თიბისის მხარდაჭერით, ზესტაფონში საქკაბელის მოდერნიზებული საწარმო და ახალი შოურუმი გაიხსნა
ფოტო: თიბისი ბანკი
სს საქკაბელმა, თიბისის მხარდაჭერით, ზესტაფონში საწარმოს რიგით მე-3 გადაიარაღებული სივრცე და ახალი შოურუმი გახსნა.
ახალი საწარმოო ხაზი პროგრამის — აწარმოე საქართველოში ფარგლებში განხორციებული ინვესტიციით ამოქმედდა. მაღალტექნოლოგიური მანქანა-დანადგარებით აღჭურვილ, მოდერნიზებულ საწარმოში ენერგოეფექტური პროდუქცია იქმნება, რომელზეც დიდი მოთხოვნაა როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
"საქკაბელი მომხმარებელს სიახლეებს მუდმივად სთავაზობს. ჩვენი პროდუქციის წარმადობა მზარდია და ტექნოლოგიურად განვითარებადი. ამჯერად აქცენტი განახლებად და მწვანე ენერგიების საკაბელო პროდუქციაზე გვაქვს, რომელიც მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. სოლარ კაბელების ევროპული სტანდარტებით წარმოება რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. დღეს ევროპული სერტიფიკატიც ავიღეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი წარმოებული პროდუქცია ყველა სათანადო სტანდარტს აკმაყოფილებს. ამ პროექტის წასახალისებლად სახელმწიფო მხარდაჭერითაც ვისარგებლეთ. ვფიქრობ, სოლარ კაბელების წარმოებით, ჩვენი კომპანიაც შეიტანს თავის წვლილს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლებაში. გარდა ამისა, ჩვენი ინტერესია, გავზარდოთ საქკაბელის მიერ წარმოებული პროდუქციის ექსპორტი, რაც ქვეყანაში დამატებით სავალუტო შემოსავლებს ნიშნავს. ამასთანავე, ახალი საწარმოო ხაზის ამოქმედება მნიშვნელოვანია იმერეთის, კერძოდ კი ზესტაფონის მუნიციპალიტეტისა და მისი ეკონომიკის განვითარებისთვის", — დავით კაპანაძე, საქკაბელის მმართველი დირექტორი.
"თიბისისა და საქკაბელის პარტნიორობა 22 წელიწადს ითვლის და მოხარული ვარ, რომ ორ ათწლეულზე მეტია კომპანიის ზრდისა და განვითარების მხარდამჭერები ვართ. საქკაბელთან პარტნიორობით, ჩვენ თიბისისთვის პრიორიტეტულ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებას — რეგიონულ განვითარებას, ადგილობრივების დასაქმებას, ეროვნულ წარმოებასა და ქართული პროდუქციის ექსპორტს ვუჭერთ მხარს. ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ის ინიციატივა, რაც განახლებადი და მწვანე ენერგიის მოხმარებას უწყობს ხელს და საქართველოში ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ამაღლებს. მოხარული ვარ, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, არა მარტო ტრადიციული საექსპორტო პროდუქტი, არამედ ენერგოეფექტური კაბელები და მასთან ერთად, საქართველოს სახელიც გადის", — გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
ღონისძიებაზე კომპანიას ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცა. აღნიშნული სტატუსი საქკაბელს ახალ გამარტივებულ საბაჟო შესაძლებლობებს სთავაზობს.
ღონისძიების ფარგლებში, კონფერენციაც გაიმართა, სადაც საქკაბელის მენეჯმენტმა დამსწრე საზოგადოებას კომპანიის გეგმები და სიახლეები, მათ შორის, სოლარ კაბელების წარმოების შესახებ ინფორმაციაც გაუზიარა.
საქკაბელი დღეისთვის აერთიანებს:
- საწარმოს ზესტაფონში, სადაც როგორც საკაბელო ისე საიზოლაციო მასალები და გოფრირებული მილები იწარმოება;
- საქართველოს მასშტაბით 8 ოფიციალურ შოურუმს;
- 30-მდე სადილერო და 300-მდე პარტნიორ მაღაზიას.
კომპანიის სამომავლო გეგმები მსხვილი ენერგეტიკული პროექტების განვითარებისკენაა მიმართული.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები