ირაკლი ღარიბაშვილი

19 Jan. 2024, 14:58

დღეს რომ არჩევნები იყოს, ქართული ოცნება, მინიმუმ, 60 პროცენტს აიღებდა. ჩვენ, არჩევნებზე, რა თქმა უნდა, არ ვნერვიულობთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ვემზადებით, რომ მივიღოთ მაქსიმალური შედეგი, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას ისევ, ჩვენს ხალხს რომ გაგრძელდეს ეს მშვიდობა, სტაბილურობა და სწრაფი ეკონომიკური განვითარება.

რაც შეეხება ჩვენს ხელმოცარულ ოპოზიციას და მათ, ასე ვთქვათ, უსუსურ მცდელობას, რომ რაღაც ახალი შესთავაზონ საზოგადოებას: ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ყველაფერი არის სიცრუე, ეს არის ტყუილი და ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს და მათ კარგად იციან, ვის რა წარსული აქვს, კარგად იციან, რომ არავითარი მესამე ძალა არ არსებობს ქვეყანაში.

არსებობს ჩვენი პოლიტიკური ძალის და, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მოწინააღმდეგე ძალა — ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ან ახალი ნაციონალური მოძრაობის, როგორიც არის მაგალითად, ხაზარაძის გაერთიანება ან სხვების, სხვა ლუზერების, რომლებიც ცდილობენ, რომ გაერთიანდნენ და ამით გადალახონ 5- პროცენტიანი ბარიერი.

ჩემთვის ნამდვილად არ არის საინტერესო ოპოზიციის, მით უმეტეს, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ოპოზიციის მცდელობები. მთავარი ჩემთვის არის ის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურიბა და განვითარება. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს

ჩვენ მიერ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების გადამუშავება და გამოყენება გენებზე იმაზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე…