რა ვიცით საქართველოს მოქალაქეების მკვლელობისთვის, წამებისა და გატაცებისთვის სანქცირებული 33 პირის შესახებ და რა — არა
ფოტო: On.ge-ს ფოტოკოლაჟი
მოკლედ: საპარლამენტო ოპოზიცია მოითხოვს, დაემატოს 6 ნოემბერს, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის მკვლელობის საქმე "ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას".
ამასთან:
- შეიქმნას "ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის" ამოქმედების ეფექტიანი მექანიზმები;
- დამტკიცდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიები;
- მომზადდეს დეოკუპაციის საერთო ეროვნული ხედვა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 2018 წელს პრემიერ ბახტაძის წარდგინებით, პარლამენტმა დაამტკიცა იმდროინდელი მოწვევის საპარლამენტო ოპოზიციის მიერ ინიციირებული ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია.
- სიაში 33 სანქცირებულია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი მკვლელობის, გატაცების, წამებისთვის.
- პარლამენტის მხარდაჭერილი დადგენილებით, შესაბამისი ზომების მიღება დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შსს-ს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეროვნულ ბანკს.
რას ითვალისწინებს ზომები სანქცირებულთა წინააღმდეგ:
ყველა შესაძლო შეზღუდვას. მათ შორის:
- სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვებს, სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად.
რას ავალდებულებს დადგენილება უწყებებს:
- საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას რეგულარულად წარუდგინონ ანგარიში ამ დადგენილების აღსრულების მდგომარეობის თაობაზე.
ჩვენი კითხვაა: 2018 წლიდან დღემდე, მიიღო საქართველოს პარლამენტმა ანგარიში რომელიმე ამ უწყებიდან, სანქცირებული პირის მიმართ შესაბამისი რეაგირების შესახებ?
- თეონა აქუბარდია, პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ამბობს, რომ — არა.
- ამის შესახებ მან On.ge-ზე გამოქვეყნებულ ოპ/ედ-ში (*Oposite editorial page) აღნიშნა.
- "მაგალითად, წლის დასაწყისში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელის, დავით გურწიევის ოკუპირებული ახალგორის ე.წ. პროკურორად დანიშვნას, არც უმრავლესობის დეპუტაცია და არც საგარეო უწყება გამოხმაურებია", — წერს ოპოზიციონერი დეპუტატი და მმართველ პარტიას ეფექტური რეაგირების თვალსაზრისით, პოლიტიკური მზაობის არარსებობაზე მიუთითებს.
- დასაზუსტებლად, On.ge-მ, საქართველოს პარლამენტს მიმართა შეკითხვით. პასუხს ველოდებით.
- ცნობილია ის რომ: 2022 წლის ოქტომბერში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილ 3 პირს პატიმრობა მიესაჯა.
რა ვიცით სანქცირებული პირების შესახებ:
- სია აერთიანებს გასული სამი ათწლეულის მანძილზე — 1990-იანი წლებიდან 2018 წლის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეების წინაშე ჩადენილ დანაშაულთა სერიას.
ვინ არიან ისინი:
დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი
2018 წელს, ინტერპოლის სამდივნოს გადაწყვეტილებით, დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი წითელი ცირკულარით ძებნილად გამოცხადდნენ.
- რა ჩაიდინეს: არჩილ ტატუნაშვილი წამების მიზნით გადასცეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს შეიარაღებულ თანამშრომლებს, რომლებმაც წაიყვანეს ცხინვალში, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის არჩილ ტატუნაშვილი აწამეს, კერძოდ სხეულის სხვადასხვა ნაწილებში მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება.
- დანაშაულის ჩადენის ადგილი: ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი (ახალგორი - ცხინვალი).
- თარიღი: 2018 წლის 22 თებერვალი.
რაშიდ კანჯი-ოღლი
- რა ჩაიდინა: მოკლა საქართველოს მოქალაქე - გიგა ოთხოზორია.
- დანაშაულის ჩადენის ადგილი: სოფელი ხურჩა, ზუგდიდის რაიონი, საოკუპაციო ხაზთან.
- თარიღი: 2016 წლის 19 მაისი
სლავიკ ბადია
- რა ჩაიდინა: დაუდგენელ პირებთან ერთად გააჩერა 3 ავტომანქანა, მგზავრებს გასტაცეს ნივთები და ავტომანქანა და აღუკვეთეს თავისუფლება; მგზავრთა ნაწილი — ზაზა ტაბაღუა და ლაშა ყოლბაია გადაიყვანეს სოხუმში და რამდენიმეკვირიანი მძევლობიდან გაათავისუფლეს გამოსასყიდის გადახდის შემდგომ.
- დანაშაულის ჩადენის ადგილი: ოკუპირებული აფხაზეთი, გალის რაიონი.
- თარიღი: 2001 წლის 2 ივნისი.
რაულ კორტავა
რა ჩაიდინა: იყო სამასამდე პირისგან შემდგარი ბანდიტური დაჯგუფება ე.წ. "ფოქვეშის ბატალიონის" მეთაური, რომლებმაც 1992 წლის აგვისტოდან-1993 წლის ოქტომბრამდე მიმდინარე კონფლიქტის დროს, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული ხელშეუხებლობის, სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვისუნარიანობის საზიანოდ ჩაიდინეს:
- სამშობლოს ღალატი,
- ბანდიტიზმი,
- სხვა მძიმე დანაშაულები: ეროვნული კუთვნილების მიხედვით ქართველთა უფლებების პირდაპირი შეზღუდვა, ადამიანთა მოტაცება, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, მძევლად ხელში ჩაგდება გამოსასყიდის მიღების მიზნით, მკვლელობები.
- დანაშაულის ჩადენის ადგილი: ოკუპირებული აფხაზეთი, გალის რაიონი.
ზაურ ჭითანავა
- რა ჩაიდინა: ხელყუმბარა ესროლა დემიკო ძიგუას, ნანი ძიგუას, მზია ჭითანავასა და სხვა პირებს, განზრახ მოკვლის მიზნით.
- აფეთქების შედეგად დემიკო ძიგუა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სხვა პირებმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღეს.
- დანაშაულის ჩადენის ადგილი: ოკუპირებული აფხაზეთი, გალის რაიონი.
- თარიღი: 1997 წლის 04 თებერვალი.
ციბრონა (ეკა) ახალაია
რა ჩაიდინა: იყო 12-კაციანი ბანდიტური უკანონო შეიარაღებული ფორმირების ხელმძღვანელი.
- თავს დაესხა გალის რაიონის სოფ. ფიჩორის მოსახლეობას, გაანადგურეს კერძო საკუთრება.
- უშუალოდ მან, განსაკუთრებული სისასტიკით ამავე სოფლის მკვიდრის თანდასწრებით, ეროვნული შეუწყნარებლობის ნიადაგზე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით განზრახ მოკლა: ვალიკო ღურჯია, ლელა კოსტავა-ბულისკირია, ბორის მეფორია, ზურაბ ალფენაძე.
- ხოლო მისმა დაჯგუფებამ მოკლა ათეულობით პირი.
- დანაშაულის ჩადენის ადგილი: ოკუპირებული აფხაზეთი, გალის რაიონი.
- თარიღი: 1998 წლის 02 ივნისი.
ოთარ ტურნანბა, ალიკა წაბრია
- რა ჩაიდინეს: ბანდის წევრებთან ერთად, თავს დაესხა გალის რაიონ სოფელ კოხორას, გაიტაცეს რაულ მიანაევი და გარჩხი მინაევი და მოკლეს განსაკუთრებული სისასტიკით, ეროვნული შეუწყნარებლობის ნიადაგზე.
- დანაშაულის ჩადენის ადგილი: ოკუპირებული აფხაზეთი, გალის რაიონი.
- თარიღი: 1998 წლის 21 მაისი.
რუსლან ჯოპუა, დიმიტრ არშბა, ვლადიმერ გუნია, მალხაზ მირცხულავა, გია ტუჟბა
- რა ჩაიდინეს: იყვნენ 12-კაციანი ბანდიტური უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრები.
- ქართველი მოსახლეობის გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მიზნით თავს დაესხნენ სოფელს და განსაკუთრებული სისასტიკით და ეროვნული შეუწყნარებლობის ნიადაგზე მოკლეს საქართველოს მოქალაქეები.
- დანაშაულის ჩადენის ადგილი: ოკუპირებული აფხაზეთი, გალის რაიონი.
- თარიღი: 1998 წლის მაისი.
იმავე პერიოდში, მსგავსი, ეთნიკური წმენდის მიზნით ჩადენილი დანაშაულები ჩაიდინეს საქართველოს მოქალაქეების მიმართ:
- გენრიხ ჭანბა;
- ვლადიმერ ანუა;
- ზაურ თარბა;
- გენადი აშხაცავა;
- გელა ვანაჩა;
- ოთარ ფალავანძია;
- ოლეგ პაპასკირი;
- შურიკ კოკოსკერია;
- ლევ ბიჩენოვი;
- გია თუაევი;
- თამაზ ბესტაევი;
- რამჩიკ ფუხაევი;
- არკადი ძერანოვი;
- ზურაბ დუდაევი.
2001 წლის ზაფხულში, გაგრაში (აფხაზეთი, საქართველო) ლევან მამასახლისის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და მის მიმართ ძალადობის გამო:
- აფრიკან ბგანბა;
- ვახტანგ უბირია;
- ვლადიმერ ნაჩაჩ-ოღლი.
-
დრაკო მალფოი ჩინური ახალი წლის თილისმა გახდა დრაკო მალფოი ჩინური ახალი წლის თილისმა გახდა
გადახედვა
-
მარსზე რობოტისა და ხელოვნური ინტელექტის პირველი ერთობლივი მისია შედგა მარსზე რობოტისა და ხელოვნური ინტელექტის პირველი ერთობლივი მისია შედგა
გადახედვა
-
ტექნიკური უნივერსიტეტი, "რუსთავი 2"-თან და "იმედთან" ერთად, POSTV-საც სთხოვს ბოდიშის მოხდას ტექნიკური უნივერსიტეტი, "რუსთავი 2"-თან და "იმედთან" ერთად, POSTV-საც სთხოვს ბოდიშის მოხდას
გადახედვა
-
ქართველები ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე — ბრძოლა პირველი მედლებისთვის ქართველები ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე — ბრძოლა პირველი მედლებისთვის
-
ცნობილია ფასების შემსწავლელი კომისიის წევრების ვინაობა — კომისიას შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს, მისი მოადგილე ეკა სეფაშვილი იქნება ცნობილია ფასების შემსწავლელი კომისიის წევრების ვინაობა — კომისიას შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს, მისი მოადგილე ეკა სეფაშვილი იქნება
გადახედვა
-
POG: პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს გირაო პატიმრობით შეეცვალა POG: პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს გირაო პატიმრობით შეეცვალა
გადახედვა
-
ტაილანდში ტურისტებს ქელეხი რესტორანი ეგონათ, ჭირისუფლები კი მაინც გაუმასპინძლდნენ (ვიდეო) ტაილანდში ტურისტებს ქელეხი რესტორანი ეგონათ, ჭირისუფლები კი მაინც გაუმასპინძლდნენ (ვიდეო)
-
POG: რუსეთიდან საქართველოში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი გ.პ.-ს ექსტრადირება მოხდა POG: რუსეთიდან საქართველოში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი გ.პ.-ს ექსტრადირება მოხდა
გადახედვა
-
"არცთუ ისე აღმაშფოთებელი იყო", — ჩაპელ როუნი გრემის ჩაცმულობის კრიტიკას პასუხობს "არცთუ ისე აღმაშფოთებელი იყო", — ჩაპელ როუნი გრემის ჩაცმულობის კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
პროკურატურა: ვაგონსარემონტო ქარხნის რამდენიმე მისამართზე ჩხრეკები ჩატარდა პროკურატურა: ვაგონსარემონტო ქარხნის რამდენიმე მისამართზე ჩხრეკები ჩატარდა
გადახედვა
-
კინოდაჯილდოება — ელისო 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს კინოდაჯილდოება — ელისო 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს
-
ეს პარლამენტარი საკუთარი ხალხის დაცვას ტყუილისა და შვედეთის შეურაცხყოფას ამჯობინებს — შვედი დეპუტატი ირაკლი კირცხალიას ეს პარლამენტარი საკუთარი ხალხის დაცვას ტყუილისა და შვედეთის შეურაცხყოფას ამჯობინებს — შვედი დეპუტატი ირაკლი კირცხალიას
გადახედვა
-
საფრანგეთში სოციალურ ქსელ X-ის ოფისები გაჩხრიკეს — დაკითხვაზე ილონ მასკიც დაიბარეს საფრანგეთში სოციალურ ქსელ X-ის ოფისები გაჩხრიკეს — დაკითხვაზე ილონ მასკიც დაიბარეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის YouTube პროექტ Creator-ის გამარჯვებული ვერიკო ბაზალი გახდა საქართველოს ბანკის YouTube პროექტ Creator-ის გამარჯვებული ვერიკო ბაზალი გახდა
-
სავალდებულო ფორმები, მობილურების აკრძალვა, ნებაყოფლობითი XII კლასი — "ოცნების" პარლამენტმა "ზოგადი განათლების" კანონში ცვლილებები I მოსმენით მიიღო სავალდებულო ფორმები, მობილურების აკრძალვა, ნებაყოფლობითი XII კლასი — "ოცნების" პარლამენტმა "ზოგადი განათლების" კანონში ცვლილებები I მოსმენით მიიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: უნდა ვიფიქროთ, როგორ შეიძლება ექსტრემისტული გამოვლინებების მოწესრიგება შალვა პაპუაშვილი: უნდა ვიფიქროთ, როგორ შეიძლება ექსტრემისტული გამოვლინებების მოწესრიგება
გადახედვა
-
ორსულობისას ნედლი რძის მოხმარებას ახალშობილის გარდაცვალება მოჰყვა ორსულობისას ნედლი რძის მოხმარებას ახალშობილის გარდაცვალება მოჰყვა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი საცხოვრებელი კომპლექსი — კოხტა უბანი შენდება ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი საცხოვრებელი კომპლექსი — კოხტა უბანი შენდება
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო აშშ-თან პოლიტიკურ ურთიერთობასთან დაკავშირებით კვლავ მოლოდინის რეჟიმშია შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო აშშ-თან პოლიტიკურ ურთიერთობასთან დაკავშირებით კვლავ მოლოდინის რეჟიმშია
გადახედვა
-
მასწავლებელი, რომელმაც წიგნების აკრძალვა გააპროტესტა და ლიცენზია ჩამოართვეს მასწავლებელი, რომელმაც წიგნების აკრძალვა გააპროტესტა და ლიცენზია ჩამოართვეს
გადახედვა
-
ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ
კომენტარები