თბილისის საკრებულოსა და საქართველოს ბანკს შორის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდასაჭერად მემორანდუმი გაფორმდა
ფოტო: საქართველოს ბანკი
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კამპანიის — შენი მოედანი ფარგლებში თბილისის საკრებულოსა და საქართველოს ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს, რომლის მიზანიც სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება-მოწყობის გზით საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა, ხელი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზურაბ ქოქოსაძემ მოაწერეს.
მხარეების განცხადებით, აუცილებელია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობის მოდელის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სპორტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებას და გაზრდის სპორტულ ინფრასტრუქტურაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობას.
კამპანიის შენი მოედანი ფარგლებში, ასევე განხორციელდება არსებული სპორტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და კომპლექსური ექსპლუატაცია; სპორტულ აქტივობებში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მოსახლეობის სხვადასხვა ასაკობრივი და სოციალური ფენების მაქსიმალური ჩართვა; ეზოებსა და უბნებში სხვადასხვა ფორმატის საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფორმირება; ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ვოლონტიორული მოძრაობის და ტერიტორიული პრინციპით სოციალურად მნიშვნელოვანი ღონისძიებების ორგანიზება.
აღნიშნული აქტივობები მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და კამპანიაში ჩართული კომპანიების ფინანსური რესურსით განხორციელდება. თბილისის საკრებულო მხარს დაუჭერს ბანკს სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციაში მიღებისთვის საჭირო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაში. სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც აღნიშნული კამპანიის ფარგლებში მოეწყობა, მოსახლეობისთვის სრულიად უსასყიდლოდ იქნება ხელმისაწვდომი.
თბილისის საკრებულოსა და საქართველოს ბანკთან ერთად სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კამპანიის შენი მოედანი წარმდგენები აიპ მომავლის კალათბურთი, მისი პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრი მერაბ ბოქოლიშვილი და კომპანია Renew Holding-ი არიან.
"საქართველოს ბანკი მიზნად ისახავს საქართველოში სპორტული სახეობების განვითარების ხელშეწყობასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ ინტერესის გაღრმავებას. სწორედ ამ მიზნით, ბანკი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის, ფეხბურთის ეროვნული ნაკრების, ქალთა, ვაჟთა და ფუტსალის ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების, ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტების მთავარი მხარდამჭერია. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ სპორტის განვითარების და ახალი პოტენციალის გამოვლენისთვის საჭირო შესაძლებლობების შექმნას", — აღნიშნავს ზურაბ ქოქოსაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები