საქართველოს ბანკი — საუკეთესო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკი
ფოტო: საქართველოს ბანკი
Euromoney-იმ 2023 წლის Awards for Excellence-ის ფარგლებში საქართველოს ბანკი საუკეთესო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსურ ინსტიტუტად დაასახელა საქართველოში.
1992 წლიდან Euromoney-ი არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა საბანკო და საფინანსო სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს ისეთი ფინანსური ინსტიტუტების გამოვლენასა და აღიარებას, რომლებიც პოზიტიურ ცვლილებას ახორციელებენ.
წელს განსაკუთრებული ყურადღება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებას დაეთმო. რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ბანკი საქართველოში საუკეთესო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკად დასახელდა.
საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა სამ ძირითად მიმართულებას აერთიანებს, როგორებიცაა განათლების შესაძლებლობების შექმნა, ბიზნესის მხარდაჭერა და დასაქმების ხელშეწყობა.
ამ კუთხით, ფინანსური ინსტიტუტის პორტფოლიო 100-ზე მეტ პროექტს ითვლის. მათ შორის, განათლების მიმართულებით ბანკი 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს, რომელთა ბენეფიციარების რაოდენობა 120 000-ს აჭარბებს.
ფინანსური ინსტიტუტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის, მათ შორის მაღალმთიან, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნაა.
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი იდეათეკების პროექტს ახორციელებს. ფინანსური ინსტიტუტის ინიციატივით, საქართველოს 8 რეგიონში უკვე 20 იდეათეკა ფუნქციონირებს, რომელიც 10 000-მე მეტ მოსწავლეს აძლევს წვდომას თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებზე - მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკაზე, კომპიუტერებსა და პროექტორებზე. ასევე, იდეათეკებში შექმნილია STEM კუთხეები, რომლებიც მოსწავლეებს აძლევს STEM მიმართულებით საბაზისო ცოდნის მიღების შესაძლებლობას.
ამასთან, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება სამი — ჩივნინგის, ფულბრაიტისა და Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამა, რომლებიც შესაძლებლობას აძლევს ქართველ ახალგაზრდებს, მიიღონ განათლება ევროპისა და აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში. ინიციატივის ფარგლებში, უკვე 50-მდე ახალგაზრდამ მიიღო განათლება საუკეთესო უნივერსიტეტებში.
საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის ბანკმა სულ ახლახან, სასტიპენდიო პროგრამა შექმნა. ინიციატივის ფარგლებში, 14 პარტნიორ უნივერსიტეტში ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ 100%-იანი ან ნაწილობრივი სწავლის დაფინანსება უნივერსიტეტების მიერ ინდივიდუალურად შერჩეული პრიორიტეტული მიმართულებით სწავლისას. პროექტი განგრძობით ხასიათს ატარებს. რაც ნიშნავს იმას, რომ ბანკი სწავლას ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ სტუდენტს დაუფინანსებს.
ახალგაზრდების მომავლის პროფესიებით დაინტერესებისა და STEM მიმართულებით რეგიონში მცხოვრები მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ბანკი კომაროვის სკოლასთან ერთად STEM-ის ონლაინ სკოლის პროექტს ახორციელებს.
გარდა ამისა, საქართველოს ბანკი მხარს უჭერს და აფინანსებს სხვადასხვა ოლიმპიადას, განათლების ფესტივალს, გამოფენასა თუ ჰაკათონს. წელს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და GELi-ს ინიციატივით, საქართველოში პირველი ეკონომიკის ოლიმპიადა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 342 სკოლის 1200-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. საქართველო ქვეყნის მასშტაბით ოლიმპიადაზე რეგისტრირებულთა რაოდენობით რეგიონში ლიდერის პოზიციებს იკავებდა.
ეს საქართველოს ბანკის პორტფოლიოში არსებული პროექტების მხოლოდ ნაწილია. ფინანსური ინსტიტუტი აქტიურად აგრძელებს საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებასა და მხარდაჭერას, ყოველწლიურად იზრდება განხორციელებული პროექტების მასშტაბები და იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლისთვისაც საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობებს ქმნის.
საქართველოს ბანკი არ ჩერდება და სფეროს ექსპერტებთან გრძელვადიანი, მდგრადი პარტნიორობის შედეგად მრავალი ახალი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას გეგმავს.
ფინანსური ინსტიტუტის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
-
თეთრი სახლის კორესპონდენტების სადილზე სროლა იყო — სავარაუდო მსროლელი დააკავეს თეთრი სახლის კორესპონდენტების სადილზე სროლა იყო — სავარაუდო მსროლელი დააკავეს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი ქვეყნიდანაა ეს ცნობილი ადამიანი? ქვიზი: რომელი ქვეყნიდანაა ეს ცნობილი ადამიანი?
-
OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის "ყველაზე ჭკვიანი და ინტუიციური" მოდელი გამოუშვა — გაიცანით GPT-5.5 OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის "ყველაზე ჭკვიანი და ინტუიციური" მოდელი გამოუშვა — გაიცანით GPT-5.5
გადახედვა
-
26 აპრილიდან ილიას განათლების ფესტივალი 2026 საქართველოს 8 რეგიონსა და 11 ქალაქში გაიმართება 26 აპრილიდან ილიას განათლების ფესტივალი 2026 საქართველოს 8 რეგიონსა და 11 ქალაქში გაიმართება
გადახედვა
-
საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა
გადახედვა
-
ვინ არიან ComCom-ის ახალი წევრები? ვინ არიან ComCom-ის ახალი წევრები?
გადახედვა
-
"საფარი": "საფარი" ლ. ჭ.-ს მიერ ქალის გაუპატიურების შესაძლო ფაქტზე დაწყებულ საქმეში ჩაერთო "საფარი": "საფარი" ლ. ჭ.-ს მიერ ქალის გაუპატიურების შესაძლო ფაქტზე დაწყებულ საქმეში ჩაერთო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
-
"სიზმრისეული სამყარო" — მსოფლიოში პირველი LSD გამოცდილების უცნაური ისტორია "სიზმრისეული სამყარო" — მსოფლიოში პირველი LSD გამოცდილების უცნაური ისტორია
გადახედვა
-
POG: კახეთში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 2 პირი დააკავეს POG: კახეთში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ანა ქავთარაძე: ბავშვთა ჯანმრთელობა ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც ყოველდღიურად ირღვევა ანა ქავთარაძე: ბავშვთა ჯანმრთელობა ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც ყოველდღიურად ირღვევა
გადახედვა
-
თბილისი თუ ბათუმი — სად არის უფრო მომგებიანი ცხოვრება, საცხოვრებლის შეძენა ან ქირა თბილისი თუ ბათუმი — სად არის უფრო მომგებიანი ცხოვრება, საცხოვრებლის შეძენა ან ქირა
-
ტრამპი მიიჩნევს, რომ G20-ის სამიტზე პუტინის ჩამოსვლა "ძალიან სასარგებლო იქნებოდა“ ტრამპი მიიჩნევს, რომ G20-ის სამიტზე პუტინის ჩამოსვლა "ძალიან სასარგებლო იქნებოდა“
გადახედვა
-
მოსამართლემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა მოსამართლემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
გადახედვა
-
Stranger Things-ის ანიმაციური სერიალი დეპრესიული და გაცვეთილია — რას წერენ კრიტიკოსები Stranger Things-ის ანიმაციური სერიალი დეპრესიული და გაცვეთილია — რას წერენ კრიტიკოსები
გადახედვა
-
უნგრეთის ისტორიაში პირველად, მინისტრის პოსტს უსინათლო ვილმოშ კატაი-ნემეტი დაიკავებს უნგრეთის ისტორიაში პირველად, მინისტრის პოსტს უსინათლო ვილმოშ კატაი-ნემეტი დაიკავებს
გადახედვა
-
ილონ მასკი VS სემ ალტმანი: რას გვიყვება სასამართლოში წარმოდგენილი უხერხული დოკუმენტები ილონ მასკი VS სემ ალტმანი: რას გვიყვება სასამართლოში წარმოდგენილი უხერხული დოკუმენტები
გადახედვა
-
სპს: მხედველობაში მიღებულ იქნა უშუალოდ მსჯავრდებულ ზვიად რატიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია სპს: მხედველობაში მიღებულ იქნა უშუალოდ მსჯავრდებულ ზვიად რატიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია
გადახედვა
-
დაწურული თუ მთლიანი — რატომ სჯობს ვაშლის ჭამა მის დალევას დაწურული თუ მთლიანი — რატომ სჯობს ვაშლის ჭამა მის დალევას
-
ლევან ხაბეიშვილი: ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიგიჟე — 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო. დღეს რას აკეთებენ, 24-ში? ლევან ხაბეიშვილი: ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიგიჟე — 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო. დღეს რას აკეთებენ, 24-ში?
გადახედვა
-
რამდენიმე აზერბაიჯანულ გემს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოეხსნა რამდენიმე აზერბაიჯანულ გემს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოეხსნა
გადახედვა
კომენტარები