იმის მიუხედავად, რომ ბაიდენმა სი ძინპინს კვლავ დიქტატორი უწოდა, პრეზიდენტები შეხვედრას პროდუქტიულს უწოდებენ — რა გავიგეთ
ფოტო: Reuters
რა ხდება: აშშ და ჩინეთი შეთანხმდნენ, რომ მზარდი დაძაბულობის შესამცირებლად, სამხედროებს შორის მაღალი დონის კონტაქტებს აღადგენენ.
სტრიქონებს შორის: ეს კონტაქტი ჩინეთმა შეწყვიტა 2002 წელს, მას შემდეგ, რაც აგვისტოში, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ჩავიდა ტაივანში, რომელსაც ჩინეთი თავის ტერიტორიად აცხადებს.
”ჩვენ დავუბრუნდით პირდაპირ, ღია, მკაფიო კომუნიკაციას,” — თქვა ჯო ბაიდენმა კალიფორნიაში, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ.
დეტალები: აშშ-სა და ჩინეთის პირველი პირები, 1 წლის განმავლობაში, პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.
- პრესკონფერენციაზე ბაიდენმა თქვა, რომ კომუნიკაციის ნაკლებობა მათ შორის აღარ იქნება და საჭიროების დროს, ორივე მათგანს შეეძლება, "აიღოს ტელეფონი და პირდაპირ დარეკოს".
- აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ ისინი კვლავ ბევრ რამეზე ვერ თანხმდებიან, შეხვედრა იყო ერთ-ერთი ყველაზე კონტრუქციული და პროდუქტიული.
- მოგვიანებით, აშშ-ის ბიზნეს ლიდერებთან ვახშამზე სიმ თქვა, რომ სურს ამერიკასთან უკეთესი ურთიერთობები ჰქონდეს.
- "ჩინეთი-აშშ-ს ურთიერთობები აღარ შეიძლება, იყოს დახურული და ახლა ის კვლავ ღიაა. ჩვენ გვჭირდება მეტი ხიდის აგება და მეტი გზის გაკვალვა ერთმანეთს შორის", — თქვა სი ძინპინმა.
საკითხები, რაზეც ორი ლიდერი შეთანხმდა
გარდა სამხედრო ურთიერთობის აღდგენისა, ორმა მხარემ სხვა მნიშვნელოვან შეთანხმებებსაც მიაღწია.
- მათ შორის, შეთანხმდნენ, რომ გადადგამენ ნაბიჯებს, ფენტალინის უკანონო წარმოების და ბრუნვის წინააღმდეგ საბრძოლველად.
- ლიდერებმა განიხილეს ღაზისა და ისრაელის კონფლიქტი. თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბაიდენმა სთხოვა ჩინეთს, გამოიყენოს გავლენები ირანზე, არ გადადგას პროვოკაციული ნაბიჯები.
- ორი ლიდერი, ასევე, შეთანხმდა, რომ აუცილებელია ხელოვნური ინტელექტის სისტემებთან დაკავშირებული რისკების დაძლევა.
- ასევე, ჰქონდათ ხანგრძლივი საუბარი ტაივანთან დაკავშირებით, რომელიც, ერთ-ერთი ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, რჩება ყველაზე დიდ და საშიშ პრობლემად აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობაში.
დაძაბულობა კვლავ რჩება
იმის ნიშნად, რომ ურთიერთობებში სირთულეები კვლავ რჩება, ბაიდენმა, სცენიდან ჩასვლისას, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სი — დიქტატორია.
- ასეთივე კომენტარი ბაიდენმა ივნისშიც გააკეთა, მაშინ მის განცხადებას ჩინეთის მკაცრი შეფასებები მოჰყვა და "სრულიად აბსურდული და უპასუხისმგებლო" უწოდეს.
- დღეს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კვლავ დაგმო ბაიდენის შეფასება და თქვეს, რომ ეს იყო "სრულიად არასწორი" და "პოლიტიკური მანიპულაცია".
- ბაიდენის განცხადების შესახებ არაფერი დაუწერია ჩინურ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო სინხუას. გამოცემა აღნიშნავს, რომ პრეზიდენტების შეხვედრა პროდუქტიული იყო.
მსგავსი თემა: ჩინეთის 50-ცენტიანი არმია მსოფლიოში ყალბ ამბებს ავრცელებს — რისთვის უნდა ვიყოთ მზად
-
ილია მიქელაიშვილი: დაცული იქნება არხის არსებული სარედაქციო პოლიტიკა ილია მიქელაიშვილი: დაცული იქნება არხის არსებული სარედაქციო პოლიტიკა
გადახედვა
-
ქვიზი: სერიალში მოხდა თუ საქართველოში? ქვიზი: სერიალში მოხდა თუ საქართველოში?
-
ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია "იმედი" გაყიდა — ვინაა მყიდველი? ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია "იმედი" გაყიდა — ვინაა მყიდველი?
გადახედვა
-
ჩინეთს დედამიწის ორბიტაზე მონაცემთა ცენტრების განთავსება სურს ჩინეთს დედამიწის ორბიტაზე მონაცემთა ცენტრების განთავსება სურს
გადახედვა
-
ერთი წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე გდდ-ს 2 თანამშრომელი დააკავეს ერთი წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე გდდ-ს 2 თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
11 თებერვალს ტექნოლოგიებითა და მეცნიერებით დაინტერესებული ქალებისთვის ღონისძიება გაიმართება 11 თებერვალს ტექნოლოგიებითა და მეცნიერებით დაინტერესებული ქალებისთვის ღონისძიება გაიმართება
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოში ელ-კომერციის სექტორის წარმომადგენლებთან კვლევის შედეგები წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოში ელ-კომერციის სექტორის წარმომადგენლებთან კვლევის შედეგები წარადგინა
-
როგორი ამინდი იქნება 10 თებერვლამდე? როგორი ამინდი იქნება 10 თებერვლამდე?
გადახედვა
-
ჯუჯა შიმპანზეებს წარმოსახვის უნარი აქვთ? — რა აჩვენა მეცნიერთა ექსპერიმენტმა ჯუჯა შიმპანზეებს წარმოსახვის უნარი აქვთ? — რა აჩვენა მეცნიერთა ექსპერიმენტმა
გადახედვა
-
ზამთრის ოლიმპიური თამაშები იწყება — საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი ზამთრის ოლიმპიური თამაშები იწყება — საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი
-
ბოლო 2 დღეში საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს — დაკავებულია 39 პირი ბოლო 2 დღეში საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს — დაკავებულია 39 პირი
გადახედვა
-
მიქელანჯელოს ახლად აღმოჩენილი ფეხის ესკიზი $23 მილიონად გაიყიდა მიქელანჯელოს ახლად აღმოჩენილი ფეხის ესკიზი $23 მილიონად გაიყიდა
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილს ანგარიშები დაუყადაღეს და თეა წულუკიანის საჩივრის საფუძველზე 9 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა ლევან ხაბეიშვილს ანგარიშები დაუყადაღეს და თეა წულუკიანის საჩივრის საფუძველზე 9 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
გადახედვა
-
ტექოლიმპიადების ჰაბის — Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა ტექოლიმპიადების ჰაბის — Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
-
ჯანდაცვის სამინისტრო: ფსიქოტროპულების ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო, 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობები დაეკისრა ჯანდაცვის სამინისტრო: ფსიქოტროპულების ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო, 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობები დაეკისრა
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ ნიკოლოზ ბარათაშვილს? ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ ნიკოლოზ ბარათაშვილს?
-
სეს-მ Fire Wok-ს, "ბამბუს" და კვების კიდევ 7 ობიექტს თბილისში საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მ Fire Wok-ს, "ბამბუს" და კვების კიდევ 7 ობიექტს თბილისში საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
სადაზღვევო კომპანია ვაიზერსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა სადაზღვევო კომპანია ვაიზერსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
-
შალვა პაპუაშვილი მზადაა, ევროინტეგრაციის რისკებზე სასაუბროდ "ნეიტრალურ საქართველოსთან" დებატებში ჩაერთოს შალვა პაპუაშვილი მზადაა, ევროინტეგრაციის რისკებზე სასაუბროდ "ნეიტრალურ საქართველოსთან" დებატებში ჩაერთოს
გადახედვა
-
მეცნიერებმა მარსულ მეტეორიტში წყლის კვალს მიაგნეს მეცნიერებმა მარსულ მეტეორიტში წყლის კვალს მიაგნეს
გადახედვა
-
"ირაკლი კობახიძის ინიციატივის გათვალისწინებით" "სავანეთი", "დილა", "კოდა" და "კუმისი" კვერცხზე ფასს 5%-ით ამცირებენ "ირაკლი კობახიძის ინიციატივის გათვალისწინებით" "სავანეთი", "დილა", "კოდა" და "კუმისი" კვერცხზე ფასს 5%-ით ამცირებენ
გადახედვა
კომენტარები