ანა წითლიძე

11 Mar. 2024, 17:49

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში, დღეს წარმოადგინა თემატური მოკვლევა თემაზე — ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობა ქვეყანაში და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი. ამ კვლევების მიხედვით, საქართველოში ყოველი მესამე მოქალაქე განიცდის დეპრესიას, დაღლილობას, შფოთვას, რაც, რეალურად არის ძალიან საგანგაშო ციფრი.

მძიმე სოციალური ეკონომიკური პირობები, ის, რომ ადამიანებს არ აქვთ შესაძლებლობა იცხოვრონ ამ ქვეყანაში, ის, რომ მათ შორის — ზრდა არის ფასებზე და ადამიანები ვერ ახერხებენ თვიდან თვემდე იცხოვრონ და საკუთარი შვილები გამოკვებონ, აისახება მათ მენტალურ მდგომარეობაზე.

საქართველოში ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ განიცდის დეპრესიას, ფსიქიკურ აშლილობას, გაღიზიანებას. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა, მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტროსთვის.

ჩვენ ასევე შევიმუშავეთ დეინსტიტუციონალიზაციის მთავარი გამოწვევები, ნაციონალურ მოძრაობას აქვს თავისი ხედვა, როგორ უნდა მოხდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობა და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი საქართველოში და სწორედ ამ საკითხებზე გვქონდა დღეს პრეზენტაცია."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს
  2. ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ
  3. თურქეთის სკოლაში 14 წლის მოზარდმა 9 ადამიანი მოკლა
  4. მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს
  5. ლევან სანიკიძე: კი ცოტნე, მამაშენის დავალებით სცემდნენ ახალგაზრდებს საკუთარ სადარბაზოებთან, ამიტომ, მოდი დისკუსია საკუთარ სახლში გახსენი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ