გირჩი: ქართული ოცნების პოლიტიკამ რუსეთის აგრესია ვერ შეცვალა
ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
სოფელ ბერშუეთში საზღვრის გადმოწევის თემაზე გირჩი განცხადებას ავრცელებს, რასაც საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტის ხელყოფას უწოდებს.
გირჩი აცხადებს, რომ ხელისუფლება ვალდებულია, შესაბამისი პასუხი გასცეს საქართველოს ნაციონალური სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას.
გირჩი აცხადებს, რომ რუსეთის ქმედება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ 2012 წლის ბოლოდან ქართული ოცნების მიერ გატარებულმა პოლიტიკამ რუსეთის მხრიდან საქართველოსადმი აგრესიული დამოკიდებულება ვერ შეცვალა.
პარტია ხელისუფლებას ყალბი მოლოდინების შექმნაში ადანაშაულებს და რუსეთის მიმართ მეტი პრინციპულობის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
გირჩის განცხადება:
- რუსეთის ფედერაციის მორიგი მცდელობა - ფსევდო-სახელმწიფოს ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გავლებისა და უკანონო ბორდერიზაციის - არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტის ხელყოფა.
- რუსეთის ფედერაცია ცდილობს, შეარყიოს საერთაშორისო სამართლის ის სისტემა, რომელზეც დაფუძნებულია თანამედროვე საერთაშორისო წესრიგი.
- ქვეყნის შიგნით მომხდარ ნებისმიერ უკანონობაზე, მით უმეტეს ეროვნული სუვერენიტეტის თვალსაჩინო დარღვევის ფაქტზე, ხელისუფლებას ეკისრება ვალდებულება, შესაბამისი პასუხი გასცეს საქართველოს ნაციონალური სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას.
- ახალი ბანერის დადგმით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ 2012 წლის ბოლოდან რუსეთის ფედერაციასთან წარმოებული პოლიტიკა და მოლოდინი, რომ მოსკოვი შეცვლიდა საქართველოს მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებას, აღმოჩნდა უარყოფითი შედეგის მომტანი ილუზია; საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების იმაში დარწმუნებამ, რომ „ქართული ოცნება“ შეძლებდა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას, შექმნა ყალბი მოლოდინები ქვეყნის შიგნით, ხოლო ქვეყნის გარეთ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგის ყველაზე პრიორიტეტული საკითხებიდან ამოაგდო. ორივე შემთხვევაში, ამ პოლიტიკამ დააზიანა საქართველოს სასიცოცხლო ინტერესები.
- საქართველოს ხელისუფლებამ ხუთი წლის თავზეც ვერ შეძლო, ოკუპაციისა და ანექსიის წინააღმდეგ ეფექტური და გასაგები სტრატეგიის შექმნა. ანტისაოკუპაციო და ანტიანექსიური სტრატეგიის გარეშე შეუძლებელია წარმატებით გავუმკლავდეთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ე.წ. „საზღვრის“ გადმოწევის ახალ ფაქტებს.
- ანტიანექსიური სტრატეგიის გარეშე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერ შეძლებს საერთაშორისო პარტნიორებთან ეფექტურ მუშაობას.
- გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება სოფელ ბერშუეთის მიმართულებით ახალი ბანერის დამონტაჟების შესახებ გამოქვეყნდა მხოლოდ 4 ივლისს, მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის მედიის საშუალებით გახდა ცნობილი ფაქტის შესახებ.
- აღმაშფოთებელია, რომ იმავე 4 ივლისს ევროპის კავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ახალი ბანერი საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამონტაჟდა მიმდინარე წლის 19 ივნისს. გამოდის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნულის შესახებ დროული ინფორმაცია არ მიაწოდეს იმ სამინისტროებმა, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი ქვეყნის უსაფრთხოებასა და საზღვრის დაცვაზე, შესაბამისად, დაგვიანდა საქართველოს დიპლომატიური სამსახურის მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების, მეგობარი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება რუსეთის მხრიდან განხორციელებულ მორიგ პროვოკაციაზე.
- ტრაგიკულია, რომ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ანექსიის დროს, „ქართული ოცნება“ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისა და ეროვნული სუვერენიტეტის გამტკიცებაზე მეტად, ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივების გზებზე ზრუნავს.
- მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოიჩინოს მეტი კომპეტენცია, დიპლომატიური მოქნილობა და პრინციპულობა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებისა და ზოგადად, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე პროვოკაციებისა და საფრთხეების მიმართ; დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა ანტიანექსიური და ანტიოკუპაციური სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე, პროცესში საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისა და ძირითადი პოლიტიკური პარტიების ჩართულობით; უკანონო ბორდერიზაციის ყველა ფაქტზე მოხდეს საერთაშორისო ალარმიზაცია რუსეთის ფედერაციაზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერების მიზნით.
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
"მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა "მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა
გადახედვა
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის? უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის?
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
კომენტარები