ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში — თიბისი კაპიტალმა AmCham-ის წევრებს პუბლიკაცია წარუდგინა
ფოტო: თიბისი
თიბისი კაპიტალმა, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, მაკრო-სექტორულ ღონისძიებას უმასპინძლა.
პუბლიკაციში - „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში“ საქართველოს ეკონომიკაზე და ქართულ ბიზნესზე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის პოტენციური გავლენაა განიხილული.
საქართველოსთვის ევროკავშირი სტრატეგიული ეკონომიკური პარტნიორია.
თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაში განხილულია სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, რომელიც აჩვენებს თუ როგორ უწყობს ხელს კანდიდატის სტატუსი ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.
პუბლიკაციაში განხილული ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ერთ-ერთია ბულგარეთის მაგალითი. ბულგარეთმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ — 2000-2006 წლებში, ევროკავშირში ექსპორტის წლიურმა ზრდამ 23% შეადგინა. 2022 წელს კი — 60%. წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება ბულგარეთში თითქმის 8-ჯერ გაიზარდა. გაუმჯობესდა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგიც.
შეხვედრაზე თიბისი ჯგუფის მთავარმა ეკონომისტმა - ოთარ ნადარაიამ, მაკროეკონომიკური მდგომარეობა და მოლოდინები მიმოიხილა.
ქვეყანაში წმინდა სავალუტო შემოდინებები ისეთი ძლიერი აღარაა და მცირდება, რასაც ისტორიული დინამიკის გათვალისწინებით, თიბისი კაპიტალი არა კლებად, არამედ ნორმალიზებად აფასებს.
საქართველოში მიგრაციამ 2023 წელს პიკს უკვე მიაღწია და მომავალში ტენდენციის კლებაა მოსალოდნელი.
უკვე დაბალია ფასების ზრდის ტემპიც. ეს კი, ეკონომიკის ზრდის ნორმალიზებასთან ერთად ნიშნავს, რომ ლარში გაყიდვების და მომგებიანობის მატების უფრო ზომიერი ტემპია მოსალოდნელი.
ნაკლებსავარაუდოა ლარის მკვეთრი გამყარება. ამასთან, ანალიტიკოსების უმრავლესობა, მომდევნო წლებში აშშ დოლართან მიმართებაში უფრო მყარ ევროზე თანხმდება.
საპროცენტო განაკვეთების კუთხით, ლარის და როგორც ჩანს, დოლარისა და ევროს შემთხვევაშიც, პიკური პერიოდები უკვე გადავლილია.
პუბლიკაციაში, საბაზო სცენარების გარდა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებიცაა განხილული. მნიშვნელოვანია კონფლიქტის გავლენა საქართველოში ტურიზმსა და ფულად გზავნილებზე. ისრაელის წილი საქართველოში ტურიზმის მიმართულებით - 6,7%, ფულად გზავნილებში კი 5,3%-ია. ნოემბრის მდგომარეობით, თიბისის არხებით ისრაელის მოქალაქეების მიერ საბარათე გადახდებისა და ისრაელიდან გზავნილების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე გზავნილებზე ნეგატიური გავლენა არ იკვეთება და ტურიზმის შემცირებასთან ერთად, ისრაელიდან პოზიტიური მიგრაციის ეფექტიც ჩანს.
"ამერიკის სავაჭრო პალატისა და თიბისის ერთობლივი ღონისძიებები უკვე ტრადიციაა. 2022-ის ბოლოსაც შევაჯამეთ წელი. წელს პალატის წევრებს მეორედ შევხვდით და მაკროსექტორული შეჯამება და სამომავლო პროგნოზები წარვუდგინეთ იმისთვის, რომ სწორი სტრატეგიული გადაწყვეტები მიიღონ. ყველა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია სწორი მოლოდინი და ხედვა ჰქონდეს იმ გარემოში, სადაც ოპერირებს. სწორედ ამიტომ, თიბისი კაპიტალმა, როგორც ქართული ბიზნესების სტრატეგიულმა მრჩეველმა, პირველმა გამოაქვეყნა პუბლიკაცია და გააანალიზა პრაქტიკაში რას ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისთვის და ბიზნესსექტორისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ოპტიმისტურად ვუყურებთ იმ შესაძლებლობებს, რაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მოჰყვება. AmCham-თან ერთად, თიბისი იქნება ბიზნესების მხარდამჭერი საერთაშორისო წარმატებისკენ მიმავალ გზაზე", — გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას შეგიძლიათ გაეცანოთ ბმულზე.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები