომპოზიცია მოგვიანებით დავით დოიაშვილის პოპულარულ მიუზიკლში, შეყრა, გამოიყენეს კიდეც.
8. აღარ მინდიხარ
თუ გაგიმართლათ, შეყრაზე დასასწრები ბილეთების შეძენა მოასწარით და მერე ნახეთ კიდეც სპექტაკლი, ეს სიმღერაც გეცნობათ: სინგლი აღარ მინდიხარ ლელა წურწუმიამ 2013 წელს გამოუშვა. მისი კომპოზიტორი რუსა მორჩილაძეა (შემსრულებლის კიდევ ბევრი სხვა სიმღერის ავტორი), ტექსტი კი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის.
7. ალალ მე
რუსა მორჩილაძის სიმღერაა ალალ მეც, რომელიც საგანგებოდ შეყრისთვის დაიწერა. ადვილად დასამახსოვრებელი მისამღერის წყალობით, ამ კომპოზიციამაც ადვილად მოიგო მსმენელის გული. სიმღერის პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა, როცა ის სოფო ბათილაშვილმა შეასრულა პროექტში მხოლოდ ქართული.
6. ლაზი გოგოს სიმღერა
2006 წელს, მაშინ უფრო მეტად პოპ-სიმღერებით ცნობილმა ლელა წურწუმიამ თავის დისკოგრაფიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ალბომი, იამო ჰელესა, გამოუშვა. ალბომში შევიდა ლაზური და მეგრული ფოლკლორული სიმღერები, რომელთა არანჟირებაც ჭაბუა ამირანაშვილს ეკუთვნის. იამო ჰელესამ დიდი სიყვარული დაიმსახურა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ლაზებშიც. ალბომიდან ერთ-ერთი საუკეთესო კომპოზიცია კი ლაზი გოგოს სიმღერაა.
5. რად მინდოდა
ლელა წურწუმიას ბევრ სიმღერაში ადვილად ამოიცნობთ ქალაქური მელოდიების გავლენას; სწორედ ქალაქური სიმღერებისთვის დამახასიათებელი მელანქოლიით გვიყვება ტანჯული სიყვარულის ამბავს ჯემალ სეფიაშვილის კომპოზიცია რად მინდოდა, რომელიც ახალი ათასწლეულის დამდეგს გამოვიდა.
4. ძველი ვერხვები
ლელა წურწუმია არასდროს არ იზღუდავდა თავს — არც ჟანრობრივად და არც სტილით; მისი შემოქმედება მოიცავს როგორც დენს-პოპ სიმღერებს, ასევე ბალადებს. ბალადებიდან კი გამოვარჩევდი ძველ ვერხვებს, რომელიც შედის 2003 წელს გამოშვებულ ბესტსელერ ალბომში სულელი წვიმა. საყვარელი ფრაზა სიმღერიდან — რა თქმა უნდა, "მოდი, მოგონებებს ნუ შევეხებით".
3. ვიხსენებ ყველაფერს თავიდან
მოდი, მაინც შევეხოთ მოგონებებს; თანაც, ბალადები ვახსენეთ და სამეულს ჩემთვის განსაკუთრებულად საყვარელი სიმღერით გავხსნი — ვიხსენებ ყველაფერს თავიდან. ბევრი თანატოლის მსგავსად, ეს კომპოზიცია ჩემთვისაც ბავშვობის "საუნდტრეკია" და რა გასაკვირია, რომ მისი მოსმენისას სინანულზე მეტად ნოსტალგიის ცრემლები მოგადგება თვალზე...
2. თეთრი ქარავანი
ქალაქურთან ერთად, ლელას რამდენიმე სიმღერაში აღმოსავლური მოტივებიც ჟღერს. აი, თეთრი ქარავანი კი, რომელიც ასევე შედის ალბომში სულელი წვიმა, მართლაც 1001 ღამის ზღაპარში გამოგზაურებთ — მათ შორის, ვიდეოკლიპით, რომელიც განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს. იმაშიც დარწმუნებული ვარ, ეს სიმღერა რომ თავის დროზე ევროვიზიაზე მოხვედრილიყო როგორმე, ჩვენს ქვეყანას დიდ წარმატებას მოუტანდა.
1. ღამის სიჩუმე გაფანტე
დაბოლოს, რასაკვირველია, პირველ ადგილს იმსახურებს სიმღერა, რომელიც უკვე ორ ათწლეულზე მეტია, ჰიტად რჩება, მომღერალს კი ყველა კონცერტზე უწევს მისი შესრულება განსაკუთრებული ოვაციების ფონზე. ისიც გემახსოვრებათ, მაია კაჭკაჭიშვილის ეს კომპოზიცია კოვიდპანდემიის პერიოდში საყოველთაო კარანტინისა და კომენდანტის საათის არაოფიციალურ ჰიმნად რომ იქცა...
ასევე იხილეთ:
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"
გადახედვა
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

კომენტარები