ანა წითლიძე

8 Feb. 2024, 16:27

ბავშვთა სიღარიბე და ბავშვთა შიმშილი დღეს სახელმწიფოს მთავარი გამოწვევაა. არ მომბეზრდება, ათასჯერ და მრავალჯერ ვიკითხო სასკოლო უფასო კვების პროგრამასთან დაკავშირებით, რადგან თქვენ გახდებით პრემიერ მინისტრი იმ ქვეყნის, სადაც ყოველ მეხუთე ბავშვს არ აქვს სახატავი საშუალებები და ყოველ მეექვსე ბავშვს არ აქვს სასურველი წიგნი, სადაც საჯარო სკოლებში ბავშვების 35% ჯერ კიდევ შიმშილობს.

ვიცი, რომ განათლების სამინისტრო აქტიურად არის ამ პროცესში ჩართული და განათლების მინისტრისგან ჩვენ მივიღეთ პასუხები იმასთან დაკავშირებით, რომ მუშაობენ ამ თემაზე, მაგრამ მე მინდა თქვენ გკითხოთ, კონკრეტულად ხომ ვერ გვეტყოდით თარიღს, როდის დაიწყება უფასო კვების პროგრამის განხორციელება სკოლებში? ამას ვკითხულობ, რადგან თქვენამდე პრემიერ-მინისტრიც და განათლების მინისტრებიც გვპირდებოდნენ ამ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ აქამდე მოგვარებული არ არის. 

— ასე მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ანა წითლიძემ. პარლამენტმა დღეს ახალი სამთავრობო შემადგენლობა უნდა დაამტკიცოს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ
  2. თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს
  3. თურქეთის სკოლაში 14 წლის მოზარდმა 9 ადამიანი მოკლა
  4. მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს
  5. ლევან სანიკიძე: კი ცოტნე, მამაშენის დავალებით სცემდნენ ახალგაზრდებს საკუთარ სადარბაზოებთან, ამიტომ, მოდი დისკუსია საკუთარ სახლში გახსენი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"ისლამური სახელმწიფოს" წევრობის ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ქალაქ ბათუმში, უცხო ქვეყნის ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქეა დაკავებულია.…