საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოში დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი იმართება
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი განაგრძობს დაცული ტერიტორიების მხარდაჭერას, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს ეკოსისტემის, ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებას. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში გამართული დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტის მხარდამჭერია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით სამიტი დღეს დაიწყო. ღონისძიება მიზნად ისახავს საერთაშორისო ექსპერტების მიერ ეროვნული პარკების მართვის საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკების გაცნობასა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობას.
შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს მსოფლიოს ეროვნული პარკების წარმომადგენლები ეწვივნენ აშშ-დან, გერმანიიდან, შვედეთიდან, რუმინეთიდან, მაკედონიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან და კორეის რესპუბლიკიდან.
პროგრამა სამი დღე გაგრძელდება და 9 ნოემბერს დასრულდება.
ღონისძიების ფარგლებში ექსპერტები ისაუბრებენ ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საერთაშორისო მოდელების, ეროვნულ პარკებში არსებული ტექნოლოგიების და ეკოტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის გზების შესახებ.
სამიტი ორგანიზებულია ფონდის Global Conservation მხარდაჭერით. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: კავკასიის ბუნების ფონდი, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ზუკოვის ფონდი, (Succow Stiftung), USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, SABUKO.
"საქართველოს ბანკი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. ჩვენი ღირებულება ისეთი ინიციატივების განხორციელებაა, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნება უკეთესი მომავლის შექმნა. ამასთან, სარგებელს მოუტანს საზოგადოებას, კომპანიასა და თანამშრომლებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ კავკასიის ბუნების ფონდთან და პარტნიორობის ფარგლებში, მხარს ვუჭერთ საქართველოს 12 დაცული ტერიტორიის განვითარებას. მოხარული ვართ, რომ დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტის მხარდამჭერები ვართ. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ინიციატივა შექმნის განვითარების, ახალი კავშირების დამყარებისა და დაცული ტერიტორიების არა მხოლოდ შენარჩუნების, არამედ მათი განვითარების შესაძლებლობებს", — აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი, კავკასიის ბუნების ფონდთან თანამშრომლობით უკვე 12 წელია 12 დაცული ტერიტორიის — ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, თუშეთის, ვაშლოვანის, მტირალას, ჯავახეთის, ყაზბეგის, ალგეთის, კინტრიშის, მაჭახელისა და ფშავ-ხევსურეთის — მხარდამჭერია. ინიციატივის ფარგლებში, ხდება სხვადასხვა ადმინისტრაციული თუ ინფრასტრუქტურის გამართვის ხარჯების დაფარვა.
საქართველოს ბანკის და კავკასიის ბუნების ფონდის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის მოხდა: ადმინისტრაციული შენობების რეკონსტრუქცია, საგამოფენო სივრცეების განახლებული დიზაინით მოწყობა, ახალი ეკო-ტურისტული პროდუქტების შემუშავება და დანერგვის ხელშეწყობა, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომელთა წახალისება და დაცული ტერიტორიების და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ ცნობადობის ამაღლება.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები