ბუგაისკი: პენსის ვიზიტი გზავნილია, რომ საქართველო რეგიონში მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ფოტო: VOA
ამერიკის ხმის ინტერვიუ ვაშინგტონში ევროპული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის უფროს მკვლევარ და ვეტერან ანალიტიკოსთან იანუშ ბუგაისკისთან:
რას ეუბნება ამერიკა საქართველოს ვიცე-პრეზიდენტ პენსის თბილისში ჩასვლით?
ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. საქართველო რეგიონში მნიშვნელოვან მოთამაშედ რჩება. ის ამერიკისათვის მნიშვნელოვანი [პარტნიორია]. საქართველოს მისწრაფებებს, შეუერთდეს ნატოს, დასავლეთში სერიოზულად აღიქვამენ, იმის მიუხედავად, რომ ინტეგრაცია, შესაძლოა, ხანგრძლივი პროცესი იყოს. [პენსის სტუმრობა] გზავნილია რუსეთისთვისაც, რომ შეერთებულ შტატებს თბილისისაგან დისტანცირებაზე არ უფიქრია და რომ რუსეთს ქვეყნის დანაწევრების უფლებას არ მისცემს. ამგვარად, მიმაჩნია, რომ ვიზიტი მნიშვნელოვანია საქართელოსთვის და მნიშვნელოვანია უკრაინისთვისაც. იმედია, პენსის სტუმრობას მნიშვნელოვანი განცხადებები და შესაძლო ახალი ინიციატივები მოჰყვება, რომელიც საქართველოს ნატოსკენ სვლას გაუადვილებს.
როგორ აფასებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მთავრობას, სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობას, კანონის უზენაესობასა და მედიის თავისუფლებას?
საქართველო აღიარებული ლეგიტიმური მთავრობების ციკლს გადის. შემდეგ მთავრობა იწყებს მოქმედებას, მათ შორის, ასწორებს კონსტიტუციას და ზეწოლის ქვეშ აქცევს მედიას, რაც მის მიმართ ოპოზიციურ განწყობებს წარმოშობს. ამგვარად, მიმდინარე მოვლენებს ხსენებული ციკლის ნაწილად ვხედავ. საქართველოს სამოქალაქო სისტემა, საქართველოს ოპოზიცია საკმარისად ძლიერია, რათა გაუმკლავდეს მთავრობის ნებისმიერ მცდელობას, შექმნას ერთპარტიული მმართველობა. პერსპექტივაში, საქართველოს მიმართ იმედიანად ვარ განწყობილი. თუმცა, დრო და დრო წარმოიქმნება მღელვარება, რომელსაც რუსეთი, რა თქმა უნდა, სათავისოდ იყენებს. რუსეთს საქართველოს პოლიტიკური სისტემის არევა სურს, რათა ის ნატოში შესასვლელად მზად არ იყოს.
პრეზიდენტ ტრამპის ევროპაში ვიზიტის შემდეგ დარწმუნდნენ თუ არა აღმოსავლეთ ევროპელები შეერთებული შტატების მხარდაჭერაში?
უნდა დარწმუნებულიყვნენ. ჯერ ერთი, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ნატოს [წესდების] მეხუთე პუნქტი მნიშვნელოვანია, როგორ [უსაფრთხოების] გარანტი. მეორეც, მისი განცხადება, რომ რუსეთი უკრაინისა და სხვა ტერიტორიების დესტაბილიზაციას ეწევა, ძლიერი გზავნილია, რომ შეერთებული შტატები და ნატო რუსეთის ქმედებებს სერიოზულად მოეკიდება. და მესამე: ვარშავაში თორმეტი ქვეყნის მეთაურის შეხვედრა შედგა. ეს იყო ცენტრალური ევროპა-სამი ზღვის ინიციატივის სამიტი, სადაც პრეზიდენტი ტრამპი პუტინთან შეხვედრამდე ამ ქვეყნების ლიდერებს ესაუბრა. ვფიქრობ, ეს ყველაფერი იმაზეა, რომ აღმოსავლეთი ევროპისათვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა აშშ-ის ადმინისტრაციის პრიორიტეტია.
როგორ აფასებთ დღევანდელ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს?
ურთიერთობები გამუდმებით იცვლება. მინდა, უფრო გაძლიერდეს. საფრთხეები რუსეთისაგან, ისლამური სახელმწიფოსაგან, ტერორიზმისგან და ასე შემდეგ, ის საფრთხეებია, რომელიც ჰორიზონტზე ჩანს. ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, დაარწმუნოს მოკავშირეები, რომ მათ უფრო მეტი გაიღონ საერთო თავდაცვითი პრიორიტეტებისათვის, აგრეთვე გაზარდონ თავისი სამხედრო შესაძლებლობები.
ელოდებით თუ არა რუსეთის ჩარევას მომავალ ევროპულ, ან ამერიკულ არჩევნებში?
რასაკვირველია. რუსეთის რბილი ძალა იმ ფაქტის საპირწონეა, რომ ის სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით სუსტია. რუსეთს ბევრი ფული და მდიდარი კიბერ-შესაძლებლობები აქვს, რათა მეზობლების საქმეებში ჩაერიოს და [პროცესებს] ხელი შეუშალოს, გამოიყენოს კორუმპირებული პოლიტიკოსები, ან მოიპაროს ინფორმაცია და შეთხზას ამბები არჩევნებზე გავლენის მოსახდენად. ვფიქრობ, რუსეთი საერთაშორისო სარბიელზე სახიფათო აქტივობებს გააგრძელებს. თუ ის დარწმუნდება, რომ ჩვენ არჩევნებში ჩარევით წარმატებას მიაღწია, სხვა ქვეყნების არჩევნებშიც ჩაერევა.
ცოტა ხნის წინ სახელმწიფო მდივანმა ტილერსონმა მინსკის პროცესების შეფერხების გამო იმედგაცრუება გამოთქვა. მოლაპარაკებათა პროცესში რა სიახლეს შემოიტანს კურტ ვოკერი? მინსკის მოლაპარაკებებში ამერიკისათვის ოფიციალურ როლს ხომ არ მოითხოვს, ან სულაც მოლაპარაკებათა ალტერნატიული ფორმატის იდეას ხომ არ წამოაყენებს?
ვფიქრობ, კურტ ვოკერის საგანგებო ელჩად დანიშვნა ძალიან მნიშვნელოვანია. ის გამოცდილია, ძალიან კარგად იცნობს უკრაინასა და რუსეთს. ის, ალბათ, გადაწყვეტს, სამშვიდობო პროცესში სადაა აშშ-ის ადგილი. ამერიკა უფრო მეტად უნდა ჩაერთოს. მას მინსკი 2-ის შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია. ასე ვიტყოდი, რუსეთმა და ევროპელებმა ამერიკა გვერდზე გაწიეს. მაგრამ დღეს ის პროცესების ეპიცენტრში უნდა ჩადგეს. საკითხის გადაწყვეტას, შესაძლოა, ალტერნატიული ფორმატი დასჭირდეს. მაგრამ საბოლოოდ, რუსეთს მოუწევს დონბასიდან გასვლა და რეგიონის უკრაინის იურისდიქციაში დაბრუნება. სამომავლოდ, იგივეს გაკეთება მოუწევს მას ყირიმშიც.
2016 წელს, სტატიაში სახელწოდებით „შავი ზღვის სავალდებულო საკითხები“ (“Black Sea Imperatives”) თქვენ დაწერეთ: „შავ ზღვაზე კონტროლის აღდგენა რუსეთის საერთაშორისო ძალაუფლების აღდგენის რევიზიონისტული ამბიციის საფუძველში დევს.“ რუსეთი ყირიმში სამხედრო ინფრასტრუქტურას აშენებს. რა გავლენას მოახდენს ეს ფაქტი რეგიონულ უსაფრთხოებასა და უკრაინის შანსებზე, დაიბრუნოს ნახევარკუნძული.
რუსეთის მიერ ყირიმის კონტროლი და მილიტარიზაცია შავ ზღვაზე რუსეთის ინტერესების გამტკიცებას ემსახურება. ამ ქმედებების შედეგად, შავი ზღვა უფრო მეტად ემსგავსება რუსულ ტბას, ისე, როგორც ეს საბჭოეთის დროს იყო. ვფიქრობ, უაღრესად მნიშვნელოვანია, ხელი შეეშალოს რეგიონის მილიტარიზაციას და რუსეთი ყირიმიდან განიდევნოს. თუ ყირიმი მოსკოვის ხელში დარჩება, ის მთელი რეგიონის დესტაბილიზაციას გამოიწვევს.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები