რა უნდა ვიცოდეთ იმ ოჯახების პრობლემაზე, რომელთა გასახლებას აღსრულების ბიურო ცდილობს — SJC-ის განცხადება
ფოტო: მარიამ მერლანი / On.ge
მოკლედ: მიმდინარე კვირას, თბილისში, ერთდროულად სამ ოჯახს უსახლკაროდ დარჩენა ემუქრება — აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC). ორგანიზაცია ეხმიანება 23, 24 და 26 იანვარს, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, ხატიაშვილების, კაკიაშვილებისა და ბალახაძეების ოჯახების გამოსახლების გეგმას. ამ მომენტში აღსრულების ბიურო კეკელიძის #1-დან ხატიაშვილების გასახლებას ცდილობს.
რა ვიცით ამ ოჯახების მდგომარეობის შესახებ:
- ხატიაშვილების ოჯახის (კეკელიძის ქ. 1) გამოსახლება 2019 წლიდან დღემდე, უკვე მეხუთედ ჩაინიშნა; აქედან ბოლო მცდელობა 2023 წლის 23 იანვარს იყო, თუმცა, მაშინ პროტესტის გამო, გასახლების პროცესი შეჩერდა.
- კაკიაშვილების ოჯახს (ც. დადიანის ქ. 259) — დედასა და ორ არასრულწლოვან შვილს, გავრცელებული ინფორმაციით, მევახშეებმა ორი ბინა წაართვეს და ამჯერად მათი უკანასკნელი თავშესაფრიდან (მიშენებიდან) გამოსახლებას აპირებენ;
- ბალახაძეების შვიდსულიან ოჯახს (ზანდუკელის ქ. 2), რომელიც ორსული, არასრულწლოვანი, შშმ პირი და ხანდაზმული წევრებისგან შედგება, ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უკანასკნელი საცხოვრისიდან ასახლებს.
"აღსანიშნავია, რომ, როგორც ირკვევა, სამივე ოჯახი თანახმაა, დაფაროს ძირითადი ფინანსური დავალიანება, თუმცა ამ ეტაპზე მათ ამის საშუალება არ ეძლევათ", — აცხადებს SJC.
ორგანიზაცია, ასევე, წერს, რომ
- მსგავსი შემთხვევები საქართველოში გამონაკლისს არ წარმოადგენს.
- "მანკიერ ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში კრედიტორთა უმთავრესი ინტერესი იპოთეკით დატვირთული ქონების დაუფლებაა — მევახშეები ბოროტად სარგებლობენ მსესხებლის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, რასაც წლების განმავლობაში, სასესხო ხელშეკრულებების კაბალური პირობებით დადება და საცხოვრისის დაკარგვის მომეტებული რისკები მოჰყვება", — ნათქვამია მათ განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კრიტიკას ვერ უძლებს ამ პროცესში სახელმწიფოს როლი და მონაწილეობა:
"წლების განმავლობაში, გამოსახლებისას სახელმწიფო სრულ იგნორირებას უწევს გამოსახლებას დაქვემდებარებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მოწყვლადობას, ოჯახში არასრულწლოვნების, ორსულების, ბავშვების, შშმ პირების, ხანდაზმულების არსებობას, ასევე, ოჯახის უსახლკაროდ, ქუჩაში დარჩენის რისკებს.
- მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში გამოსახლების საქმეებში სასამართლო რგოლის ჩართვა მოხდა, ეს უკანასკნელი მხოლოდ ქონებაზე საკუთრების უფლების არსებობას აქცევს ყურადღებას, ხოლო გამოსახლებას დაქვემდებარებული პირების სათანადო საცხოვრებლის უფლებას კი — უგულებელყოფს.
- მეტიც, არსებული სისტემის მიხედვით, მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, კრედიტორი უფლებამოსილია, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, სასამართლო რგოლის მონაწილეობის გარეშე, მოითხოვოს იპოთეკის ხელშეკრულების აღსრულება, რაც მოვალეს კიდევ უფრო დაუცველს ხდის", — მიიჩნევს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
ასევე, პრობლემაა რომ გამოსახლებამდე, გამოსახლების დროსა და მის შემდგომ, ადამიანების დაცვისა და დახმარების მექანიზმები (მათ შორის, ღირსეული ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფა უსახლკაროთათვის) პრაქტიკულად არ არსებობს, რაც ოჯახების მდგომარეობას მნიშვნელოვნად ამძიმებს.
SJC აღნიშნავს, რომ საქართველოში გამოსახლების პრევენციის პოლიტიკა პრაქტიკულად არ არსებობს, ხოლო კანონმდებლობით სახელმწიფო უწყებებისთვის გაწერილი არ არის საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული ვალდებულებები გამოსახლების თავიდან აცილებისა და გამოსახლებული ოჯახებისთვის ღირსეული ალტერნატიული საცხოვრისისა და მხარდამჭერი სერვისების შეთავაზების მიმართულებით.
განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ:
დამატებით პრობლემურია საქართველოში დამკვიდრებული გამოსახლების პრაქტიკა, როდესაც აღმასრულებლები ფიზიკური ძალის გამოყენებით და ღირსების შემლახველი ფორმებით ახდენენ ოჯახების საცხოვრისიდან გამოყვანას და პირადი ნივთების ღია ცის ქვეშ გამოტანას.
- ამ დროისთვის არ არსებობს ისეთი საკანონმდებლო გარანტიებიც კი, როგორიცაა, ზამთრისა და ღამის პერიოდში გამოსახლების აკრძალვა, და მოწყვლადი ჯგუფების ქუჩაში გამოსახლება, რაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება.
- ბოლო პერიოდის პრაქტიკამ აჩვენა, რომ ცალკეული ოჯახების გამოსახლების პრევენცია საზოგადოების აქტიურობითა და აღმასრულებლებისთვის წინააღმდეგობის გაწევით ხდება, რაც მხოლოდ დროებით ავადებს შინამეურნეობების გამოსახლების პროცესს. მოსახლეობის მობილიზების მნიშვნელობა კარგად ესმის სახელმწიფოსაც, რომელმაც, იმის ნაცვლად, რომ ყველანაირი ღონისძიება გამოიყენოს გამოსახლების პრევენციისა და ოჯახების სათანადო მხარდაჭერისთვის, ამ კვირაში რამდენიმე გამოსახლება ჩანიშნა, რამაც, შესაძლოა, ხალხის მობილიზების ხარისხზე იმოქმედოს და უფრო მარტივი გახადოს გამოსახლება.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის რეკომენდაციებია:
- საქართველოს მთავრობას: დროებითი ზომის სახით დააწესოს მორატორიუმი უკანასკნელი საცხოვრისიდან გამოსახლებაზე, რომლის განმავლობაშიც დახვეწს გამოსახლების მარეგულირებელ კანონმდებლობასა და პოლიტიკას (მათ შორის, გამოსახლების პრევენციის მიმართულებით) და თავიდან აირიდებს უკიდურესად მოწყვლადი ოჯახების ქუჩაში, უსახლკაროდ დარჩენას;
- დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს: უკანასკნელი საცხოვრისიდან გამოსახლების მიმდინარე მძიმე შემთხვევებში, შეასრულოს შუამავლის როლი გამსესხებლებსა და ოჯახებს შორის, რათა მიღწეულ იქნას შეთანხმება ვალდებულების დაფარვის შესახებ და მიიღოს მის ხელთ არსებული ზომები, ოჯახების უსახლკაროდ დარჩენის თავიდან ასაცილებლად.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები