თიბისის კორპორაციული მდგრადობის ორი ჯილდო გადაეცა
ფოტო: თიბისი
თიბისის გაეროს გლობალური შეთანხმების ყოველწლიურ დაჯილდოებაზე კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2023 — ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის, ჯილდო ორ ნომინაციაში გადაეცა ხარისხიანი განათლება და პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის.
ნომინაციაში ხარისხიანი განათლება თიბისი დაჯილდოვდა ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო პროგრამებისთვის, რომლებსაც თიბისის IT აკადემია ახორციელებს.
ნომინაციაში პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის კი თიბისიმ ჯილდო მოიპოვა მსხვილი ბიზნესის კატეგორიაში, პროექტისთვის თიბისი — ბიზნესის მწვანე შესაძლებლობებისთვის.
კონკურსი ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის 2023 მიზნად ისახავს ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებასა და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას.
ჯილდო ქართულ ბაზარზე მოქმედი ისეთი კომპანიებისთვისაა განკუთვნილი, რომელთა საქმიანობაც პროგრესულ და თანამედროვე ღირებულებებზეა დაფუძნებული, ეყრდნობა მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ისე საზოგადოებისთვის.
"ჩვენთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის ხარისხიანი განათლების კატეგორიაში თიბისის IT აკადემიის საქმიანობისთვის მოპოვებული ჯილდო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. IT აკადემიის კურსების მეშვეობით ახალგაზრდები ტექნოლოგიებში ახალ ცოდნასა და მომავლის პროფესიებს ეუფლებიან. 2019 წლიდან 1000-მა მონაწილემ გაიარა სხვადასხვა კურსი და 300-მდე კურსდამთავრებული თიბისისა და მის შვილობილ კომპანიებში დასაქმდა. ამჟამად IT აკადემიაში დაწყებული გვაქვს ცხრა ახალ კურსზე მუშაობა, რომლებიც USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება და 800-მდე მონაწილეს გადაამზადებს მომავალი ორი წლის განმავლობაში. მდგრადობის მიმართულებით მეორე ჯილდო პროექტისთვის თიბისი — ბიზნესის მწვანე შესაძლებლობებისთვის“ მოვიპოვეთ ჩვენს პარტნიორ კომპანიასთან GGF (Green for Growth Fund) ერთად. მდგრადი და მწვანე დაფინანსება ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს მდგრადი ბიზნეს მოდელების განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში. ამიტომ ეს ჯილდო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობის მნიშვნელობას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის." — მაკა ბოჭორიშვილი, თიბისის გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორი.
კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2023 — ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, საქართველოში მეექვსედ გაიმართა.
დაჯილდოების ცერემონია 12 ოქტომბერს ჩატარდა. ღონისძიებას კონკურსში მონაწილე კომპანიების, დიპლომატიური კორპუსის, გაეროს გლობალური შეთანხმების სათავო ოფისისა და ევროპის ადგილობრივი ქსელების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა უწყებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს ცერემონია გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ შვედეთის მთავრობის, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამისა და ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით გაიმართა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები