პაკისტანმა ირანის ტერიტორიაზე საპასუხო დარტყმა განახორციელა — არის მსხვერპლი, მათ შორის, ქალები და ბავშვები
ფოტო: EPA
რა ხდება: პაკისტანმა ირანის სარაკეტო დარტყმის შემდეგ, ირანის ტერიტორიაზე შეტევა თავადაც განახორციელა, შედეგად კი 9 ადამიანი დაიღუპა.
- ირანმა პაკისტანის ტერიტორია 16 იანვარს დაბომბა, მათი თქმით, სამიზნე სამხედრო დაჯგუფების ჯაიშ ალ-ადლის ობიექტები იყო.
დეტალები: პაკისტანმა განაცხადა, რომ მათ "ტერორისტების თავშესაფარს" დაარტყეს, ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სიტან-ბალოჩისტანის პროვინციაში.
- ირანის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, თავდასხმას 3 ქალი, 2 კაცი და 4 ბავშვი ემსხვერპლა.
კონტექსტი: საპასუხო ავიადარტყმები ხდება ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობის ფონზე.
- ისრაელი ღაზაში ებრძვის პალესტინურ ჰამასს.
- ცეცხლს ხშირად უხსნიან ერთმანეთს ისრაელი და ლიბანური ჰეზბოლა.
- ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები ერაყსა და სირიაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ობიექტებს ესხმიან თავს, დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ, ასევე ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტების თავდასხმები მოიგერიონ წითელ ზღვაში, კომერციულ გემებზე.
არის თუ არა ესკალაციის საფრთხე: პაკისტანი და ირანი დიდი ხანია ადანაშაულებენ ერთმანეთს სამხედრო დაჯგუუფებებისთვის თავშესაფრის მიცემაში.
- ეს დაჯგუფებები თავდასხმებს ახორციელებენ მათი საერთო საზღვრის გასწვრივ მდებარე დასახლებებზე.
დღეს, 18 იანვარს პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ირანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ პაკისტანმა დარტყმა ქალაქ სარავანზე მიიტანა.
- პაკისტანმა განაცხადა, რომ მოკლეს რამდენიმე "ტერორისტი".
- ქვეყნის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ პაკისტანი პატივს სცემს ირანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ მისი ქმედება ხუთშაბათს გამოხატავდა "პაკისტანის ურყევ გადაწყვეტილებას, დაიცვას ეროვნული უსაფრთხოება".
- პაკისტანმა სასტიკად დაგმო ირანის თავდასხმა ბალოჩისტანის პროვინციაში, რომელსაც, ისლამაბადის ინფორმაციით, 2 ბავშვი იმსხვერპლა.
- ირანი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ მისი დარტყმები მხოლოდ ჯაიშ ალ-ადლზე იყო მიმართული, ეთნიკურად ბალოჩ, სუნიტურ მუსლიმურ ჯგუფზე, რომელიც ახორციელებდა თავდასხმებს ირანის ტერიტორიაზე და არა პაკისტანის მოქალაქეებზე.
კვირის დასაწყისში ირანმა, ასევე, შეუტია ობიექტებს ერაყსა და სირიაში — მან თქვა, რომ დაარტყა ისლამურ სახელმწიფოს და ისრაელის დაზვერვის სააგენტო მოსადს, რადგანაც, მათი თქმით, ორივე მათგანი მონაწილეობდა ირანის ქალაქ კერმანში მომხდარ აფეთქებაში.
ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ ისლამაბადმა ირანზე თავდასხმა შიდა ზეწოლის გამო მიიღო. ქვეყანაში თებერვალში არჩევნები უნდა გაიმართოს.
- ”იყო დიდი საზოგადოებრივი ზეწოლა მთავრობაზე, რომ რაღაც გაეკეთებინა [ირანის დარტყმის საპასუხოდ] და ამიტომ მათ გააკეთეს ეს მხოლოდ იმისთვის, რომ დაემტკიცებინათ, რომ ისინი არ არიან ნაკლები [ირანზე],” - თქვა პაკისტანის ყოფილმა თავდაცვის მდივანმა ასიფ იასენმა.
- ის ფიქრობს, რომ დაპირისპირება "აქ შეჩერდება" და პაკისტანი ირანთან დიალოგის განახლებას შეძლებს.
- ექსპერტების ნაწილი კი ამბობს, რომ ირანის დარტყმები ერაყზე, სირიასა და პაკისტანზე, ბოლო დღეებში, ასევე, განპირობებული იყო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ტურბულენტური დინამიკით.
თეირანმა განაცხადა, რომ არ სურს ჩაერთოს ისრაელ-ღაზას კონფლიქტში, მაგრამ ჯგუფები, რომლებსაც ის მხარს უჭერს, თავს ესხმიან ისრაელს და მის მოკავშირეებს, პალესტინელების მიმართ სოლიდარობის ნიშნად.
თუმცა The Economist-ის სამხედრო მიმართულების რედაქტორი, შაშანკ ჯოში, ამბობს, რომ მას არ სჯერა, რომ დარტყმები არის 7 ოქტომბრის ჰამასის თავდასხმების შედეგი ისრაელზე. მისი თქმით, ირანი კერმანში მომხდარი აფეთქების გამო არის აღშფოთებული.
- "ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საზღვართან დაძაბულობას აქვს ადგილი, მაგრამ ეს არის დაძაბულობის ყველაზე სერიოზული ესკალაცია, რაც მე მახსოვს",— თქვა მან.
ჩინეთმა, რომელიც ორივე ქვეყნის ძლიერი მოკავშირეა, მოუწოდა მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ესკალაცია.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები