უსუფაშვილის ღია წერილი პრემიერს: ჩვენი საერთო ოცნება შელეწვებისგან ქვეყნის დაზღვევა იყო
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილს უგზავნის, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებში ჩართვისკენ და 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შეცვლისკენ მოუწოდებს.
უსუფაშვილის წერილს უცვლელად გთავაზობთ:
ბატონო გიორგი,
როგორც თქვენი განცხადებებიდან ჩანს, შექმნილმა ვითარებამ საკონსტიტუციო პროცესში აქტიურად ჩართვა გადაგაწყვეტინათ, რაც მისასალმებელია. ბევრი, მათ შორის მეც, ყოველთვის თვლიდა, რომ ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ლიდერის ქვეყნის უმთავრეს პოლიტიკურ პროცესში არ მონაწილეობა დაუშვებელი იყო. სამწუხაროდ, „ურემი უკვე გადაბრუნებულია“, მაგრამ თქვენი მკვეთრი პოლიტიკური ნაბიჯებით მისი ფეხზე დაყენება ჯერ კიდევ შესაძლებელია.
მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესში საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებული ხიფათების ქრესტომათიული მაგალითი შეიქმნა. თქვენ შეგიძლიათ პოზიტიური მაგალითი შექმნათ ამავე მიმართულებით - ქვეყანას თავიდან ააცილოთ სერიოზული პოლიტიკური კრიზისი და თან საკუთარი პარტიაც იხსნათ უკვე დაშვებული შეცდომების შემდგომი მძევლობისაგან. თუ მოხერხდება საკითხის გააზრება უფრო ფართო პოლიტიკურ პრიზმაში, ვიდრე ეს მომავალ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის შენარჩუნების ამოცანაა, მაშინ გამოსავალიც მარტივად გამოჩნდება და მისი დასაბუთებაც.
კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან ბევრი სამართლებრივ-პოლიტიკურ- ინსტიტუციური კითხვა არსებობს, მაგრამ, დამეთანხმებით, კრიზისული ფონის შექმნა საპარლამენტო საარჩევნო სისტემას უკავშირდება. ვითარებას კი ის ამძიმებს, რომ „ოცნების“ პოზიცია სწორედ ამ საკითხშია ყველაზე სუსტი, უარგუმენტო და „პულტების ანაბარა“ დარჩენილი. საქმე იმაშია, რომ 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არის არა ოპოზიციის ახირება, არამედ თავად „ოცნების“ 2015 წლის საკონსტიტუციო ინიციატივა, სათანადოდ გაფორმებული, დარეგისტრირებული, სახალხოდ განხილული, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მოწონებული და პარლამენტში კენჭისყრისთვის მომზადებული.
ეს არ არის მხოლოდ ისტორიული ფაქტი. ეს არის პოლიტიკური განაცხადიც, დაპირებაც და ვალდებულებაც, რომლის არ შესრულება ძალიან ძვირად დაუჯდებოდა და დაუჯდება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას. სწორედ ამ ფონზე გამოიყურება განსაკუთრებით უსუსურად, მეტი რომ არ ვთქვა, ხელისუფლების წარმომადგენლების ნებისმიერი არგუმენტი შერეული სისტემის დატოვებასთან დაკავშირებით. მაგალითად, ქვეყნის პარტიულ-პოლიტიკური სისტემა 2015 წელს გამოიყურებოდა მზად პროპორციული არჩევნებისთვის და 2017-ში ეს ასე აღარ არის? თუ ასეა, რა ჩაიდინა ამისთანა „ოცნებამ“ ამ ორ წელიწადში, რომ ასე უკუღმა დატრიალებულა ქვეყნის პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღების ბორბალი?
ბატონო პრემიერ-მინისტრო, წინ ორი გზაა - თქვენი პოლიტიკური გუნდი ან ბოლომდე მიიყვანს 2015 წელს დაწყებულ საქმეს და 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, ან იგი ერთპარტიულ ავტორიტარიზმს დაისახავს მიზნად და ამ მიზანს შეელეწება, როგორც ყველა მისი წინამორბედი. მახსოვს, ჩვენი საერთო ოცნება მსგავსი შელეწვებისგან ქვეყნის დაზღვევა იყო...
რესპუბლიკური პარტიის ყოფილმა ლიდერმა და საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, 16 ივნისს შენების მოძრაობა დააარსა. მოძრაობის ლოზუნგია: "რაც კარგია ვუვლით, რაც ცუდია - ვცვლით, რაც გვაკლია - ვქმნით".
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები