ჩრდილოკავკასიელების პროტესტის შემდეგ, რუსეთმა შეცვალა ისტორიის სახელმძღვანელოში თავი სტალინის მიერ რეპრესირებულებზე
ფოტო: Dron
რუსეთის განათლების სამინისტრომ ისტორიის სახელმძღვანელოებში ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმად, მეორე მსოფლიო ომის დროს ჩრდილოეთ კავკასიიდან გადასახლებული ადამიანები მოხსენიებულები არიან, როგორც "ნაცისტების თანამშრომლები".
სახელმძღვანელომ ვნებათაღელვა გამოიწვია ჩრდილოეთ კავკასიაში, საიდანაც რამდენიმე ერის დეპორტაცია მოხდა ციმბირსა და ცენტრალურ აზიაში მეორე მსოფლიო ომის დროს, კოლაბორაციონიზმის ბრალდებით.
მათ შორის არიან ყარაჩაელები, ბალყარელები, ინგუშები, ჩეჩნები, ყირიმელი თათრები, ყალმუხელები, მათი მთელი მოსახლეობა გადაასახლეს. დეპორტაციას კი თან სდევდა ადამიანების დიდი რაოდენობის გარდაცვალება. ჩეჩნებისა და ინგუშების გადასახლება ევროპის პარლამენტმა გენოციდის აქტად ცნო.
მეათე კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში აღნიშნულია, რომ გადასახლებული ერები კოლექტიურ დასჯას ექვემდებარებოდნენ დეპორტაციის გზით, ქვეთავში, რომელიც გადასახლებას ეთმობა, წერია, რომ "არა მხოლოდ ბანდიტები და კოლაბორაციონისტები იყვნენ რეპრესირებული, არამედ ბევრი უდანაშაულო ადამიანიც. ისინი აწყდებოდნენ ბევრ სირთულეს. სამართალი მათთვის 1953 წელს აღდგა".
ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ღიად აკრიტიკებდა სახელმძღვანელოს, მან გამართა დისკუსია განათლების სამინისტროსთან აღნიშნულ ქვეთავში შეტანილი ცვლილების შესახებ.
სახელმძღვანელოს წინააღმდეგ ისაუბრა ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა, მაგომედ დაუდოვმაც. მისი თქმით, გადასახლებულმა ერებმა დიდი წვლილი შეიტანეს გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
"საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში ადამიანების შეურაცხყოფა მიუღებელია, მით უფრო, ადამიანების, რომლებმაც შეიტანეს ფასდაუდებელი წვლილი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და სამშობლოს ინტერესების დაცვაში", — დაწერა დაუდოვმა "ტელეგრამზე".
დაუდოვმა ასევე თქვა, რომ საბჭოთა კავშირის მიერ დეპორტირებული ქვეყნების წარმომადგენლებმა შექმნეს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომლებიც მოამზადებენ ცვლილებებს საკამათო თავთან დაკავშირებით.
19 ოქტომბერს, მაგომედ მუცოლგოვმა, ინგუშური უფლებადამცველი ორგანიზაციის Mashr-ის ხელმძღვანელმა, დაწერა განცხადება და მოსთხოვა პროკურატურას, სახელმძღვანელო ექსტრემიზმის გამო შეემოწმებინა.
ასევე ინგუშეთში, გაუგზავნეს მიმართვა ინგუშეთის პარლამენტს და სთხოვეს, შეექმნათ საექსპერტო კომისია სახელმძღვანელოს შესაფასებლად და შეეჩერებინათ მისი გავრცელება, სანამ მისი "უზუსტობები" არ გამოსწორდება.
ქალაქ მაგასის ყოფილმა მერმა, ბესლან ცეჩოევმა მიმართა სახელმძღვანელოს ერთ-ერთ ავტორს, ვლადიმირ მედინსკის, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თანაშემწეს და უთხრა, რომ ქვეთავი, სადაც გადასახლებაა განხილული, "შეურაცხმყოფელი და უსამართლოა".
ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ყარაჩაელი მოსახლეობის კონგრესმა სექტემბერში მიმართა სახელმწიფო დუმას, შეეჩერებინა სახელმძღვანელოს გავრცელება.
"რა თქმა უნდა, ეს არის საბჭოთა კავშირის მიერ დეპორტირებული ერების შეურაცხყოფა, რომელთა შვილებმაც მრავალეროვანი საბჭოთა ხალხისთვის ვაჟკაცურად იბრძოლეს", — ნათქვამია ყარაჩაის კონგრესის განცხადებაში.
რუსულმა საინფორმაცი სააგენტომ RBC გაავრცელა ინფორმაცია, რომ განათლების სამინისტროს მიერ სახელმძღვანელოს შემოწმებამ დაადასტურა, რომ მისი შინაარსი შეესაბამებოდა რუსეთის საგანმანათლებლო სტანდარტებს.
თუმცა, რუსეთის განათლების სამინისტრომ სახელმძღვანელოში, გადასახლების შესახებ თავში ცვლილება, ოქტომბერში გამოაქვეყნა.
ცვლილებების შედეგად, წიგნში აღარ არის აღნიშნული გადასახლებული ერები, ან ეთნიკური ჯგუფები. ამის ნაცვლად, მათ შეცვალეს შინაარსი და დაწერეს, რომ "ცალკეულ მოღალატეებსა და მტრის მხარეს გადასულ ადამიანებთან ერთად, ტანჯვა მიადგა სრულიად უდანაშაულო და ერთგულ ადამიანებს, მათ შორის მათ, ვინც წითელ არმიაში იბრძოდა".
ცვლილებები მოიწონეს კავკასიურმა ეთნიკურმა ჯგუფებმა, მათ შორის, ყარაჩაის კონგრესმა, რომელმაც შესწორებას "არსებითი და სამართლიანი" უწოდა.
10 ნოემბერს, რუსეთის განათლების მინისტრი, სერგეი კრავცოვი ჩეჩნეთს ესტუმრა, რათა ცვლილება კადიროვთან განეხილა, რომელმაც შესწორება მოიწონა.
"სერგეი კრავცოვმა მაჩუქა ხელახლა გამოცემული ისტორიის მეათე კლასის სახელმძღვანელო. ყველა შეცდომა გასწორებულია და უხეში ენა, რომელიც წინა გამოცემაში მიმართული იყო სტალინის რეპრესიების ქვეშ მყოფი ხალხის მიმართ, ამოღებულია", — დაწერა კადიროვმა ტვიტერზე.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია
გადახედვა
-
ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს
გადახედვა
-
ვინ იქნებოდნენ ქართველი მოჩვენებები, Ghosts რომ ჩვენთანაც გადაეღოთ ვინ იქნებოდნენ ქართველი მოჩვენებები, Ghosts რომ ჩვენთანაც გადაეღოთ
გადახედვა
-
კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში — როგორ ქმნის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობებს საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში — როგორ ქმნის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობებს
-
ირაკლი კობახიძე: ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა გამოკვეთილი პრობლემაა, თურქეთი და მისი ლიდერი გამონაკლისია ირაკლი კობახიძე: ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა გამოკვეთილი პრობლემაა, თურქეთი და მისი ლიდერი გამონაკლისია
გადახედვა
-
რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და Mastercard-ის AI სტიპენდიის პროგრამა გოგოებისთვის რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და Mastercard-ის AI სტიპენდიის პროგრამა გოგოებისთვის
-
სექსსიმბოლო თუ დაფასებული მსახიობი? — რას ფიქრობს პედრო ალმოდოვარი ჯეიკობ ელორდიზე სექსსიმბოლო თუ დაფასებული მსახიობი? — რას ფიქრობს პედრო ალმოდოვარი ჯეიკობ ელორდიზე
გადახედვა
-
აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ
გადახედვა
-
7 მუსიკოსი, რომელიც ფანტასტიკურად ხატავდა 7 მუსიკოსი, რომელიც ფანტასტიკურად ხატავდა
გადახედვა
-
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის — დაესწარით სპექტაკლ შერეკილების პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის — დაესწარით სპექტაკლ შერეკილების პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
-
Aqualia 2026 წლის წყალმომარაგების საუკეთესო კომპანიების ხუთეულშია Aqualia 2026 წლის წყალმომარაგების საუკეთესო კომპანიების ხუთეულშია
-
სეს: ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრები აშენდება სეს: ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრები აშენდება
გადახედვა
-
სუს: მამუკა მდინარაძე ჩეხეთში იმყოფებოდა სუს: მამუკა მდინარაძე ჩეხეთში იმყოფებოდა
გადახედვა
-
თამარ ონიანი: [11პირის საქმეზე] გადაწყვეტილებებში არ იყო მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში თამარ ონიანი: [11პირის საქმეზე] გადაწყვეტილებებში არ იყო მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში
გადახედვა
-
ალდაგი TEDxTbilisi-ის მხარდამჭერია I წლევანდელი თემაა: პატარა ნაბიჯები ალდაგი TEDxTbilisi-ის მხარდამჭერია I წლევანდელი თემაა: პატარა ნაბიჯები
-
რომან გოცირიძე: ეროვნულ ბანკს უარი უნდა ეთქვა "ლიბერთი ბანკის", როგორც სპეციფიკური, სოციალურად ყველაზე მგრძნობიარე და უნიკალური პერსონალური ინფორმაციის მფლობელი ბანკის ჩინური კომპანიისათვის მიყიდვაზე რომან გოცირიძე: ეროვნულ ბანკს უარი უნდა ეთქვა "ლიბერთი ბანკის", როგორც სპეციფიკური, სოციალურად ყველაზე მგრძნობიარე და უნიკალური პერსონალური ინფორმაციის მფლობელი ბანკის ჩინური კომპანიისათვის მიყიდვაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
-
როცა ნარატივი ემთხვევა — მსგავსება მარია ზახაროვასა და "ოცნების" წარმომადგენლების კომენტარებში როცა ნარატივი ემთხვევა — მსგავსება მარია ზახაროვასა და "ოცნების" წარმომადგენლების კომენტარებში
გადახედვა
-
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში — ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში — ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
-
Avengers: Doomsday-ს პირველი სრული ტრეილერი CinemaCon-ზე აჩვენეს — რა ხდება კადრებში Avengers: Doomsday-ს პირველი სრული ტრეილერი CinemaCon-ზე აჩვენეს — რა ხდება კადრებში
გადახედვა
კომენტარები