ლუდის მოედანი – ქართული პაბი გემრიელი კერძებითა და საუკეთესო ლუდით
ფოტო: წისქვილი ჯგუფი
გემრიელად მომზადებული გრილის კერძები და ქართული ავთენტური გემოები, გერმანული, ავსტრიული, ჰოლანდიური და ჩეხური ლუდის ფართო არჩევანი, უმაღლესი ხარისხის სერვისი, გამორჩეული გარემო და ცოცხალი მუსიკა — თუ გსურთ, ამ ყველაფრის კომბინაცია ერთ სივრცეში გამოცადოთ, მაშინ ლუდის მოედანს უნდა ესტუმროთ. ის ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე წისქვილის კომპლექსში შემავალი რესტორანია, რომელიც სხვა სივრცეებისგან განსხვავებით, კლასიკური პაბისა და თანამედროვე არქიტექტურული დეტალების სინთეზს წარმოადგენს.
ხინკალი, მწვადი, ქაბაბი და სხვა ქართული ტრადიციული კერძები,ასევე გრილის მენიუ– ასეთია ლუდის მოედნის კერძების მცირე ჩამონათვალი, რომლებსაც მზარეულები თქვენ თვალწინ, ღია გრილზე დაამზადებენ. შეუძლებელია აქ ვერ მიაგნოთ თქვენს საყვარელ გემოებს ან არ აღმოაჩინოთ ახალი საუცხოო არომატები. რაც მთავარია, ამ პროცესს კიდევ უფრო მეტ ხიბლს შესძენს საუკეთესო ხარისხის ლუდი, რომლის ფართო ასორტიმენტსაც რესტორანი დაგახვედრებთ. მათ შორისაა, გერმანული ვარშტაინერი, ბენედიქტინერი და შოფერჰოფერი, ჰოლანდიური გროლში და ჩეხური პილსნერი.
"ლუდის მოედანი 2004 წელს შეიქმნა. იმ დროს თბილისში არ არსებობდა სივრცე, სადაც კულტურულად დალევდი ლუდს და შეჭამდი ხინკალს ან სხვა ქართულ ტრადიციულ კერძებს. ამიტომ ასეთი ადგილი თბილისს მაშინ ძალიან სჭირდებოდა. ამან გადაგვაწყვეტინა შეგვექმნა რესტორანი, რომელიც გასცდებოდა დუქნის სტილს და სტუმრებს მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებდა. დღეს ლუდის მოედანი ადგილობრივების ერთ-ერთი რჩეული სივრცეა და ადგილი, სადაც სიამაყით მოჰყავთ უცხოელი სტუმრები ქართული კერძების დასაგემოვნებლად", — ამბობს წისქვილი ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი და რესტორნის მთავარი არქიტექტორი მამუკა ჩხაიძე.
ფოტო: წისქვილი ჯგუფი
ლუდის მოედანზე იპოვით სხვადასხვა ტიპის დარბაზს, ღია და დახურულ სივრცეებს, სადაც ოჯახთან, მეგობრებთან ან ბიზნეს პარტნიორებთან ერთად მყუდროდ შეძლებთ მოკალათებას. რესტორანში ხშირად უმასპინძლდებიან საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენლებსა და სხვა საპატიო სტუმრებს, რადგან აქ ყველაფერია, რაც ასეთ დროსაა საჭირო — კომფორტული გარემო სასაუბროდ, უმაღლესი ხარისხის მომსახურება და გემრიელი ქართული კერძები.
რა დროსაც არ უნდა მოხვიდეთ ლუდის მოედანზე, დილით ნაბახუსევზე, შუადღეს სადილისთვის თუ საღამოს სავახშმოდ. სულ მოძრაობაა, უწყვეტად ცხვება პური და გრილზე საუცხოო კერძები შიშხინებს. ასე რომ, თუ განტვირთვა და ლუდთან ერთად გემრიელად ჭამა გინდათ,ლუდის მოედნის კარი თქვენთვის ყოველთვის ღიაა.
მისამართი — ბელიაშვილის 99
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
"მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა "მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"
გადახედვა
-
რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს? რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს?
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის? უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის?
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
კომენტარები