კახა კალაძე

კახა კალაძე

1 Feb. 2024, 11:59

ცვლილებები ყოველთვის ხდებოდა გუნდში და მომავალშიც მოხდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა თანამდებობაზე იქნება, სადაც არ უნდა ვიყოთ, ეს პოლიტიკა იქნება თუ ბიზნესი, თუ ვიქნებით რიგითი მოქალაქეები, ყოველთვის უნდა ვემსახურებოდეთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს და არა რომელიმე ქვეყნის ინტერესს ვატარებდეთ. 

რა თქმა უნდა, როგორც ირაკლი კობახიძეს, ასევე ირაკლი ღარიბაშვილს აქვთ სრული მხარდაჭერა და გუნდი ერთიანია. ეს კოლექტიური ნაცებისთვის სამწუხარო ინფორმაციაა, რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული.

2024 წელი არის საპარლამენტო არჩევნების წელი და ჩვენ ერთიანი ძალისხმევით და ქართველი ხალხის მხარდაჭერით აუცილებლად გავიმარჯვებთ. დარწმუნებული ვარ, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შეუძლია კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში, ეს არის ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს

ჩვენ მიერ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების გადამუშავება და გამოყენება გენებზე იმაზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე…