რუსი აქტივისტი, რომელიც თბილისში, ბინიდან გაუჩინარდა, სავარაუდოდ, კირბალში რუსებმა დააკავეს
რა ხდება: რუსეთში აკრძალული ულტრამემარცხენე ორგანიზაცია "არტპოდგოტოვკას" წევრი, რაფაილ შეპელევი, რომელიც გასულ თვეს თბილისიდან გაუჩინარდა, შესაძლოა, რუსეთის ციხეში იყოს.
- ამის შესახებ უფლებადამცველთა ჯგუფი პირველი განყოფილება ავრცელებს ინფორმაციას.
დეტალები: მათივე ცნობით, შეპელევი თბილისში, ბინიდან 12 ოქტომბერს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. ახლობლების თქმით, ის რუსეთში დაბრუნებას არ გეგმავდა.
- მომდევნო დღეს, ვლადიკავკაზის სასამართლომ, ვებგვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ რაფაილ შეპელევი დამნაშავედ ცნეს წვრილმან ხულიგნობაში.
- პირველი განყოფილება წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეპელევი რუსეთში დააპატიმრეს და წინასწარი დაკავების საკანშია მოთავსებული. მას ბრალად ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულის ჩადენა ედება.
დამატებითი ცნობები: ფონდი თავისუფალი რუსეთი ავრცელებს ინფორმაციას, რომ შეპელევი, შესაძლოა, რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალში დააკავეს.
ისინი საქართველოს შს სამინისტროზე დაყრდნობით წერენ, რომ
- 10 ოქტომბერს, რაფაილ შეპელევი გაემგზავრა სოფელ კირბალში ტაქსით, იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან ახლოს.
- ტაქსიში მისი ჩაჯდომის მომენტი ასახულია ვიდეოკადრებზე, რომელიც სათვალთვალო კამერებიდან ამოიღეს.
- პოლიციას აქვს ტაქსის მძღოლის ჩვენებაც, რომელმაც შეპელევი კირბალში მიიყვანა და ასევე, ჩვენება მისცეს სოფლის მცხოვრებლებმაც.
- თავისუფალი რუსეთი წერს, რომ ადგილობრივებმა პოლიციას უთხრეს, რომ დაინახეს ეკლესიისკენ მიმავალი შეპელევი, იქ იმყოფებოდნენ რუსი ოკუპანტებიც.
- მოსახლეობამ დაინახა, რომ შეპელევი მივიდა რუს ჯარისკაცებთან, რის შემდეგაც ის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
On.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად შსს-ს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში კომენტარს, ჯერჯერობით, არ აკეთებენ.
რაფაილ შეპელევი ეკატერინბურგიდან არის. რუსეთში, უფლებადამცველი ჯგუფის, OVD-Info-ს ცნობით, ის რამდენჯერმე დააკავეს წარსულში, საპროტესტო აქციების დროს, მათ შორის - ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციაზე.
- შეპელევი საქართველოში საცხოვრებლად 2021 წელს გადმოვიდა.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები