გააძლიერეთ ჩვენი ეკონომიკა და ჩვენ გავაძლიერებთ თქვენს უსაფრთხოებას — ზელენსკის დავოსის ფორუმის მონაწილეებს
ფოტო: Anadolu/Getty Images
მოკლედ: უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს და ბიზნეს-ლიდერებს მიმართა, გააძლიერონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და დაეხმარონ მის ქვეყანას ეკონომიკის აღდგენაში.
- ეს არის ზელენსკის პირველი ვიზიტი დავოსში მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო. გასულ წლებში ფორუმის მონაწილეებს ის ვიდეოთი მიმართავდა. ამჯერად კი შეხვედრები გამართა როგორც პოლიტიკურ, ისე — ბიზნეს ლიდერებთან.
დეტალები: დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, ზელენსკიმ თქვა, რომ პუტინმა მოიპარა "მშვიდობის 13 წელი".
"თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ უკრაინას ეხება, ის ფუნდამენტურად ცდება“,— თქვა ზელენსკიმ დავოსში 70 აღმასრულებელი დირექტორთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შემდეგ.
- უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრების აუცილებლობას, მისი იარაღის წარმოების შეფერხების მიზნით.
- ზელენსკიმ დავოსში აღმასრულებელ დირექტორებს მიმართა, უზრუნველყონ ომით განადგურებული ეკონომიკის აღსადგენად საჭირო ინვესტიციები.
”გააძლიერეთ ჩვენი ეკონომიკა და ჩვენ გავაძლიერებთ თქვენს უსაფრთხოებას,” — თქვა მან.
"რაც უფრო მეტ ფულს დაკარგავენ პუტინი და მისი მოკავშირეები, მით მეტად ინანებს ის ამ ომს“, — დასძინა ზელენსკიმ. "საბოლოოდ უნდა მოვიშოროთ ილუზია, რომ გლობალური ერთიანობა უფრო სუსტია, ვიდრე ერთი ადამიანის სიძულვილი“.
- აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მცდელობა, უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის დამატებითი დახმარების გაწევის შესახებ, ჯერჯერობით, რესპუბლიკელი სენატორების გამო ვერ ხერხდება, თუმცა ზელენსკიმ თქვა, რომ დარწმუნებულია, რომ ამ ჩიხიდან გამოსავალი რამდენიმე კვირაში დასრულდება და სამხედრო ტექნიკის ახალ მარაგს მიიღებს.
ზელენსკის გამოსვლას ოვაციები მოჰყვა.
ბოლო ხაზი: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, ტრადიციულად, შვეიცარიის ქალაქ დავოსში იმართება.
- ფორუმზე ეკონომიკური მნიშვნელობის თემებთან ერთად, განიხილება პოლიტიკური საკითხებიც, მათ შორის, ფორუმის ფარგლებში, მოლაპარაკებები გაიმართება ღაზის სექტორსა და უკრაინაში ომის დასრულების შესახებ.
- დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 19 იანვრამდე გაგრძელდება.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები