აზერბაიჯანის სასამართლომ, სამხედრო დანაშაულისთვის, სომეხ კაცს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
ფოტო: Trend.az
ბაქოს სამხედრო სასამართლომ ეთნიკურად სომეხ ვაგიფ ხაჩატრიანს, მთიანი ყარაბაღიდან, 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად ედება ომის დანაშაულის ჩადენა მთიანი ყარაბაღის პირველი ომის დროს.
ხაჩატრიანს ბრალად ედება ხოჯალისთან ახლოს, სოფელ მეშალში აზერბაიჯანელი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობაში მონაწილეობა. ბრალს ის არ აღიარებს.
რუსეთის ადამიანის უფლებათა დამცველი გუნდის, "მემორიალის" 1992 წლის რეპორტში ნათქვამია, რომ 1991 წლის 22 დეკემბერს, მეშალიში, სომხურმა ძალებმა სასტიკად იძალადეს მოსახლეობაზე. აზერბაიჯანის პროკურატურის ინფორმაციით, 25 აზერბაიჯანელი მოკლეს, 14 დაშავდა, 358 იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.
68 წლის ხაჩატრიანი აზერბაიჯანში ივლისში, ლაჩინის საკონტროლო პუნქტთან დააკავეს, მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის, ვიდრე რეგიონზე კონტროლს აზერბაიჯანი აიღებდა. ის წითელ ჯვარს გულის ოპერაციის ჩასატარებლად წითელ ჯვარს ერევანში გადაჰყავდა.
მას ბრალი წაუყენეს გენოციდისა და მოსახლეობის იძულებით გადაადგილებისთვის. ხაჩატრიანს 14-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა, პროკურატურამ მისთვის 15-წლიანი პატიმრობა მოითხოვა.
შემაჯამებელ განცხადებაში ხაჩატრიანმა განაცხადა, რომ მეშალის მკვლელობებში მას მონაწილეობა არ მიუღია.
"მე ღმერთის მწამს. დაე, ღმერთმა დასაჯოს, ვინც ეს ჩაიდინა", — თქვა ხაჩატრიანმა და დაამატა, რომ მაშინ, როდესაც დამნაშავეები თავისუფლები არიან, სასამართლოს წინაშე მას უწევს დგომა.
მისი თქმით, როდესაც მასობრივი მკვლელობა მოხდა, მძღოლად მუშაობდა და ახლომდებარე სოფელ ბადარაში იმყოფებოდა.
სომხეთის ხელისუფლებაში არაერთხელ გააკრიტიკეს ხაჩატრიანის სამართლებრივი დევნა. ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ, სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველმა დაგმო სასამართლო პროცესი და თქვა, რომ "არ იცავდნენ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს“.
მათ მოუწოდეს საერთაშორისო უფლებადამცველ ჯგუფებს, "დაუყოვნებლივ იმოქმედონ".
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები