აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი თეგეტა ჰოლდინგის წარმომადგენლობას შეხვდა
ფოტო: თეგეტა
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა „თეგეტა ჰოლდინგის“ მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა. მასაცუგუ ასაკავა საქართველოში კავკასიაში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. საერთაშორისო ორგანიზაციის უმაღლესი რანგის პერსონა თეგეტას წარმომადგენლებს სომხეთის მთავრობასთან ვიზიტის შემდგომ შეხვდა, რომელიც მიმდინარე წარმატებული პარტნიორობის აღსანიშნავად ჩაინიშნა.
თეგეტა ჰოლდინგი რეგიონის მასშტაბით პირველი კომპანიაა საავტომობილო ინდუსტრიის ისტორიაში, რომელმაც მწვანე სტატუსის ობლიგაციები გამოუშვა და მისი მთავარი ინვესტორი სწორედ აზიის განვითარების ბანკია. ამ ობლიგაციების განთავსება პრეცედენტულია ასევე იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ თეგეტა ქართული კაპიტალის ბაზარზე პირველი კომპანია აღმოჩნდა, რომელმაც ლარში მწვანე ობლიგაციები განათავსა.
ვახტანგ კაჭარავა, თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი: "მიმდინარე წელს თეგეტამ შექმნა კიდევ ერთი პრეცედენტი და გახდა პირველი კომპანია რეგიონში, რომელმაც მწვანე ობლიგაციები განათავსა კაპიტალის ბაზარზე ლარში. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროექტის მთავარი ინვესტორი აზიის განვითარების ბანკია და ბატონ ასაკავასთან შეხვედრა ჩვენი თანამშრომლობის მკაფიო დადასტურებაა.
მოხარულები ვართ, რომ შეხვედრის ფარგლებში პრეზიდენტის მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა ამ პროექტის მნიშვნელობა და წარმატებულ თანამშრომლობად შეფასდა. განვიხილეთ ჩვენი პარტნიორობა და ვისაუბრეთ სამომავლო განვითარებასა და ერთობლივ პროექტებზე".
ADB თეგეტა ჰოლდინგში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას დებს. თეგეტამ არსებული ემისიის პროსპექტის ფარგლებში აიღო ვალდებულება, ეკოლოგიური ტრანსპორტის სეგმენტი კიდევ უფრო განავითაროს. 20 მილიონი ლარის ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებული თანხა მთლიანად მწვანე პროექტებს მოხმარდება, რაც მდგრადი განვითარების მიმართ თეგეტას გრძელვადიან ინტერესს უსვამს ხაზს. ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში ამ პროექტის სტატუსი და თეგეტას მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება შეფასდა.
ფოტო: თეგეტა
შეხვედრაზე თეგეტასთვის, როგორც კერძო ბიზნესისთვის, რომელიც, ქვეყნის გარდა, რეგიონის მასშტაბით ფართო განვითარების გზას ადგას, არაერთი პერსპექტივა განისაზღვრა.
აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტის მასაცუგუ ასაკავას ვიზიტს თვალს ადევნებს მსოფლიო მედია და მისი შეხვედრა თეგეტას მენეჯმენტთან საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა.
ფოტო: თეგეტა
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ „თეგეტა ჰოლდინგის“ მიერ მწვანე ობლიგაციების ემისიის პროსპექტის ფარგლებში შეძენილი ეკოლოგიური ტრანსპორტიც დაათვალიერა და პირადად გამოცადა. მასაცუგუ ასაკავამ ADB-ს ოფისამდე ელექტრომობილით იმგზავრა.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
გადახედვა
-
ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ" ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა" შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია
-
OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე? OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე?
გადახედვა
კომენტარები