სასჯელაღსრულების უწყების ყოფილი თანამშრომელი: მერაბიშვილი ნამდვილად გაიყვანეს ციხიდან
ფოტო: Reuters
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილმა უფროსმა, ირაკლი კორძაიამ ეკა კვესიტაძის გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში განაცხადა, რომ რამდენიმე წლის წინ, ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი ნამდვილად გაიყვანეს ციხიდან:
"ვიცი, რომ ვანო მერაბიშვილი ნამდვილად გაიყვანეს საპატიროდან, ზუსტად 2013 წლის 14 დეკემბერს და ვიცი თუ ვინ მონაწილეობდა ამ გაყვანაში. ერთ-ერთი იყო ბატონი მთავარი პროკურორი და მეორე ბატონი დარბაისელი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა მაშინ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს. ეს ორი ადამიანი იყო უშუალოდ შემსრულებელი".
კორძაია გადაცემაში ჰყვება, რომ მას ეს ამბავი თავად იმდროინდელმა მინისტრმა, სოზარ სუბარმა დაუდასტურა:
"როდესაც ამის შესახებ საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, მაშინ გავიგე მეც. ორშაბათს სამუშაო კვირის დაწყებისას მოვისმინე მინისტრისგან, რომ ეს ამბავი სიმართლე იყო. მე ვთქვი, თუ რატომ ვიმეორებთ ჩვენ მერაბიშვილის მუშაობის სტილს. უცებ წარმოვიდგინე, თუ რა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს. ეს ამბები მყისიერად დაიწყო შემდეგ, ვგულისხმობ, საელჩოების თუ სხვა საერთაშორირო ორგანიზაციების რეაქციებს".
სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი საუბრობს იმაზეც, რომ გადაწყვეტილების მიმღები, სავარაუდოდ, იმდროინდელი პრემიერი უნდა ყოფილიყო და არა მხოლოდ პროკურორი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი:
"ამის შესახებ ბუნებრივია გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა ვერც დიმიტრი დარბაისელი და ვერც ფარცხალაძე. ეს მინიმუმ პრემიერ-მინისტრის დონეზე იყო შეთანხმებული - ღარიბაშვილისა და იმისი, ვინც მის გარემოცვას წარმოადგენდა. ამას ადასტურებს ის, რომ შემდგომ დღეებში შემუშავდა საერთო მესიჯბოქსი, რომელსაც ახმოვანდებდა ნებისმიერი დეპუტატი, რომელსაც კითხვას დაუსვამდნენ".
ირაკლი კორძაია ასევე ამბობს, რომ ციხის ვიდეოჩანაწერი 24 საათში არ იშლება, როგორც ამას იმდროინდელი მინისტრი ამტკიცებდა:
"სარეჟიმო დაწესებულებაა და ბუნებრივია ვიდეოჩანაწერი საკმაოდ დიდი ხნით ინახება. თეორიულად შანსი არის, რომ შეენახათ ჩანაწერი, თუმცა მე ამის შესახებ არაფერი ვიცი. იმის შესახებ, რომ ჩანაწერი არ იშლება, ბუნებრივია მინისტრმა იცის. საბოლოოდ, ასეთი განაცხადება გაკეთდა, რომ ყველაფერი დასრულდა შიდა მოკვლევით, რომელმაც თითქოსდა დაადასტურა რომ არანაირ გაყვანას ადგილი არ ჰქონია და არანაირი ვიდეომკიცებულება არ არსებობს".
მან ასევე ამჟამინდელი უმრავლესობის დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის შესახებ თქვა, რომ მას "შეუძლებელია არ სცოდნოდა" მტკიცებულებების განადგურების, კერძოდ ვიდეოჩანაწერის განადგურების შესახებ, ვინაიდან ის სოზარ სუბარის მოადგილის პოსტს იკავებდა.
სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი და მთავრობის წევრი, სოზარ სუბარი მისი ყოფილი თანამშრომლის ნათქვამს, ციხიდან საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის გაყვანასთან დაკავშირებით, ტყუილს უწოდებს.
ვანო მერაბიშვილმა 2013 წლის 17 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ 2013 წლის 14 დეკემბერს, შუაღამეს, ის #9 პენიტენციური დაწესებულებიდან გაიყვანეს, და მიიყვანეს სავარაუდოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, სადაც მასზე მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2016 წლის 14 ივნისს გამოტანილ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ ქართულმა სახელმწიფომ დაარღვია კონვენციის მეხუთე მუხლის მესამე პუნქტი და მე-18 მუხლი პირველთან მიმართებით. აღნიშნული ეხება სწორედ მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის გამოუძიებლობას სახელმწიფო სტრუქტურების მიერ.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები