ბიზნესასოციაციები და კლასტერები სრულად აღჭურვილი 4B სივრცეებით უფასოდ ისარგებლებენ
ფოტო: საქართველოს ბანკი
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, იწყებს ინოვაციურ ინიციატივას სექტორული ბიზნეს ასოციაციებისა და კლასტერებისთვის. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ექნებათ შესაძლებლობა, საქართველოს ბანკის 4B-ის ორივე ფილიალში (ალ. ყაზბეგის გამზ. N15 და გუდიაშვილის ქ. N2) სრულად აღჭურვილი შეხვედრებისა თუ მასშტაბური ღონისძიებების სივრცეებით უფასოდ ისარგებლონ.
ინიციატივის ოფიციალური წარდგენა ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისთვის ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში უკვე მოხდა, სადაც საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა პროექტის მონაწილე 11 ასოციაციასა და კლასტერს 4B სივრცეების სპეციფიკა და განლაგება შემოთავაზებული უპირატესობები, სივრცეების გამოყენების წესები და პროცედურები გააცნეს. შეხვედრას USAID-ის დელეგაციის, საქართველოს ბანკისა და სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
4B წარმოადგენს სრულიად ახალი კონცეფციის მქონე ბიზნეს სივრცეს, რომელიც ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ყველა სერვისს აერთიანებს. აქამდე 4B სივრცეების განსაკუთრებული პირობებითა და შეთავაზებებით სარგებლობა მხოლოდ საქართველოს ბანკის პარტნიორ, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეეძლოთ.
აღნიშნული სტრატეგიული თანამშრომლობა მიზნად ისახავს ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების (BSO) ხელშეწყობას და ინსტიტუციური და ფინანსური მდგრადობის გაძლიერებას, რაც ასოციაციებსა და კლასტერებს დაეხმარება, ეფექტურად უპასუხონ არსებული წევრების საჭიროებებს და მოიზიდონ ახალი პარტნიორები. ასევე, შექმნან დამატებითი შესაძლებლობები მთლიანად სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის. საპილოტე ეტაპზე, ინიციატივა მორგებულია USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის პარტნიორი და ბენეფიციარი ასოციაციებისა და კლასტერების საჭიროებებზე.
"ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისთვის, ჩვენმა პროგრამამ განახორციელა ოთხწლიანი ორგანიზაციაზე მორგებული მხარდაჭერის პროგრამა (OCAP), და ჯამში ხელი შევუწყეთ 21 ორგანიზაციის განვითარებას, ანალიტიკის, სწავლების, მენტორობისა და საგრანტო კომპონენტის გამოყენებით. საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა დამატებით სერვისებს ვთავაზობთ BSO-ებს, რათა კიდევ უფრო გავამყაროთ ბიზნეს ასოციაციებისა და კლასტერების პოზიციონირება, და მათ მოიტანონ უფრო მეტი სასიკეთო ცვლილება იმ სექტორებისთვის, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ," — ნათია კაციაშვილი, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენელი.
"USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთად, 2021 წლიდან არაერთ პარტნიორულ ინიციატივას ვახორციელებთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, მათ შორის: BizLink Clinic, B2B ფორუმები, სავაჭრო მისიები. ამჯერად, მხარს ვუჭერთ ბიზნეს ასოციაციებსა და კლასტერებს, ისარგებლონ 4B სივრცის სერვისებით. 4B ფილიალებში მათ ექნებათ შესაძლებლობა, დაჯავშნონ და ისარგებლონ სამუშაო სივრცეებით, დაგეგმონ შეხვედრები, დაესწრონ სხვადასხვა, მათთვის საინტერესო ღონისძიებას, შეხვდნენ დარგის ექსპერტებს და მიიღონ მათთვის სასარგებლო ბიზნეს რჩევები. ასევე, ისარგებლონ პარტნიორი კომპანიების მიერ მათთვის შექმნილი სპეციალური შეთავაზებებით," — რუსუდან ბარათაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.
"ჩვენი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე რეგულარულად გვაქვს შეხვედრები და ტრენინგები ჩვენს წევრებთან, ასევე ვატარებთ ბორდის შეხვედრებს და ასეთი ტიპის სივრცეების, განსაკუთრებით ამფითეატრის დარბაზის გამოყოფის შესაძლებლობა, ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იქნება ჩვენთვის. USAID - ის პროგრამასთან ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა და აქტივობა გვაკავშირებს, გვახარებს რომ კორპორატიული გაყიდვების ხელშეწყობისთვის და პროდუქტის გაყიდვების კუთხით საქართველოს ბანკთანაც ვიწყებთ თანამშრომლობას და ვფიქრობ, მსგავსი წახალისებები ერთიანობაში ძალიან გაზრდის და დაეხმარება ჩვენს ორგანიზაციას ზრდასა და წინსვლაში", — ანა შანშიაშვილი, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.
-
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა
გადახედვა
-
"სრული აბსურდი" — მამუკა მდინარაძის პრესსამსახური ღარიბაშვილის წერილზე "სრული აბსურდი" — მამუკა მდინარაძის პრესსამსახური ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
-
"ბიბლუსი": გლდანის ფილიალში ლაშა ბუღაძისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის წიგნები დააზიანეს "ბიბლუსი": გლდანის ფილიალში ლაშა ბუღაძისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის წიგნები დააზიანეს
გადახედვა
-
ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
გადახედვა
-
ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
გადახედვა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში? როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში?
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები)
გადახედვა
-
რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის
გადახედვა
-
მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა
გადახედვა
-
გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს
გადახედვა
-
ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე
გადახედვა
-
გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია
გადახედვა
-
რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე
გადახედვა
კომენტარები