19 ორგანიზაცია ავრცელებს განცხადებას განათლების სამინისტროსთან მიმდინარე პროტესტის თაობაზე
ფოტო: გიორგი გიორგაშვილი / On.ge
რა ხდება: მესამე დღეა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პედაგოგები საპროტესტო აქციას მართავენ.
- ისინი მიიჩნევენ, რომ დირექტორთა შესარჩევი კონკურსიდან უსამართლოდ დაბლოკეს.
- მიზეზად სხვადასხვა ფაქტორს ასახელებენ.
- მაია ეკალაძის აზრით, რომელიც მესამე დღეა, სამინისტროსთან, პროტესტის ნიშნად შიმშილობს, ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, პოლიტიკური დამოკიდებულებები იყოს, მათ შორის, ისიც, რომ მარტში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობდა.
- ეკალაძე აღნიშნავს, რომ ეს შესარჩევი კონკურსების არასამართლიანად ჩატარების პირველი შემთხვევა არ არის და უკვე მრავალი წელია, 2014 წლის შემდეგ ასე ხდება.
პროტესტის მონაწილე პედაგოგების მოთხოვნაა: დირექტორების დანიშვნა დისკრეციული წესით იმ სკოლებში, რომლებსაც ამ დრომდე, დირექტორობის მოვალეობის შემსრულებლები ხელმძღვანელობენ.
გაიგე მეტი: "დირექტორებისგან არალეგალური საარჩევნო შტაბის შექმნა სურთ" — პროტესტის მეორე დღე სამინისტროსთან
რა წერია 19 საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში
პროფესიული ჯგუფები, შექმნილი სიტუაციის განმუხტვისა და საჯარო სკოლის დირექტორების არჩევნების პროცესის ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციებით მიმართავენ:
- გამოცხადდეს ხელახალი კონკურსი იმ სკოლებში, სადაც სამეურვეო საბჭოსათვის არ იყო წარდგენილი დირექტორობის კანდიდატ(ებ)ი;
- შეიცვალოს სკოლებში დირექტორობის კანდიდატების წარდგენის წესი და ამ სკოლებში ნებისმიერ სერტიფიცირებულ კანდიდატს მიეცეს მისთვის სასურველ სკოლაში დირექტორობის კანდიდატად დარეგისტრირების უფლება. დირექტორობის კანდიდატის თანამდებობასთან შესაბამისობა გადაწყვიტოს მხოლოდ სკოლების სამეურვეო საბჭომ, სამინისტროს მიერ დანიშნული გასაუბრების გარეშე.
- სასერტიფიკატო წერითი გამოცდაჩაბარებული დირექტორობის მსურველებისთვის (162 ადამიანი) დაინიშნოს ხელახალი გასაუბრება. გასაუბრების წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, ამ პირებსაც მიეცეთ ხელახალ არჩევნებში მონაწილეობის უფლება;
- გაიმართოს მოლაპარაკებები სერტიფიცირებულ დირექტორობის კანდიდატებთან და იმ სკოლებში, სადაც არ იქნება სერტიფიცირებული კანდიდატი (1-3 პუნქტის განხორციელების შემდეგაც), დისკრეციის უფლებით დაინიშნონ სერტიფიცირებული კანდიდატები. ასეთ(ებ)ის არ არსებობის შემთხვევაში, დისკრეციის უფლებამოსილების გამოყენება დასაბუთებული იყოს არგუმენტირებულად.
- შეიქმნას სამუშაო ჯგუფი (სპეციალური კომისია), რომელიც უზრუნველყოფს სკოლის დირექტორობის შერჩევისა და არჩევის ახალი წესის შემუშავებას, რომლის საფუძველზეც მომავალში ჩატარდება დირექტორების კონკურსი; სასერტიფიკატო გამოცდაჩაბარებული დირექტორობის მსურველებისთვის (162 ადამიანი) ჩაატარებს გასაუბრებას და შეიმუშავებს სტრატეგიას სკოლის დირექტორების მუდმივი პროფესიული განვითარების სისტემის შესაქმნელად.
- "სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კომისია დაკომპლექტებული იყოს მაღალი რეპუტაციის მქონე თემატური საზოგადოებრივი ორგანიზაციების, განათლების სპეციალისტების, სახალხო დამცველისა და სხვა შესაბამისი წარმომადგენლების მიერ", — აღნიშნავენ ორგანიზაციები და ასევე, მოითხოვენ,
- სამუშაო ჯგუფის მიერ შექმნილი დოკუმენტების აღსრულების ვალდებულება დაეკისროს მთავრობას, პარლამენტსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
ამავე თემაზე: შიმშილობის ერთი დღე — რას აპროტესტებენ მასწავლებლები
განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები:
1. განათლების კოალიცია
2. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR)
3. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
4. ღია სივრცე კავკასია (COS)
5. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
6. მშობლები განათლებისთვის
7. საფარი
8. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
9. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
10. ა(ა)იპ შეხვედრის ადგილი დმანისი
11. თავისუფალი ასოციაცია
12. საერთაშორისო გამჭვირვალობა, საქართველო
13. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
14. დემოკრატიის მცველები
15. სამოქალაქო განათლებისა და რეაბილიტაციის ცენტრი (CERC)
16. ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD)
17. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
18. საქართველოს მომავლის აკადემია (GFA)
19. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები