DRI: ერთი ოჯახის გამოსახლების და ერთი მსესხებლის ინტერესების დაკმაყოფილებისთვის არაპროპორციული რაოდენობის რესურსი გამოიყო
ფოტო: მარიამ მერლანი / On.ge
მოკლედ: დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ ღონისძიებისთვის უზარმაზარი სახელმწიფო რესურსი დაიხარჯა, კერძოდ:
- "ასეულობით პოლიციელი, რომელიც საპროტესტოდ შეკრებილ ადამიანებს უპირისპირდებოდა და იძულებითი გამოსახლების პროცესის ჩატარებას უზრუნველყოფდა;
- საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების სამსახურის დანაყოფი და სპეციალური აღჭურვილობის მქონე მაშველები - სახელმწიფომ ერთი ოჯახის გამოსახლების და ერთი მსესხებლის ინტერესების დაკმაყოფილებისთვის არაპროპორციული რაოდენობის ადამიანური და ფინანსური რესურსი გამოყო."
დეტალები: DRI-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამსესხებელსა და მოვალეებს შორის დადებული გარიგებები, ხშირ შემთხვევაში, სრულიად უსამართლო და უთანასწორო პირობებით არის შედგენილი.
- ამასთან, სესხის გამო სახლის დაკარგვის შემთხვევები ქვეყანაში ძალიან ხშირია და ეს უსახლკარობის წარმოშობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა;
- თუმცა, სახელმწიფო უსამართლო დაკრედიტების დარეგულირებისთვის არანაირ საკანონმდებლო ბერკეტს არ იყენებს.
- სახელმწიფო არც უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოსახლებულ ადამიანებზე იღებს პასუხისმგებლობას.
"აღსრულების პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც საპატრულო პოლიციამ 20 ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტები დააკავა. შსს-ს არ გაუკეთებია განცხადება, რა გახდა მათი დაკავების და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის საფუძველი. ზოგ შემთხვევაში დაკავებულებს აღენიშნებოდათ ფიზიკური დაზიანებები. საპროტესტო შეკრებაზე მყოფი ადამიანები საუბრობენ პოლიციელების მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე", — წერია მათ განცხადებაში.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს:
- სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - შეისწავლოს სამართალდამცავთა მოქმედების კანონიერება და არაპროპორციული ძალის გამოყენების შესაძლო შემთხვევებზე მოახდინოს სათანადო რეაგირება;
- საქართველოს სახალხო დამცველს - დაინტერესდეს მიმდინარე მოვლენებით, მათ შორის, დაკავებულების მდგომარეობით;
- საქართველოს პარლამენტს - შეცვალოს იპოთეკური სესხების მომწესრიგებელი უსამართლო კანონმდებლობა, რომელიც შესაძლებელს ხდის უკანასკნელი საცხოვრებლის დაკარგვას.
ბოლო ხაზი: ხატიაშვილის ოჯახი ბინიდან გუშინ გამოასახლეს.
- შსს-მ განაცხადა, რომ 20 ადამიანი დააკავეს — პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე, ადმინისტრაციული წესით 18 პირი;
- აღსრულების პოლიციის მანქანის დაზიანებისთვის — 2.
- ამასთან, გუშინ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ განაცხადა, რომ ჟურნალისტი რატი რატიანი პირდაპირ ეთერში აშუქებდა აღსრულების პოლიციის მიერ კეკელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესს, რა დროსაც ის პოლიციელმა უხეში ძალის გამოყენებით ძირს ჩააგდო, რითაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
- როგორც მაუწყებლის წარმომადგენელმა ეთიკის ქარტიას უთხრა, პარალელურად, სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ ამ მედიასაშუალების კიდევ სამ ჟურნალისტს — ნათია ქარჩილაძეს, ანი გიორგაძეს და გიორგი არობელიძეს.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები