მაღალი საპროცენტო განაკვეთი და მძიმე პირობები პენსიონერებისთვის — საია სისტემურ და საკანონმდებლო პრობლემებზე წერს
ფოტო: commersant/ კომერსანტი
მოკლედ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, პენსიონერებისთვის გაწეული სამართლებრივი დახმარების პროცესში გამოიკვეთა არაერთი სისტემური, მათ შორის, საკანონმდებლო პრობლემა.
დეტალები: ამ პრობლემებს შორისაა ის, რომ:
- პენსიის დანიშვნისას პენსიონერებს არ მიეწოდებათ ინფორმაცია პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლების შესახებ;
- პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე დადგენილია მაღალი საპროცენტო განაკვეთი.
ასევე, საია აღნიშნავს, რომ 2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში საპენსიო სესხით მოსარგებლე პენსიონერთა რაოდენობა 305 255 პირს შეადგენს.
- მათი თქმით, იზრდება პენსიონერ მსესხებელთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე საჩივრების წარდგენის მაჩვენებელიც.
- საიას შეფასებით, მხოლოდ 2023 წელს 1 440 განაცხადი/საჩივარი იყო წარდგენილი საქართველოს ეროვნულ ბანკში საპენსიო სესხებთან დაკავშირებით.
- რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, თითქმის 4-ჯერ მეტია.
არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პრობლემურია, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები და ხელშეკრულებაში არსებული სხვა მძიმე პირობებიც, რომლებიც პენსიონერებს სრულიად უსამართლო და დაუცველ პირობებში აყენებს.
პრობლემები ლიბერთი ბანკთან
საიას განცხადების მიხედვით, პანდემიის დროს, 2020 წლის მარტი-მაისის პერიოდში, საპენსიო სესხების გადავადების შემთხვევები ლიბერთი ბანკის მიერ მიღებული ცალმხრივი გადაწყვეტილებით მოხდა.
- პენსიონერებმა ბანკისაგან მიიღეს მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ თუ არ სურდათ სესხის გადავადება, უნდა ეცნობებინათ ბანკისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ავტომატურად ისარგებლებდნენ ე. წ. საშეღავათო პერიოდით.
- საიას ინფორმაციით, ამ პროცესში, მსესხებელთა უმეტესობისთვის არ იყო განმარტებული, თუ რა რისკებთან და პირობებთან იყო დაკავშირებული სესხების გადავადება.
- შედეგად, საშეღავათო პერიოდით სარგებლობის გამო, მათ მნიშვნელოვნად გაეზარდათ გადასახდელი თანხის ოდენობა და ხანგრძლივობა. ხშირ შემთხვევაში, 2-3 თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის გამო მათ რამდენიმე წლითაც კი გაიზარდა სესხის დაფარვის ვადა.
- არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებაში წერს, რომ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობის მიხედვით, სასესხო ვალდებულების არსებობისას პენსიონერს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე უკავებს პენსიას, მანამ, სანამ ვალდებულება სრულად არ დაიფარება.
- ხშირ შემთხვევაში, ეს ვალდებულება რამდენჯერმე აღემატება სესხის ძირითად თანხას და არც ამ პროცესში აქვთ პენსიონერებს შესაბამისი ინფორმაცია მიღებული საბანკო დაწესებულებიდან.
- "აღნიშნული პრაქტიკა ეწინააღმდეგება "სახელმწიფო პენსიების შესახებ“ საქართველოს კანონსაც და სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასაც.
- ბანკის წინააღმდეგ ამ საკითხებთან დაკავშირებით არაერთმა პენსიონერმა უკვე მოიგო სასამართლო დავა, თუმცა, სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიუხედავად, არ იცვლება ხელშეკრულების უკვე მრავალჯერ ბათილად ცნობილი პირობები და უკანონო პრაქტიკა. ამასთან, დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც ბანკი მსესხებლებს არ აძლევს მათთან დადებულ ხელშეკრულებებს, იმ მიზეზით, რომ არქივში ვერ მოიძებნა შესაბამისი დოკუმენტი", — აღნიშნავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
საია მოუწოდებს
სოციალური მომსახურების სააგენტოს: შეიმუშაოს სპეციალური წესი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება პენსიის დანიშვნისას პენსიონერებისათვის მათი უფლებებისა და მოვალეობების განმარტების პროცედურა.
საქართველოს ეროვნულ ბანკს:
- სათანადო და დროული რეაგირება ჰქონდეს პენსიონერთა განცხადებებზე, რომლებიც შეეხება ბანკის მიერ მათი უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტებს.
- წარდგენილი განცხადებების საფუძველზე გამოკვეთოს ის სისტემური ხარვეზები, რომლებიც არსებობს საპენსიო სესხებთან დაკავშირებით.
ლიბერთი ბანკს:
- გადახედოს საპენსიო სესხის ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს.
- შეცვალოს სასესხო ვალდებულებების გამო, სასამართლოს განჩინების/ გადაწყვეტილების გარეშე, საპენსიო თანხების დაქვითვის უკანონო პრაქტიკა.
- პენსიონერებს დროულად და სრულად მიაწოდონ ის ხელშეკრულებები, რომლებიც დადებულია მათთან.
- საბანკო პროდუქტების შეთავაზებისას, პენსიონერებს სახელშეკრულებო პირობები სრულად და ამომწურავად განუმარტონ.
- შეთავაზება და პირობების განმარტება განხორციელდეს მათი ასაკისა და ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები