ვოლოდიმირ ზელენსკი

29 Dec. 2023, 13:12

[დაიბომბა] სამშობიარო განყოფილება, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები და კერძო სახლები, კომერციული საცავი და ავტოსადგომი. კიევი, ლვოვი, ოდესა, დნიპრო, ხარკოვი, ზაპორიჟია და სხვა ქალაქები.

დღეს რუსეთმა გამოიყენა მის არსენალში არსებული თითქმის ყველა იარაღი: კინჟალები, S-300-ები, ფრთოსანი რაკეტები და თვითმფრინავები. სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა გაუშვეს X-101/X-505 ტიპის რაკეტები. სულ, დაახლოებით, 110 რაკეტა გაისროლეს უკრაინის წინააღმდეგ, მათი უმეტესობა თავდაცვამ ჩამოაგდო. 

სამწუხაროდ, დარტყმების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. ყველა სამსახური მუშაობს უწყვეტ რეჟიმში და უზრუნველყოფს საჭირო დახმარებას.

ვუსამძიმრებ მათ, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანები. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ ტერორისტულ დარტყმებს. გავაგრძელებთ ბრძოლას მთელი ქვეყნის, ყველა ქალაქისა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებისთვის. რუსული ტერორი უნდა და დამარცხდეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს

ჩვენ მიერ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების გადამუშავება და გამოყენება გენებზე იმაზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე…