დედაჩემი, ასტრიდ ლინდგრენი და ის ღამე, პეპი გრძელწინდა რომ გამოვიგონე
ფოტო: Jacob Forsell
კარინ ნიმანი შვედი მთარგმნელი და საბავშვო მწერალია. იგი ასტრიდ ლინდგრენის შვილია. 2016 წელს The Guardian-ისთვის დაწერილ ამ ბლოგში ნიმანი იხსენებს თავის ბავშვობას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდს დაემთხვა; ჰყვება თავისი ოჯახის ომისდროინდელ ცხოვრებაზე და იმაზე, როგორ დაიბადა ლინდგრენის ყველაზე ცნობილი პერსონაჟი, პეპი გრძელწინდა.
1939 წლის 1-ელ სექტემბერს, იმ დღეს, როცა გერმანია პოლონეთში შეიჭრა, დედაჩემმა დღიურის წერა დაიწყო: "ოჰ, დღეს ომი დაიწყო. ვერავინ იჯერებდა. ღმერთო, შეეწიე ამ სიშლეგით მოცულ ჩვენს საცოდავ პლანეტას".
იგი 32 წლის იყო, ორი შვილის დედა, რომელიც სტოკჰოლმის ოროთახიან ბინაში მცხოვრებ ჩვეულებრივ ოჯახს უძღვებოდა. მე ხუთი წლის გახლდით, ჩემი ძმა კი — თორმეტის. მამაჩემი ოფისის ხელმძღვანელი იყო, დედაჩემი კი დროდადრო თავისი ნასწავლი პროფესიით, სტენოგრაფისტად მუშაობდა. თუმცა, ჩემს მოგონებებში იგი მუდამ შინაა ჩვენ გვერდით.
ასტრიდ ლინდგრენი შვილთან, კარინთან, ერთად.
ფოტო: Carina Wising
რამ უბიძგა, ლამის ყოველდღიურად ამოეჭრა ომთან დაკავშირებული ამბები გაზეთებიდან, შეეგროვებინა ბლოკნოტებში, დაერთო საკუთარი კომენტარები და, ამასთან, თავისი ოჯახის ცხოვრებაც აღეწერა, ეს საქმე კი ომის დასრულებამდე ნებით ეკეთებინა? დღიურის ქონა არ სჩვეოდა და იმ დროისთვის არც სახელმოხვეჭილი მწერალი გახლდათ, რომ მის გამოქვეყნებაზე ეფიქრა. ამ ყველაფერს საკუთარი თავისა და ოჯახისთვის აკეთებდა. იმისათვის, რომ ალბათ ეცადა და თანამიმდევრულად აღედგინა მოსალოდნელი უდიდესი უბედურების სურათი. 70 წლის შემდეგ, როცა ვიცით, როგორ განვითარდა მოვლენები, მაშინდელ ყოველდღიურ ამბებზე მისი შეშფოთებული, ზოგჯერ სარკასტული რეაქციების კითხვა გასაოცარია.
დღიურებს დედაჩემი იმ კალათში ინახავდა, რომლითაც სოფლად მცხოვრებმა მისმა მშობლებმა ომის პერიოდში კარაქი და კვერცხი გამოგზავნეს, ალბათ — მატარებლით. როცა ხანში შევიდა და მხედველობა გაუუარესდა, მისივე დაწერილ მონაკვეთებს ვუკითხავდით ხოლმე, ის კი იტყოდა, მიხარია, რომ ეგრე ვქენიო. ალბათ იმას გულისხმობდა, რომ ამ ყველაფრის ჩვენთვის აღწერა და შემონახვა კარგი გადაწყვეტილება იყო. ჩვენ კი გვიანღა მოგვაფიქრდა, რომ მისი დღიურები მკითხველთა უფრო ფართო წრისთვის წარგვედგინა.
ასტრიდი წიგნს უკითხავს კარინს.
ფოტო: Krause, Johansen / Lindgren Estate
"ახლა, როცა ომის ქარცეცხლში ნორდიკული ქვეყნებიც გაეხვივნენ, მათგან შვედეთი ერთადერთია, რომლის მიწაზეც უცხოელების ჯარს ფეხი არ დაუდგამს. ევროპის მშვიდობიანი კუთხე, ჰა-ჰა! ჩვენ კი საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას ველოდებით და ალბათ მხოლოდ დროის საკითხია, როდის გადაწყვეტენ გერმანელები ჩვენი ნეიტრალიტეტიც 'დაიცვან'", — წერდა ის 1940 წლის 9 აპრილს.
საბოლოოდ, შვედეთი გადარჩა. ის ერთადერთი ნორდიკული ქვეყანა იყო, რომელშიც ნაცისტური გერმანია არ შეჭრილა, როგორც ეს დანიაში ან ნორვეგიაში მოხდა. არც საბჭოთა კავშირისგან უწევდა თავდაცვა, როგორც ფინეთს. ჩვენთან მშვიდობა იყო. თუმცა, მაინც შიშში ვცხოვრობდით. ომის პირველ წლებში ყოველ კვირას გვეფიქრებოდა, რომ თავდასხმის მორიგი სამიზნე ჩვენ გავხდებოდით.
ომმა დიდი გავლენა მოახდინა, ჩვენზე, შვედეთში მშვიდობიანად მცხოვრებ ბავშვებზეც კი. ყოველი მხრიდან მტრის ძალები გვეხვივნენ. თუმცა, გვეუბნებოდნენ, არ იღელვოთ, "შვედეთს ომი არ შეეხებაო". და, მგონი, ამის მჯეროდა კიდეც. დედაჩემს ყოველთვის ვენდობოდი. სრულიად გონივრული გვეჩვენებოდა ის აზრი, რომ რატომღაც მოვახერხეთ და გავექეცით იმ უდიდეს საფრთხეს, რომელიც დანარჩენ მსოფლიოს ემუქრებოდა.
ასტრიდ ლინდგრენი უკითხავს წიგნს თავის შვილიშვილებს, ანიკასა და ანდერსს.
ფოტო: Ove Wallin / Scanpix
"სამი წელი შესრულდა ომის დაწყებიდან, მე კი ეს თარიღი არ აღმინიშნავს. ჩვენი დამოკიდებულება ომისადმი თანდათან შეიცვალა. თავიდან სულ ამაზე ვლაპარაკობდით, ახლა კი გარდაუვალ ბოროტებად ვხედავთ და მასზე ფიქრს ან საუბარს ყველანაირად ვერიდებით", — დაწერა დედაჩემმა 1942 წლის 5 სექტემბერს.
ჩემი ცხოვრების იმ პერიოდის მოგონებები ფერდაკარგულია. მახსოვს სტოკჰოლმის უფერული ქუჩების ატმოსფერო. ზამთრები ძალიან ცივი იყო და ტროტუარებზე გასათბობად მომარაგებული შეშის უზარმაზარ გროვებს წააწყდებოდით. ხალხი კანტიკუნტად დაიარებოდა, ავტომობილები კი თითქმის არ ჩანდნენ.
მე ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი, დედაჩემის მსგავსად თავგადასავლები და სხვებთან კომუნიკაცია არ მხიბლავდა. ვამჯობინებდი, შინ, ოჯახთან ახლოს ვყოფილიყავი, მეკითხა, მეწერა და მეხატა. თუმცა, შორიახლო პარკში ყინულზე ციგურებით სრიალი მომწონდა. მე და დედაჩემი ტყეში თხილამურებით სასრიალოდაც დავდიოდით.
აი, ზაფხულები კი, ომის მიუხედავად, ნათელი და ბედნიერი იყო. ჩემს მოგონებებში ყოველთვის თბილა და მზე აცხუნებს. ივლისს მამაჩემის მშობლების სახლში, სტოკჰოლმის კუნძულებზე ვატარებდით, ზღვაში ვბანაობდით, ცურვას და ველოსიპედით სიარულს ვსწავლობდით. აგვისტოში ჩემს ბიძაშვილებთან ერთად ვრჩებოდი პაპაჩემთან, დედაჩემის დაბადების ადგილას, სმოლანდში. უფროსებს, როგორც შეგვეძლო, მოსავლის აღებაში ვეხმარებოდით, ნათესებს სარეველებისგან ვათავისუფლებდით, მინდორში ცხენებშებმული ეტლებით დავქროდით, მეურნეობაში მომუშავეებისთვის სარები მიგვქონდა. პაპაჩემის და ბიძაჩემის სახლები ჩემთვის სამოთხე იყო. ამან დედაჩემის სოფლად გატარებულ ბავშვობასაც მაზიარა — სამყაროს, რომელიც მხოლოდ წლების შემდეგ აღმოვაჩინე, როცა მისი წიგნები წავიკითხე.
მისი წიგნები. იმ დროისთვის არცერთი არ იყო გამოცემული და არც იგეგმებოდა. თავისი შემოსავლის გარდა, დედაჩემი ზოგჯერ საბავშვო მოთხრობების საშობაო ჟურნალებისთვის მიყიდვითაც იღებდა ფულს. თუმცა, ამას მწერლობის ამბიციით არ აკეთებდა. მისი ომის დღიურებიდან ირკვევა, რომ ჟურნალისტიკის ნიჭი ჰქონდა (19 წლისა რეპორტიორის თანაშემწედაც მუშაობდა თავისი მშობლიური ქალაქის ყოველდღიურ გაზეთში). ჩვენ კი, ბავშვებმა, ვიცოდით, რომ ამბების მოყოლის დიდი ნიჭიც ჰქონდა. ძილის წინ იგი ყოველთვის ხმამაღლა გვიკითხავდა, ან თავად იგონებდა ამბებს. ყველა ცნობილი საბავშვო წიგნი წაგვიკითხა, ასევე კლასიკოსებიც — სტივენსონი, დიკენსი, თეკერეი — და თანამედროვე ავტორებიც, მაგალითად, ვუდჰაუსი.
მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ ერთ დღეს მის წიგნებს ყველა დროის საუკეთესო საბავშვო ნაწარმოებებს შორის მოიაზრებდნენ და რომ ისინი 90-ზე მეტ ენაზე ითარგმნებოდა? რომ მისი შეთხზული ამბავი განსაკუთრებული ძალის მქონე პატარა, წითურთმიან გოგოზე მილიონობით ეგზემპლარად გაიყიდებოდა? მაშინ იგი ამას ვერაფრით წარმოიდგენდა.
1941-ში, სკოლაში სწავლის პირველ წელს, ავად გავხდი და ლოგინში დიდი ხნით წოლა მომიწია. მოწყენილი დედაჩემს სულ იმას ვეხვეწებოდი, ამბებს მომიყევი-მეთქი. ერთ საღამოსაც დაღლილმა მითხრა, რაღას უნდა მოგიყვეო? იმის ფიქრით, რომ გვერდიდან არ მომშორებოდა, მაშინვე მივახალე, მომიყევი პეპი გრძელწინდაზე-მეთქი. ეს სახელი თავისით მომაფიქრდა, სიტყვების ბავშვური თამაში იყო მხოლოდ. თუმცა, ამან გაჭრა. დედაჩემმა სულ სხვა ამბის მოყოლა დაიწყო.
თუ წიგნების კითხვა და მათი განხილვა არასდროს გბეზრდება, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი გვერდიც და...
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU: EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU: EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
-
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ
გადახედვა
-
2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა 2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს
გადახედვა
-
ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი
გადახედვა
-
შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა
გადახედვა
-
ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union—ის გზავნილებზე 50%—იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union—ის გზავნილებზე 50%—იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
-
ასტეროიდთა მადნით დაინტერესებული კომპანია ავტონომიურ აპარატს 2027 წელს გაუშვებს ასტეროიდთა მადნით დაინტერესებული კომპანია ავტონომიურ აპარატს 2027 წელს გაუშვებს
გადახედვა
-
ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებისა და დახმარების ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებისა და დახმარების ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ, რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "სექტა" მთავრობის მეთაურმაც უწოდა პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ, რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "სექტა" მთავრობის მეთაურმაც უწოდა
გადახედვა
-
კობახიძემ Kordz-ის კონცერტის დაფინანსება "ფაშიზმის წახალისებად" შეაფასა კობახიძემ Kordz-ის კონცერტის დაფინანსება "ფაშიზმის წახალისებად" შეაფასა
გადახედვა
კომენტარები