რა სფეროში წარმოგიდგენია შენი კარიერა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ?
ფოტო: LEAF
თუ პროფესიის შერჩევის დროს, ჩვენი ცხოვრების სტილს გავითვალისწინებთ, მომავალი საქმიანობა სასიამოვნო და საინტერესო იქნება. თუ გიზიდავს ბრჭყვიალა წვეულებების ორგანიზება, მოგზაურობა და შთამბეჭდავ სასტუმროებში ცხოვრება, კულინარია და სარესტორნო ბიზნესი, Luxury ბრენდები და ასეთი ცხოვრების სტილი, მაშინ შენთვის სასურველი სამუშაო სფერო Hospitality, იგივე სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაა.
რას მოიცავს ეს სფერო, სად შეძლებ დასაქმებას და რა უპირატესობა აქვს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლას?
ამ და სხვა ძალიან საინტერესო ინფორმაციის მიღების შანსი გექნება 30 სექტემბერს The Biltmore Tbilisi Hotel-ში, სადაც განათლების ცენტრ LEAF-ის ორგანიზებით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გაიმართება საერთაშორისო გამოფენა.
უნივერსიტეტის წარმომადგენლები თბილისში ჩამოდიან, რომ დაინტერესებულ ახალგაზრდებს სასწავლო პროგრამები და დასაქმების პერსპექტივები გააცნონ. გამოიყენე ეს შანსი, რომ პირადად შეხვდე უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და მიიღო შენთვის საჭირო ინფორმაცია. ამისთვის მხოლოდ რეგისტრაცია გჭირდება: https://logos.edu.ge/leaf/
Hospitality მიმართულებებით მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების წარმომადგენელი საქართველოში Sommet Education-ია, რომელიც განათლების ცენტრ LEAF-ის პარტნიორი ორგანიზაციაა და სწორედ მათი დახმარებით შეძლებ Les Roches, Glion, Ecole Ducasse უნივერსიტეტებში ჩაბარებას.
გამოფენის შემდეგ 4 ოქტომბერს, Sommet Education Les Roches ექსკლუზიურ "Setting the Scene: Mastering F&B Restaurant Service Protocol" მასტერკლასს გთავაზობს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს პრესტიჟული სადილის შტრიხებს, მენეჯმენტის სიმძლავრესა და სამეწარმეო ინოვაციებს.
მასტერკლასზე შენ შეძლებ აიმაღლო ცოდნა შემდეგ საკითხებში:
- საჭირო უნარები სასადილო ეტიკეტში;
- მაგიდის გაწყობა პრესტიჟულ სასტუმროებსა და რესტორნებში;
- სტუმრებთან ურთიერთობა;
- ღვინის ცოდნა და ა.შ.
მასტერკლასი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ბაკალავრიატსა ან მაგისტრატურაზე სწავლა Hospitality დარგის წამყვან უნივერსიტეტებში, ჩატარდება სასტუმრო Pullman-ში 19:00 საათზე და ადგილები შეზღუდულია, ამიტომ თუ დაინტერესებული ხარ ამ ინდუსტრიით დარეგისტრირდი ახლა.
მოკლედ გაგაცნობთ თითოეულ მათგანს, თუ რატომ არიან ასეთი გამორჩეულები და მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტები Hospitality დარგში.
სასწავლო პროგრამები ისეა შედგენილი, რომ სტუდენტებს საშუალებას აძლევს პრაქტიკულ, მენეჯერულ და სამეწარმეო უნარებს დაეუფლონ.
უნივერსიტეტების სწავლების სისტემა დაფუძნებულია ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენების განხილვაზე, რაც მოიცავს საქმიან ექსკურსიებს სხვადასხვა პარტნიორ კომპანიებში, მოწვეული ექსპერტების ლექციებს, პროფესიულ სტაჟირებებს და ბიზნეს პროექტებზე მუშაობას, სადაც სტუდენტს აქვს შანსი იმუშაოს რეალურ სამყაროში არსებულ გამოწვევებზე.
სასწავლო პროგრამაში არის სავალდებულო ერთ ან ორ სემესტრიანი პრაქტიკის განხორციელება მსოფლიოს მასშტაბით ისეთ პარტნიორ კომპანიებში, როგორებიცაა: Marriott, Qatar Airways, Booking.com, Accor Hotels, Four seasons, The Ritz-Carlton, Jumeirah, Hublot, LV, Tesla, და ა.შ.
Les Roches მდებარეობს შვეიცარიასა და ესპანეთში. მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ძლიერი ინდუსტრიული კავშირები, აკადემიური და პრაქტიკული სწავლების ძლიერი რეპუტაცია და პარტნიორობა სასტუმროს ბიზნესის წამყვან კომპანიებთან მთელს მსოფლიოში.
შემოთავაზებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები:
- ბიზნესის ადმინისტრირება გლობალური სტუმარმასპინძლობის მენეჯმენტში (ბაკალავრიატი & მაგისტრატურა);
- საერთაშორისო სასტუმრო მენეჯმენტი (მაგისტრატურა);
- სტუმარმასპინძლობის სტრატეგია და ციფრული ტრანსფორმაცია (მაგისტრატურა);
- მარკეტინგი და მენეჯმენტი ძვირადღირებული ტურიზმისთვის (ბაკალავრიატი & მაგისტრატურა).
სასწავლო პროგრამების დასრულების შემდეგ სტუდენტს კვალიფიკაცია ექნება ასევე შემდეგი მიმართულებებით:
- სასტუმრო ბიზნესის მართვა და მეწარმეობა;
- ციფრული მარკეტინგის სტრატეგიები;
- სასტუმროს ფინანსური საქმიანობის მართვა;
- კურორტის განვითარება და მართვა.
ასევე პროგრამა მოიცავს საქმიან ვიზიტებს შანხაისა და ჩიკაგოში.
Glion Institute of Higher Education გთავაზობს სწავლას შვეიცარიისა და დიდი ბრიტანეთის კამპუსებში. აქ შეგიძლია შეისწავლო Hospitality ინდუსტრიის მართვის ყველა საფეხური და მიიღო პრაქტიკული გამოცდილება პარტნიორ კომპანიებში. უნივერსიტეტის ძირითადი მიმართულება მეწარმეობა და ინოვაციებია.
Glion-ის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბრენდებთან მჭიდრო პარტნიორობის ფარგლებში კურსდამთავრებულების ძირითადი ნაწილი დასაქმებულია ტურიზმის სექტორში, სასტუმროებსა და სარესტორნო ბიზნესში, ძვირადღირებულ Luxury პროდუქტის წარმოებისა და მომსახურების კომპანიებში, მარკეტინგისა და ღონისძიებების მენეჯმენტის მიმართულებით, მეწარმეობასა და საბანკო მიმართულებებით.
შემოთავაზებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები:
- საერთაშორისო სტუმარმასპინძლობის ბიზნესი;
- სტუმარ-მასპინძლობა, მეწარმეობა და ინოვაცია;
- უძრავი ქონების, ფინანსებისა და სასტუმროს განვითარების მენეჯმენტი;
- ძვირადღირებული ბრენდის მენეჯმენტი სასტუმრო ბიზნესში.
თუ ფრანგული კულინარია და საკონდიტრო ხელოვნება გაინტერესებს École Ducasse-ს გირჩევთ. მის სტუდენტებს აქვთ ცოდნა და შესაძლებლობა, რომ შექმნან და მართონ კომპანია, განსაზღვრონ გლობალური სტრატეგია, წარმართონ ყოველდღიური საქმიანობა და კომპანიის განსავითარებლად მოერგონ სოციალურ-ეკონომიკურ კონტექსტებს, ტექნოლოგიებს, რეგულაციებსა და გარემო ფაქტორებს.
ისინი სწავლობენ როგორ იფუნქციონირონ კონკურენტულ გარემოში, მართონ მიწოდებისა და მოთხოვნის ოპერაციები, შექმნან და შესთავაზონ კულინარიული მომსახურება კონკრეტული შეზღუდვების მიხედვით, როგორიცაა ბიუჯეტი, კონცეფცია, პროდუქტები, სეზონურობა.
ვფიქრობ, ეს სტატია დაგეხმარება უკეთესად გაერკვე თუ Hospitality მიმართულებისთვის ფიქრობ შენი პროფესიის და სამომავლო საქმიანობის დაკავშირებას.
ამ უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამების განმავლობაში სტუდენტები სწავლობენ, როგორ გახდნენ ლიდერები, კრეატიულები და მენეჯერები. მათ შეუძლიათ პროდუქტებისა და მომხმარებლის საჭიროებების ადაპტირება მომხმარებელთა ქცევის ევოლუციასთან და აქვთ უნარი აწარმოონ მაღალი ხარისხის საქონელი ბიუჯეტის შეზღუდვების გათვალისწინებით.
არ გამოტოვო შანსი პირადად შეხვდე მათ წარმომადგენლებს გამოფენაზე, ასევე, აქ დაგხვდებიან განათლების ცენტრ LEAF-ს კონსულტანტები, რომელიც დაგეხმარებიან სასურველი უნივერსიტეტის მოძიებასა და სააპლიკაციო პროცესის ყველა საფეხურზე.
ჩაინიშნე დრო და არ გამოტოვო ეს შანსი: გამოფენა გაიმართება 30 სექტემბერს,12:00-დან 17:00 საათამდე, თბილისში, The Biltmore Tbilisi Hotel-ში.
გამოფენაზე დასწრება უფასოა. გაიარე რეგისტრაცია ბმულზე: https://logos.edu.ge/leaf/
LEAF-ის განათლების გამოფენის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.
LEAF-ის განათლების გამოფენის საინფორმაციო მხარდამჭერია Entrepreneur Georgia.
LEAF-ის განათლების გამოფენის პარტნიორი კომპანიები:
- ვენური ყავის სახლი — Julius Meinl;
- საერთაშორისო სარეკლამო სააგენტო — McCann Tbilisi;
- კანტის აკადემია;
- საერთაშორისო აკადემია ლოგოსი;
- სკოლის მართვის ელექტრონული სისტემა — SchoolBook.
გამოფენის ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია არდი.
გამოფენის ფარგლებში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს Bene Exclusive.
განათლების გამოფენის ოქროს სპონსორია Transport and Telecommunication Institute — TSI, ხოლო ვერცხლის სპონსორია EKA University of Applied Sciences, Warsaw University of Business, American University in Bulgaria, IE University, Fort Hays State University — Academy of Mathematics & Science.
-
დააფიქსირეს ობიექტი, რომელიც შეიძლება დედამიწის ზომის ეგზოპლანეტა იყოს დააფიქსირეს ობიექტი, რომელიც შეიძლება დედამიწის ზომის ეგზოპლანეტა იყოს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი სერიალი საჭმლით ქვიზი: გამოიცანი სერიალი საჭმლით
-
სალომე ზურაბიშვილი: ეუთო-ს გადაწყვეტილება, აამოქმედოს "მოსკოვის მექანიზმი" საქართველოსთვის, მათთვის, ვინც იბრძვის მნიშვნელოვანი ეტაპია სალომე ზურაბიშვილი: ეუთო-ს გადაწყვეტილება, აამოქმედოს "მოსკოვის მექანიზმი" საქართველოსთვის, მათთვის, ვინც იბრძვის მნიშვნელოვანი ეტაპია
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ტომას ედისონმა შეიმუშავა მასალა, რომელიც ოფიციალურად მხოლოდ 125 წლის შემდეგ შექმნეს კვლევის თანახმად, ტომას ედისონმა შეიმუშავა მასალა, რომელიც ოფიციალურად მხოლოდ 125 წლის შემდეგ შექმნეს
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: მინდა მივმართო საშუალო და წვრილ ბიზნესს — ოპოზიციის დაფინანსება და თქვენ მიერ საკუთარი აზრის თამამად გამოხატვა — თქვენი და ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა! მიხეილ სააკაშვილი: მინდა მივმართო საშუალო და წვრილ ბიზნესს — ოპოზიციის დაფინანსება და თქვენ მიერ საკუთარი აზრის თამამად გამოხატვა — თქვენი და ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა!
გადახედვა
-
NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრ იოზე უდიდესი ვულკანური ამოფრქვევა დააფიქსირა NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრ იოზე უდიდესი ვულკანური ამოფრქვევა დააფიქსირა
გადახედვა
-
იმერეთში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერეს იმერეთში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა
-
ამ პროცესს ექნება გრძელვადიანი და მძიმე შედეგები "ქართული ოცნების" რეჟიმისთვის — ზურა ჯაფარიძე "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებაზე ამ პროცესს ექნება გრძელვადიანი და მძიმე შედეგები "ქართული ოცნების" რეჟიმისთვის — ზურა ჯაფარიძე "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებაზე
გადახედვა
-
აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს
გადახედვა
-
პოლიციელზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა პოლიციელზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
გადახედვა
-
ილონ მასკს SpaceX-ისა და xAI-ს გაერთიანება სურს ილონ მასკს SpaceX-ისა და xAI-ს გაერთიანება სურს
გადახედვა
-
"ოცნების" პარლამენტი "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვას მომავალი კვირიდან დაიწყებს "ოცნების" პარლამენტი "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვას მომავალი კვირიდან დაიწყებს
გადახედვა
-
ახალ რეკლამაში კოკა-კოლას სიმბოლოდ ქცეული თეთრი დათვი პეპსის ირჩევს — ნახეთ ვიდეო ახალ რეკლამაში კოკა-კოლას სიმბოლოდ ქცეული თეთრი დათვი პეპსის ირჩევს — ნახეთ ვიდეო
-
მენდი პატინკინი God of War-ის სერიალში ოდინის როლს შეასრულებს მენდი პატინკინი God of War-ის სერიალში ოდინის როლს შეასრულებს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი წყლის ბინადარი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი წყლის ბინადარი ფოტოთი
-
Good Boy-ის ცუგამ ადამიან მსახიობებს აჯობა და სამსახიობო ჯილდო მოიგო Good Boy-ის ცუგამ ადამიან მსახიობებს აჯობა და სამსახიობო ჯილდო მოიგო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშილი: თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანებით სტუდენტებისთვის არაფერი შეიცვლება — ისინი იქნებიან ერთი დიდი უნივერსიტეტის სტუდენტები შალვა პაპუაშილი: თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანებით სტუდენტებისთვის არაფერი შეიცვლება — ისინი იქნებიან ერთი დიდი უნივერსიტეტის სტუდენტები
გადახედვა
-
წყლის "საიდუმლო ქიმია" — რატომ აქვს წყალს სხვადასხვა ადგილას განსხვავებული გემო წყლის "საიდუმლო ქიმია" — რატომ აქვს წყალს სხვადასხვა ადგილას განსხვავებული გემო
-
პაციენტმა ტრანსპლანტაციამდე ფილტვების გარეშე 48 საათი გაატარა — როგორ გადარჩა ის პაციენტმა ტრანსპლანტაციამდე ფილტვების გარეშე 48 საათი გაატარა — როგორ გადარჩა ის
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: მოსკოვის მექანიზმს არანაირი კავშირი ქვეყნის იმიჯთან არ აქვს შალვა პაპუაშვილი: მოსკოვის მექანიზმს არანაირი კავშირი ქვეყნის იმიჯთან არ აქვს
გადახედვა
კომენტარები